წონის მატება, კანის სიმშრალე და სტრესი - როგორ ვმართოთ ჰორმონალური ცვლილებები 40 წლის შემდეგ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იცვლება ქალის ორგანიზმი 40+ ასაკში

ორგანიზმი ცხიმს იმიტომ აგროვებს, რომ ესტროგენი დააბალანსოს“ – რატომ იმატებენ ქალები წონაში 40 წლის შემდეგ?

ხშირად ამ სიმპტომებს კლიმაქსს აბრალებენ, თუმცა შესაძლოა საშიში იყოს“ – რეპროდუქტოლოგის გაფრთხილება

ხშირად ამბობენ, რომ 40 წელი ქალისთვის გარკვეული ზღვარია - პერიოდი, როდესაც ორგანიზმი რეპროდუქციული სისტემის მუშაობის ახალ, გარდამავალ ეტაპზე გადადის. რატომ იმატებს წონა კვების რაციონის უცვლელობის მიუხედავად, როგორ აისახება ჰორმონალური დისბალანსი კანის ელასტიურობაზე და რატომ ხდება სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი გვესაუბრება, რომელიც განმარტავს, თუ როგორ უნდა ვმართოთ ეს პროცესები გონივრულად

- ხშირად ამბობენ, რომ ქალისთვის 40 წელი გარკვეული ზღვარია. კონკრეტულად რა ტიპის ჰორმონალური ცვლილებები იწყება ამ დროს?

- ქალის რეპროდუქციული ასაკი არის პერიოდი, როცა ქალს აქვს შვილოსნობის უნარი და შესაბამისად კვერცხუჯრედების გარკვეული რაოდენობა, ამ დროს საკვერცხეები გამოყოფენ ჰორმონებს, რათა უზრუნველყონ ორსულობის დადგომა, თუ ორსულობა არ დგება, მოდის მენსტრუაცია.

რეპროდუქციული ასაკი იწყება სქესობრივი მომწიფებიდან და პირველი მენსტრუაციიდან, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და შესაბამისად ქვეითდება საკვერცხის ჰორმონალური აქტივობა, ის სულ უფრო ნაკლებ ჰორმონს გამოყოფს, შესაბამისად ნელ-ნელა წყდება მენსტრუაციები და დგება მენოპაუზა.

მენოპაუზა საშუალოდ 45-55 წლის ასაკში დგება. 40 წელი ის ასაკია, როცა ქალი ახლოსაა მენოპაუზასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვერცხეების ჰორმონალური აქტივობა წინა წლებთან შედარებით დაქვეითებულია, ესტროგენები ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა, მენსტრუალური გამონადენი მცირდება, ამ დროს შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევაც, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია.

- რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ქალმა ყურადღება, რაც მიანიშნებს, რომ რეპროდუქციული სისტემა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის?

- ნებისმიერი სიმპტომი, რაც შეიძლება ქალს ჰქონდეს, საყურადღებოა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ამა თუ იმ სახით, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, გამონადენი საშოდან, ალები, შეხურებები, ოფლიანობა და ა. შ. ხშირად 40+ ქალები რაიმე სახის მენსტრუალურ დარღვევას ან სიმპტომს კლიმაქსის პერიოდს უკავშირებენ და რადგან ეს ფიზიოლოგიური პროცესია, არ მიმართავენ ექიმს, შესაძლებელია მართლაც კლიმაქსით იყოს გამოწვეული, თუმცა შესაძლოა სულაც არ იყოს დაკავშირებული მენოპაუზასთან და ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს, ამიტომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ქალმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს. თუ ქალს არაფერი აწუხებს, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია გარკვეული სკრინინგული კვლევები წელიწადში ერთხელ.

menopause-1773768679.jpg

- ბევრი ქალი ჩივის, რომ 40 წლის შემდეგ კვების რაციონის უცვლელობის მიუხედავად, წონაში მატება იწყება.

