რატომ იზრდებიან ბავშვები ნაადრევად? – პანდემიის შემდგომი „აფეთქება“ და ენდოკრინოლოგის გაფრთხილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაადრევი სქესობრივი მომწიფება: თანამედროვეობის გამოწვევა და „წითელი ხაზები“ მშობლებისთვის

ნაადრევი პუბერტატი: როდის ხდება ბიოლოგიური განვითარება საფრთხის შემცველი?

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო მედიცინა საგანგაშო ტენდენციაზე საუბრობს: ბავშვები იმაზე ადრე იზრდებიან, ბავშვები იმაზე ადრე იზრდებიან, ვიდრე ეს მათ ბიოლოგიურ განვითარებას შეესაბამება. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სქესობრივი მომწიფების დაწყების საშუალო ასაკი ყოველ 10 წელიწადში დაახლოებით 3-4 თვით იწევს წინ.

კვლევების მიხედვით, 2020 წლის პანდემიის შემდეგ ნაადრევი სქესობრივი მომწიფების შემთხვევები მსოფლიოში თითქმის გაორმაგდა, რასაც მეცნიერები ცხოვრების სტილის მკვეთრ ცვლილებასა და სტრესს უკავშირებენ.

დადგენილია, რომ სხეულის მასის ინდექსის (BMI) მცირედი მატებაც კი გოგონებში 25%-ით ზრდის ნაადრევი პუბერტატის რისკს.

სად გადის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის და რა როლს თამაშობს ჩვენი ყოველდღიურობა ამ პროცესში? ამ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა გვესაუბრება.

„წითელი ხაზები“: როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

– ბატონო ირაკლი, რეალურად გახშირდა თუ არა ნაადრევი მომწიფების შემთხვევები საქართველოში და რა ასაკი ითვლება კრიტიკულ ზღვრად?

– დიახ, შემთხვევები გახშირდა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. მშობლებმა უნდა იცოდნენ კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი, რომლის ქვემოთაც ცვლილებების დაწყება საყურადღებოა:

გოგონებში: „წითელი ხაზია“ მკერდის ზრდა 8 წლის ასაკამდე, ან თმიანობის გაჩენა იღლიასა და ბოქვენის მიდამოში.

ბიჭებში: მეორადი სასქესო ნიშნების (თმიანობა, პენისის გადიდება) გამოჩენა 10–10.5 წლის ასაკამდე.

teenager-boy-holding-razor-1773684621.jpg

– ფიზიკური ცვლილებების გარდა, არსებობს თუ არა ფსიქოლოგიური ნიშნები, რაც დიაგნოზზე მიგვანიშნებს?

– ფსიქოლოგიური ნიშნები არასპეციფიკურია, ამიტომ მათზე დაყრდნობით დიაგნოზს ვერ დავსვამთ. მთავარი მაინც ფიზიკური ინდიკატორებია: მკერდის ზრდა, პენისის გადიდება და თმიანობის გაჩენა შესაბამის ზონებში.

გარემო ფაქტორები: კვება, პლასტმასი და გაჯეტები

– რამდენად დასაბუთებულია ეჭვები ქათმის ხორცის, სოიოსა და ბისფენოლის (პლასტმასის) მავნებლობაზე?

– მეფრინველეობის ფაბრიკის ქათმის ხორცის როლი დღემდე სამეცნიერო კვლევის საგანია. თუმცა, ნაადრევი სიმპტომების დროს ზოგჯერ ურჩევენ მშობლებს ამ პროდუქტის შეზღუდვას. რაც შეეხება სხვებს:

სოიო: ის ფიტოესტროგენია და საჭიროების შემთხვევაში სასურველია რაციონიდან ამოღება.

პლასტმასი: ჭურჭელი თუ სათამაშო აუცილებლად მაღალი ხარისხის და სერტიფიცირებული უნდა იყოს.

ცხოვრების წესი: უმოძრაობა და ჭარბი წონა ზრდის რისკებს.healthy-children-eating-habits-1773684783.jpg

– მოქმედებს თუ არა ეკრანების ლურჯი შუქი მომწიფების ჰორმონებზე?

– არსებობს ასეთი ჰიპოთეზაც. ეს საკითხი კვლევაშია. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც ნაკლებ დროს გაატარებს ბავშვი გაჯეტებთან, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის.

მკურნალობა და შესაძლო საფრთხეები

– ყოველთვის საჭიროა თუ არა პროცესის მედიკამენტური „დათრგუნვა“?

– მედიკამენტური ჩარევა ყოველთვის არ არის საჭირო, თუმცა ბავშვთა ენდოკრინოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და დასახოს პაციენტის მართვის ინდივიდუალური გეგმა.

– რა საფრთხეს შეიცავს პროცესის უყურადღებოდ დატოვება?

– საფრთხეები საკმაოდ სერიოზულია. პირველ რიგში, ნაადრევი მომწიფება შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანული მიზეზით, მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნით. გარდა ამისა, ეს პროცესი იწვევს ზრდის ზონების ნაადრევ დახურვას, რაც ნიშნავს, რომ ბავშვი საბოლოო ჯამში შეიძლება იმაზე დაბალი დარჩეს, ვიდრე გენეტიკურად იყო მოსალოდნელი.

– რამდენად დიდია გენეტიკის როლი?

– თუ მშობელს ჰქონდა ადრეული მომწიფების ისტორია, შვილის შემთხვევაში ამის ალბათობა რამდენადმე იზრდება, თუმცა ეს გარდაუვალი მოცემულობა არ არის.

kids-with-phones-1773684849.webp

ექიმის რეკომენდაციები

როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემა?

სწორი კვება: ხარისხიანი პროდუქტების მოხმარება.

ფიზიკური აქტივობა: სპორტი და წონის კონტროლი.

რეჟიმი: ძილის მოწესრიგება და ეკრანთან გატარებული დროის მკაცრი შეზღუდვა.

ხარისხი: უსაფრთხო სათამაშოები და ნივთები.

მთავარი რჩევა: თუ შეამჩნევთ პირველივე ნიშნებს, ნუ დაელოდებით დროს – მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.