„ეს არ არის მხოლოდ ქალის პრობლემა“ - ფსიქოთერაპევტი ბესო ჭიღვარია პოსტსამშობიარო დეპრესიის გავლენაზე წყვილის ურთიერთობასა და მამების ფსიქიკურ ჯანმრთელ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„მშობიარობის შემდგომი დეპრესია მამებსაც ემართებათ“ - ფსიქოთერაპევტი ბესო ჭიღვარია იმ ფარულ საფრთხეებზე, რომლებიც ახალბედა მშობლებს ემუქრებათ

შვილის დაბადება, წესით, ქალის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი უნდა იყოს, თუმცა რეალობა ხშირად სხვაგვარია. ბევრი ახალბედა დედა, ნაცვლად ეიფორიისა, გაუგებარ სევდას, შფოთვასა და ემოციურ სიცივეს გრძნობს. რატომ იქცევა „ბედნიერების მოლოდინი“ მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთად, სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ გადაღლილობასა და კლინიკურ დეპრესიას შორის და რატომ არის ოჯახის მხარდაჭერა გადამწყვეტი? ამ თემებზე mkurnali.ge-თან ფსიქოთერაპევტი ბესო ჭიღვარია საუბრობს

„ბეიბი ბლუზი“ თუ კლინიკური დეპრესია - სად გადის ზღვარი?

- როდესაც მშობიარობის შემდგომ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ახსენებენ „ბეიბი ბლუზს“. ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე. ამ დროს ქალს აქვს გუნება-განწყობის ცვალებადობა, შფოთვა სევდიანობა, მომატებული გაღიზიანება, დაღლილობა, მადის პრობლემები და ცრემლიანობა. ჩვილის მოვლა დიდ ენერგიას მოითხოვს, რასაც ძილის დეფიციტიც ემატება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სტანდარტულ შემთხვევაში, ეს მოცემულობა ძალიან მალე გაივლის.

თუმცა, როდესაც პოსტსამშობიარო დეპრესიაზე გადავდივართ, უნდა გვახსოვდეს რამდენიმე ფაქტორი: თუ აღნიშნული სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, უარესდება, ართულებს ყოველდღიურობას ან მოიცავს ნეგატიურ ფიქრებს საკუთარ თავზე ან ბავშვზე, ეს უკვე საგანგაშოა. როდესაც ამ დროს ჩივილები მწვავდება უნდა გვახსოვდეს რომ საქმე შეიძლება გვქონდეს მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან.

postpartum-depression-symptoms-causes-1771831440.jpg

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ჩივილებს: გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები, მომატებული ტირილი და ცრემლიანობა, მადის დაქვეითება ან მატება, მუდმივი დაღლილობის განცდა ან ენერგიის დაქვეითება, სიამოვნების განცდის დაქვეითება, მომატებული ბრაზი და გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის სირთულეები, ძლიერი შფოთვა, უიმედობის, დანაშაულის და არასრულფასოვნების განცდა, ძილის სირთულეები - ძილის გაძნელება ან მომატებული ძილიანობა, საკუთარი თავის ან ბავშვის მიმართ ზიანის მიყენების ფიქრები, სიკვდილის ან სუიციდთან დაკავშირებული განმეორებითი ფიქრები.

„რატომ არ იყო ეს პრობლემა ადრე და რატომ გახდა ახლა აქტუალური?“

- ნებისმიერი ფსიქიკური სირთულე, მათ შორის პოსტსამშობიარო დეპრესია, ადრეც იმავე რაოდენობით იყო, როგორც დღეს, უბრალოდ აქცენტი არ კეთდებოდა საზოგადოების მხრიდან. ადამიანებს თითქოს „არ ეცალათ“ ამაზე ყურადღების გასამახვილებლად.

გარდა ამისა, მშობიარობის შემდგომი პერიოდის შემსუბუქებისთვის ჩვენს კულტურაში არსებობდა კულტურული ტრადიცია: მშობიარობიდან პირველი თვე დედა საკუთარ ოჯახში ბრუნდებოდა, სადაც ახლობლები ეხმარებოდნენ. მშობლიურ გარემოში ის უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, სტრესი ნაკლები იყო. თანამედროვე გარემოში ეს ტრადიცია თითქმის გაქრა, ამიტომ დღეს მთავარი აქცენტი მამის ჩართულობის გაზრდაზე უნდა გაკეთდეს. მეუღლის ყურადღება და მხარდაჭერა ბავშის მოვლის პროცესში არის ის მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც შეუმსუბუქებს დედას მშობიარობის შემდგომ სტრესს და დატვირთვას.