- მართლაც ხშირია, როცა ქალი ამბობს, რომ ისევ იმდენ საკვებს იღებს როგორც ადრე, მაგრამ წონაში მაინც იმატებს. ეს პროცესი განპირობებულია ბევრი ფაქტორით, რომელიც ზოგადად ასაკობრივ ცვლილებებს უკავშირდება: საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითების გამო მცირდება ესტროგენების რაოდენობა და ორგანიზმი იწყებს ცხიმების „დაგროვებას“, ცხიმოვანი ქსოვილი გამოყოფს ესტროგენებს, მართალია ბევრად ნაკლებს, ვიდრე საკვერცხე, მაგრამ ცხიმის დაგროვებით ორგანიზმი ცდილობს დააბალანსოს ესტროგენების ნაკლებობა.

ამასთანავე ასაკობრივად მცირდება კუნთის მასა, კუნთი წვავს კალორიებს, ნაკლები კუნთი კი ნაკლებ კალორიას წვავს. იზრდება ინსულინრეზისტენტობა - უჯრედები ნაკლებად მგრძნობიარეები ხდებიან ინსულინის მიმართ, რის გამოც ინსულინი ვერ ახერხებს უჯრედში შესვლას და მასში გლუკოზის შეტანას, ეს პროცესი ზრდის მოთხოვნილებას შაქარზე და ნახშირწყლებზე.

იზრდება კორტიზოლი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას განსაკუთრებით მუცლის არეში. ფიზიკური აქტივობა ნაკლებია და მაშასადამე ნაკლები კალორია იხარჯება. ყველა ეს მექანიზმი განაპირობებს წონის მატებას უმეტეს ქალებში 40 წლის შემდეგ.

- როგორ აისახება ესტროგენების დონის კლება კანის მდგომარეობასა და ელასტიკურობაზე? არსებობს თუ არა "ოქროს შუალედი" მათ შესანარჩუნებლად?

- არ არსებობს ქალის ორგანიზმში ორგანო და ქსოვილი, მათ შორის კანი, რომელსაც არ აქვს რეცეპტორები ესტროგენების მიმართ. ესტროგენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიკურობას და ტენიანობას, ესტროგენის შემცირების შედეგად მცირდება კოლაგენი - კანი თხელდება, მცირდება კანის ტენიანობა, კანი ხდება მშრალი, ქვეითდება კანის რეგენერაციის უნარი, ხდება უფრო მგრძნობიარე ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ამიტომ ამ პერიოდში კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. კანის ხარისხის შენარჩუნება და დაბერების პროცესის შენელება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს - კანის სწორი მოვლის რუტინა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა, ესტროგენ შენაცვლებითი თერაპია.

estrogeni-1773768805.webp

- რატომ ხდება ამ დროს ქალი უფრო მგრძნობიარე სტრესის მიმართ?

- ესტროგენები არეგულირებენ ნეირომედიატორების, განსაკუთრებულად სეროტონინის და დოფამინის მოქმედებას, აღნიშნული ჰორმონები განსაზღვრავენ ადამიანის გუნება განწყობილებას, ემოციურ სტაბილურობას და ბედნიერების შეგრძნებას. როცა ესტროგენების რაოდენობა ასაკობრივად მცირდება, აღნიშნული ნეირომედიატორების აქტივობაც იკლებს, რაც აისახება სტრესის მიმართ მდგრადობაზე. ამასთანავე ქალის გუნება-განწყობილებას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუარესებს დარღვეული ძილის რეჟიმი, არასწორი კვება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა.

- მოდურია გვიანი დედობა ტრენდი. რა რისკებთან და, პირიქით, რა დადებით მხარეებთან არის დაკავშირებული ორსულობა 40 წლის შემდეგ.

