რას გვირჩევს პედიატრი - როცა ბავშვს„ ჭიები ჰყავს“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ჩემს შვილს ჭიები ჰყავს!“ – პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლების ყველაზე დიდი შიშის დასაძლევად

და მშობლებში ერთგვარ პანიკასაც კი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ჰელმინთოზი (პარაზიტული დაავადება) უსიამოვნოდ ჟღერს, რეალობა გაცილებით მარტივია: ბავშვები სამყაროს შემეცნების პროცესში მუდმივად ურთიერთობენ გარემოსთან, რაც ამ რისკს ბუნებრივს ხდის.

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი განმარტავს, რატომ არ უნდა შეგვეშინდეს ამ დიაგნოზის, როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები დროულად და რატომ არის კატეგორიულად დაუშვებელი თვითმკურნალობა

mamuchishvili_148de.jpg

- “ჩემს შვილს ჭიები ჰყავს, დაუნიშნეთ რამე ექიმო“ - ეს კითხვა და თხოვნა ძალიან ხშირია. მოდი, განვიხილოთ ეს თქვენთვის ძალიან საინტერესო საკითხი.
ბავშვთა ასაკში ჰელმინთოზი საკმაოდ ხშირია და, მიუხედავად თქვენი შიშისა, უმეტეს შემთხვევაში მარტივად მართვადია - სწორი ინფორმაციისა და დროული ჩარევის პირობებში.
ყველაზე გავრცელებული ჰელმინთები:
  • ენტერობიუსი (Enterobius vermicularis)
  • ასკარიდა (Ascaris lumbricoides)
  • ჯიარდია (Giardia lamblia)
ჰელმინთოზის მიზეზებია:
  • ბინძური ხელები
  • დაბინძურებული საკვები/წყალი
  • ფრჩხილების კვნეტა
  • სათამაშოების, ზედაპირების დაბინძურება
  • მჭიდრო კონტაქტი ბავშვებს შორის ბავშვთა დაწესებულებებში
განსაკუთრებით ხშირია 2–10 წლის ასაკში
როგორ შეიძლება ვივარაუდოთ,რომ ბავშვს ჰელმინთოზი აქვს?
ენტერობიოზი (წვრილი ჭიები,რომლებიც ცხოვრობენ ანუსში) - გაძლიერებული ქავილი ანუსის მიდამოში ღამით, ძილში მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, აგზნება.
ასკარიდოზი - მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება ან არასტაბილურობა,ზოგჯერ ხველა (ლარვების მიგრაციის ფაზაში).
ჯიარდიოზი (ლამბლიოზი) - ხანგრძლივი ფაღარათი, შებერილობა, წონაში ცუდი მატება.
რა არის საჭირო დიაგნოსტიკისთვის?
განავლის ანალიზი ჰელმინთებზე
ენტერობიოზზე -"სკოჩ-ტესტი“ დილით
გვახსოვდეს რომ ერთჯერადი პასუხი ყოველთვის არ გამორიცხავს ჰელმინთოზს.
როგორ ვუმკურნალოთ?
ანტიჰელმინთური პრეპარატებით მკაცრად ექიმის დანიშნულებით. არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას, ეს პრეპარატები ტოქსიურია და უამრავი გართულების გამოწვევა შეუძლია.
პრევენციისთვის აუცილებელია
  • ხელების ხშირი დაბანა
  • ფრჩხილების მოკლედ დაჭრა
  • თეთრეულის ხშირი შეცვლა და დაუთოება
  • სათამაშოების რეგულარული წმენდა

გახსოვდეთ: ჰელმინთები იშვიათად იწვევს სერიოზულ გართულებებს, მაგრამ ხშირად იწვევს დისკომფორტს, ძილის დარღვევას და ბავშვის ქცევის ცვლილებას, რაც მშობლისთვის დიდი სტრესია. ქავილი სხვადასხვა მიზეზის გამოც შეიძლება იყოს, ყველა ქავილი პარაზიტი არ არის, მაგრამ ყველა პარაზიტი ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

ჰელმინთების გარეშე ცხოვრება ჩვენს პატარებს, თუმცა ეს შეუძლებელია ისინი ხომ ცხოვრობენ, გარემოსთან და ერთმანეთთან ურთიერთობენ, პირში იდებენ ყველაფერს და ამ პროცესების ბოლომდე გაკონტროლება შეუძლებელია. ყველა კონკრეტული კითხვით მიმართეთ თქვენს პედიატრს ან პარაზიტოლოგს.