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

- დედებს ხშირად აქვთ განცდა, რომ თუ საკუთარ ფიქრებს სხვებს გაუზიარებენ, ამას ახლობლები ცუდად აღიქვამენ. აქვთ ასევე დანაშაულის განცდა, რომ თითქოს ისე არ უხარიათ დედობა, როგორი მოლოდინიც ჰქონდათ. მნიშვნელოვანია გავიაზროთ: ეს არ არის უბრალოდ „ცუდი ხასიათი“ ან უგუნებობა. ეს არის კლინიკური მდგომარეობა, რომელიც აიძულებს დედას, გაუცხოვდეს საკუთარ შვილთან, დისტანცირდეს მეუღლისგან და ჩაიკეტოს საკუთარ თავში. როდესაც ქალი ამბობს, რომ „ვერ გრძნობს იმას, რაც უნდა გრძნობდეს“, ეს მისი ბრალი კი არა, დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სიმპტომია. შეიძლება დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს.

თუ სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება და ბავშვის მოვლა შეუძლებელი ხდება, ხელი ეშლება ყოველდღიურობაში, ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს. სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას და გაგიწევთ შესაბამის დახმარებას.

ტრიგერები და გენეტიკური ფაქტორი

- თუ ქალს ორსულობამდე ჰქონდა დეპრესიული ეპიზოდი ან რაიმე ტიპის ფსიქიკური სირთულე, მეტია ალბათობა, რომ ის მშობიარობის შემდგომ პერიოდში გამოვლინდეს ან დაბრუნდეს. ასევე დიდია გენეტიკური ფაქტორის როლიც. რაც შეეხება გარემო ტრიგერებს - რთულად მოსავლელი ბავშვი, მუდმივი ტირილი, ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული სტრესი - ეს ფაქტორები ინდივიდუალურია. ყველაფერი დედის ფსიქოტიპზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მხარდამჭერი გარემო აქვს მას. თუ ოჯახი ძილისა და დასვენების რეჟიმის მოწესრიგებაში ეხმარება, დეპრესიის რისკი მცირდება.

რატომ არ მიმართავენ ქალები ექიმს დროულად?

- თავად ამ პრობლემით მომართვიანობა მაინც არ არის მაღალი. ხშირად ქალი წლები ელოდება შვილს და როდესაც დეპრესია ემართება, უჭირს იმის აღიარება, რომ ცუდად არის. ჩვენი საზოგადოება ეკონომიკურადაც ჯერ არ არის იმ ეტაპზე, რომ ქალი პირველივე ნიშნებზე წავიდეს სპეციალისტთან. ძირითადად მაშინ მოგვმართავენ, როდესაც სიმპტომები უკვე მკაფიოა ან მძიმე, მაგალითად - სუიციდური ფიქრები. მანამდე კი ცდილობენ პრობლემა თავად გადაჭრან, რაც, სამწუხაროდ, იშვიათად გამოსდით. დამოუკიდებლად ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარების გარეშე ძალიან რთულია.

dedaaaaa-1771831977.png

აქვს თუ არა მნიშვნელობა რიგითობას: პირველი vs მეორე შვილი?

- თუ პირველ შვილზე გქონდათ მსგავსი ეპიზოდი, ალბათობა უფრო დიდია, რომ მეორეზეც განმეორდეს, თუმცა პირდაპირი, მკაცრი სწორხაზოვანი სტატისტიკა ამაზე არ არსებობს. შეიძლება პირველ შვილზე ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს, მეორეზე კი მდგომარეობა დამძიმდეს, ან პირიქით. ყოველი ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი უნიკალურია.

„დანგრეული ოჯახები“ და პარტნიორის როლი

- ნებისმიერი ფსიქიკური სირთულე შეიძლება გახდეს დამატებითი კონფლიქტის წყარო და მიზეზი, თუ პარტნიორი ვერ აცნობიერებს, რომ მეორე მხარეს ფსიქოემოციური პრობლემა აქვს და ამას უბრალოდ „ცუდ ხასიათს“ მიაწერს. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: ქალი თავისი სურვილით კი არ არის უყურადღებო ან მომატებულად გაღიზიანებული, შესაძლოა მას პოსტსამშობიარო დეპრესია აქვს. აქ თითის გაშვერა და ჩხუბი გამოსავალი არ არის. მნიშვნელოვანია მეუღლეებმა ყურადღება გაამახვილონ პრობლემების ხასიათზე და წარმომავლობაზე, გაარკვიონ თუ რა იწვევს სირთულეებს. ყურადღებით იყვნენ დედის მდგომარეობის და საჭიროებების მიმართ, რათა დროულად შეძლონ მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში თავადვე შესთავაზონ სპეციალისტის ჩართვა არსებული სირთულეები მართვის პროცესში.