- ბოლო წლებში პირველი მშობიარობის ასაკი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუ 15-20 წლის წინ ორსულობას უმეტესად 20-21 წლის ასაკიდან გეგმავდნენ, ამჟამად ამ ასაკმა 30-35 წლამდე გადაიწია, რაც გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიური, ტექნოლოგიური და კულტურული განვითარების ფაქტორებით.

პირველი ორსულობის ასაკის მატების დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ქალი ამ ასაკში შესაძლოა უფრო მეტად იყოს მომზადებული დედობისთვის როგორც ემოციურად, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, მეტად აქვს გაცნობიერებული და გააზრებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც დედობას და შვილის აღზრდას ახლავს, თუმცა უარყოფითი არის ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იკლებს ორსულობის დადგომის შანსი - იზრდება უშვილობის სტატისტიკა, მატულობს ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის და ორსულობის და მშობიარობის პერიოდის სხვადასხვა გართულებები, გენეტიკური დაავადებები, ყოველივე ამას ემატება ის, რომ გვიან ასაკში პირველი მშობიარობის გამო, შემდგომი ორსულობის დადგომის შანსი კიდევ უფრო მცირდება.

ყოველივე ამის შედეგად საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა მკვეთრადაა გაუარესებული ბოლო ათწლეულში, ცნობისთვის, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დროშიც კი, მაგალითად 90 იან წლებში და ომების პერიოდებში არ ყოფილა ისეთი დაბალი შობადობა როგორც დღეს და ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი არ იმატებს.

- რომელია ის "ოქროს სტანდარტის" ანალიზები და კვლევები, რომლებიც 40 წლის შემდეგ ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს?

- ყველა ასაკის ქალისთვის აუცილებელია სკრინინგული კვლევები, 40+ ქალმა ყოველწლიურად ქალმა უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური, ფარისებრი ჯირკვლის და სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია და/ან მამოგრაფია, პაპტესტი, პაპილომავირუსის მაღალი რისკის შტამებზე პჯრ კვლევა, კოლპოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და სხვა, რომელთაც ექიმი გინეკოლოგი და ოჯახის ექიმის რეკომენდაციით ინდივიდუალურად შეირჩევა.

menopause-1773769023.jpg

- რამდენად საშიშია ამ დროს თვითნებურად დანიშნული ჰორმონალური პრეპარატები ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატები (ვიტამინები)?

- ქალის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს გადამეტებული ფიზიკური აქტივობა და საკვები პროდუქტების მკვეთრი შეზღუდვა, ამავდროულად ბიოლოგიური დანამატების მიღება იმ აზრით, რომ დაბალანსდეს ამა თუ იმ ვიტამინის და აქტიური ნივთიერების ნაკლებობა ორგანიზმში. ჭარბი წონის შემთხვევაში სხვადასხვა დიეტების დაცვა წონის დაკლების მიზნით, რომელიც ხანმოკლე ეფექტს იძლევა. ეს საკმაოდ დიდი თემაა, ამიტომ აქ ვერ განვიხილავთ, თუმცა ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ აღნიშნული საკითხისადმი საჭიროა ზომიერება, გონივრული მიდგომა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის კონსულტაცია.

- ბევრი ქალი ამბობს, რომ 40 წლის შემდეგ მეორე სუნთქვა გაეხსნათ. თქვენი გამოცდილებით, როგორ ვაქციოთ ეს პერიოდი ცხოვრების საუკეთესო ხანად?

- 40 წელი ის ასაკია, როცა ქალი ფინანსურად და/ან კარიერულად წინა წლებთან შედარებით უფრო სტაბილურია, დააგროვა გარკვეული ცხოვრებისეული სიბრძნე და გამოცდილება, ამავე დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიულია. თუ ამ ყველაფერს თან ერთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს სწორ კვებას, მოწესრიგებულ ძილის რეჟიმს, ფიზიკურ აქტივობას, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და რეგულარულ სამედიცინო სკრინინგს, ცხოვრების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია და ქალიც უფრო ბედნიერია.