რომელი ვირუსი ვრცელდება ახლა და რა ნიშნები ახასიათებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ივანე ჩხაიძე ახალი ვირუსის ნიშნებსა და პრევენციაზე: რა სიმპტომებით ვლინდება ვირუსით გამოწვეული ბრონქიოლიტი 2 წლამდე ბავშვებში და როგორ დავიცვათ ისინი?

თე­ბერ­ვლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ცირ­კუ­ლი­რებს ვირუ­სი, რო­მე­ლიც 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის არის უფრო მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო, რად­გან მას შე­უძ­ლია ბრონ­ქე­ბის ან­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

  • რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, ვირუსს ახა­სი­ა­თებს ხში­რი ხვე­ლა, გახ­ში­რე­ბუ­ლი და გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი სუნ­თქვა.

„ეს არის ვირუ­სი, რო­მელ­მაც ჩა­ა­ნაც­ვლა გრი­პი. თუ დე­კემ­ბრი­დან და­წყე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი რო­გორც სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში, ისე პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო გრი­პი, კერ­ძოდ კი, ე.წ. ჰონგ-კონ­გის გრი­პი, ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით, თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა ვირუ­სი, რო­მე­ლიც 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის არის უფრო მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო, ვი­ნა­ი­დან მას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს წვრი­ლი ბრონ­ქე­ბის ან­თე­ბა.

ამ და­ა­ვა­დე­ბას ბრონ­ქი­ო­ლი­ტი ჰქვია და მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სუნ­თქვის მკვეთ­რი გახ­ში­რე­ბა, შე­ტე­ვი­თი, ხში­რი ხვე­ლა, გახ­ში­რე­ბუ­ლი და გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი სუნ­თქვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს მსტვი­ნა­ვი ხა­სი­ა­თის სუნ­თქვის ფონ­ზე. ამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზის დას­მა სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით არის ამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი არ სჭირ­დე­ბა. თუ 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვს ჩა­მოთ­ვლი­ლი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი აქვს, უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ ეს არის ბრონ­ქი­ო­ლი­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბაც და მარ­თვაც მი­დის, რო­გორც ბრონ­ქი­ო­ლი­ტის. რთუ­ლი და მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას არ აქვს, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლი სა­ჭი­რო­ებს ჟანგბა­დის და­მა­ტე­ბით მი­წო­დე­ბას, გა­დას­ხმას და სი­თხის შევ­სე­ბას. პა­ცი­ენ­ტე­ბის მცი­რე ნა­წილს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, სა­ჭი­როა აცრა. ივა­ნე ჩხა­ი­ძე ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ ვირუ­სი 4 დღემ­დე არის აქ­ტი­უ­რი.

„ეს არ არის ყვე­ლა ორ­სულ­თან გა­სა­კე­თე­ბე­ლი აცრა. ვაქ­ცი­ნა­ცია კეთ­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ ორ­სუ­ლო­ბის მე­რამ­დე­ნე თვეა და რო­დის ვე­ლო­დე­ბით ბავ­შვის და­ბა­დე­ბას. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია 1-6 თვის ასა­კის ბავ­შვებ­შიც გა­კეთ­დეს, ვი­ნა­ი­დან ამ ასაკ­ში არის ყვე­ლა­ზე მე­ტად გარ­თუ­ლე­ბე­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა.

თუმ­ცა, ეს ვირუ­სი არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის არის რის­კის შემ­ცვე­ლი, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ამ ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რის მა­ღალ რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ეს არის ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა.

ეს ორი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ასა­კი, 2 წლამ­დე და 65 წელს ზე­მოთ არის ძი­რი­თა­დი რისკ-ჯგუ­ფე­ბი, სა­დაც ამ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­როა ინ­ტენ­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვა და­ა­ვა­დე­ბის მარ­თის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

ის მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას მი­მარ­თავს, რომ მო­ახ­დი­ნონ ვირუ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან სრუ­ლი იზო­ლი­რე­ბა, ატა­რონ ნი­ღა­ბი, და­იც­ვან ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა, გა­ა­ნი­ა­ვონ ბავ­შვის ოთა­ხი და სვე­ლი წე­სით და­ა­ლა­გონ.