ემართებათ თუ არა მამაკაცებს?

- დიახ, ბავშვის დაბადება მამებზეც აისახება. მამაკაცებს, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობა ან დეპრესია, ფინანსური ან კომუნიკაციური სირთულეები ბავშვის დაბადების შემდეგ შეიძლება მდგომარეობა გაუმწვავდეთ. შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა მომატებული სევდა, დაღლილობა, შფოთვა, კვების და ძილის სირთულეები. ამას „მამის მშობიარობის შემდგომ დეპრესიასაც“ უწოდებენ. თუმცა, ჩვენს კულტურაში მამაკაცები სპეციალისტს თითქმის არასოდეს მიმართავენ ამ პრობლემით.

„ქალებს ვეტყოდი: თუ გაწუხებთ გუნება-განწყობის დაქვეითება ან ნეგატიური ფიქრები, აუცილებლად უთხარით გაუზიარეთ მეუღლეს და ოჯახის წევრებს. თუ მათგან მხარდაჭერა ვერ მიიღეთ, მიმართეთ სპეციალისტს. გამოსავალი ყველა რთული მდგომარეობიდან არსებობს. თქვენ უნდა ითხოვოთ დახმარება, რათა შეძლოთ სიამოვნების მიღება იმით, რასაც დედობა ჰქვია.“

საინტერესო სტატისტიკა მსოფლიო მედიიდან:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ყოველი 10 ქალიდან 1-ს (ზოგიერთ ქვეყანაში ყოველ მეხუთესაც კი) მშობიარობის შემდეგ დეპრესია უვითარდება.

კვლევები აჩვენებს, რომ მამების დაახლოებით 10% განიცდის პოსტსამშობიარო დეპრესიას, განსაკუთრებით ბავშვის დაბადებიდან 3-დან 6 თვემდე პერიოდში.

სტატისტიკურად, თუ ქალს ერთხელ უკვე ჰქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია, მომდევნო ორსულობისას განმეორების შანსი 30%-დან 50%-მდე იზრდება.

შემთხვევათა 80%-ში, ფსიქოთერაპიისა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება მართვას.

პოსტსამშობიარო დეპრესიის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით საკმაოდ განსხვავებულია და მასზე დიდ გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკური ფაქტორები, ისე კულტურული თავისებურებები.

ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები

საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ხშირად ფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც ქალებს ნაკლები სოციალური და ფინანსური გარანტიები აქვთ:

ბრაზილია, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა: ამ ქვეყნებში მაჩვენებელი ხშირად 30-40%-ს აღწევს. ეს განპირობებულია მაღალი სოციალური სტრესით, ეკონომიკური არასტაბილურობით და სამედიცინო სერვისებზე შეზღუდული წვდომით.

depresia-1771831786.webp

პაკისტანი: აქაც საკმაოდ მაღალი ციფრებია, რაც ხშირად კულტურულ წნეხთან და ოჯახში ქალის როლთან არის დაკავშირებული.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები

დაბალი მაჩვენებლები ძირითადად ორ უკიდურესობაში გვხვდება: ან ძალიან მაღალი სოციალური დაცვის მქონე ქვეყნებში, ან იქ, სადაც ოჯახური ტრადიციები ძალიან ძლიერია:

სკანდინავიის ქვეყნები (შვედეთი, ნორვეგია, დანია): აქ მაჩვენებელი ყველაზე დაბალია - დაახლოებით 6-10%. მიზეზი სახელმწიფო მხარდაჭერა, ხანგრძლივი დეკრეტული შვებულება და მამების აქტიური ჩართულობაა (რაზეც ჩვენთან ინტერვიუში ბესო ჭიღვარიაც ამახვილებდა ყურადღებას).

სინგაპური და იაპონია: მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიური განვითარებისა, აქ მაჩვენებელი ხშირად დაბალია (დაახლოებით 10%), რასაც მკვლევრები მშობიარობის შემდგომ პერიოდში ოჯახის წევრების მხრიდან განსაკუთრებული მზრუნველობის ტრადიციებს მიაწერენ.