რა არის საკვები დანამატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ საკვები დანამატების შესახებ

რა არის საკვები დანამატები

საკვები დანამატები გულისხმობს ვიტამინებს, სამკურნალო მცენარეულ პროდუქტებს, მინერალებს, ფერმენტებს, ამინომჟავებს და ა.შ. ეს პროდუქტები გამოიყენება ისეთი ნივთიერებების მისაღებად, რომელთა დანაკლისსაც ორგანიზმი შეიძლება განიცდიდეს. საკვები დანამატების მიღება შესაძლებელია მრავალი განსხვავებული ფორმით, მაგალითად: ტაბლეტების, კაფსულების, ჟელეების, ფხვნილის ან სითხის სახით. უფრო იშვიათად ვხვდებით ჩაის, ენერგეტიკული სასმელების, კანფეტების, ნუტრიციული ფილების სახით.

ყველაზე გავრცელებული საკვები დანამატებია:

  • ვიტამინები: მულტივიტამინები ან ინდივიდუალური ვიტამინები, მაგალითად ვიტამინი D ან B12 (ბიოტინი).
  • მინერალები: კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია, ა.შ.
  • მცენარეული ნივთიერებები: კოფეინი, კურკუმა.
  • ამინომჟავები: ტრიფტოფანი და გლუტამინი.
  • პრობიოტიკები.

რამდენად ეფექტურია საკვები დანამატები

საკვები დანამატების მიღება შესაძლოა დაგვეხმაროს ისეთი საკვები ნივთიერებების დეფიციტის აღმოფხვრაში, რომლებსაც ვერ ვიღებთ საკვებიდან მისი შეზღუდული მრავალფეროვნების გამო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანამატებით შეიძლება ისეთი საკვები ნივთიერებების ჩანაცვლება, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღად კვებისთვის.

ზოგ საკვებ დანამატს შეუძლია ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. მათი მოქმედება და დადებითი ეფექტები სამეცნიერო კვლევებით იქნა დადასტურებული. ასეთ საკვებ დანამატებს წარმოადგენს:

  • კალციუმი — მინერალი, რომლის მიღება შესაძლებელია D ვიტამინთან ერთად ან მის გარეშე. აძლიერებს ძვლებს და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
  • ვიტამინი B12 — მიღების შედეგად უმჯობესდება ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული სიმპტომები, მცირდება B12-ის დეფიციტთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკი.
  • D ვიტამინი — მისი მიღება აუმჯობესებს ძვლების მდგომარეობას, ამარტივებს კალციუმის შეწოვას, აღმოფხვრის დეფიციტს, ზრდის ორგანიზმში D ვიტამინის დონეს და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს მოხუცებში. D ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია დეპრესიისა და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის (მოგვიანებით, შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტში გადაიზარდოს) განვითარების წინააღმდეგ.
  • ომეგა 3 ამცირებს გულის ფატალური დაავადებების, მოულოდნელი კარდიალური სიკვდილის განვითარების რისკს.

მიუხედავად ამისა, ყველა საკვები დანამატის ეფექტურობა მეცნიერულად არ დადასტურებულა, მაგალითად, გინგკო ბილობას არ შეუძლია დემენციის განვითარების რისკების შემცირება.

უსაფრთხოება და რისკები

მრავალი დანამატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომლებსაც შესაძლოა ორგანიზმზე ძლიერი ეფექტი ჰქონდეს. ახალი პროდუქტის მიღებისას, ყოველთვის საჭიროა ყურადღება და უარყოფითი რეაქციის გამოვლენის მოლოდინი.

საკვებ დანამატებს უარყოფითი გავლენა ექნებათ მათი განსაზღვრულზე მეტი დოზით, გადაჭარბებულად ან დანიშნული წამლების მაგივრად მიღებისას. უარყოფითი შედეგი შესაძლოა გამოვლინდეს რამდენიმე განსხვავებული საკვები დანამატის ერთდროულად მიღების დროსაც. ზოგი დანამატის არასწორად მოხმარებამ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი, ზოგმა კი შესაძლოა შეცვალოს ორგანიზმის რეაქცია ანესთეზიის მიმართ. ასევე, სარისკოა მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ერთდროულად მიღება, მათმა მოქმედებამ შესაძლოა ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს და იმაზე უფრო მეტად დააზიანოს, ვიდრე სარგებელი მოუტანოს.

საყურადღებოა ისიც, რომ მწარმოებლები ხშირად საკვებში ამატებენ ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა დანამატებს. შესაბამისად, შესაძლოა იმაზე მეტი რაოდენობით ვიღებდეთ კონკრეტულ ნივთიერებებს, ვიდრე გვგონია, მეტი კი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს. პირველ რიგში, მეტი საკვები დანამატის მიღება ფუჭი ხარჯია და გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ გადამეტებულ მიღებას შესაძლოა ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. მაგალითად, A ვიტამინის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, დააზიანოს ღვიძლი და შეამციროს ძვლის სიმაგრე. ზედმეტი რკინა იწვევს ღებინებას და შეუძლია ღვიძლისა და სხვა ორგანოების დაზიანება.

ვის სჭირდება საკვები დანამატების მიღება

ადამიანების გარკვეული ჯგუფებისთვის რეკომენდებულია საკვები დანამატების მიღება. ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ფეხმძიმე ქალები, 10 წლამდე ბავშვები, ასაკოვანები, ადამიანები, რომლებსაც გარკვეული საკვების მიმართ აქვთ აუტანლობა, ალერგია, ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ კონკრეტული საკვების ან საკვების ჯგუფების მოხმარება.

  • ორსულებირეკომენდებულია ისეთი პრენატალური ვიტამინების მიღება, რომლებიც შეიცავენ ფოლიუმის მჟავას. პროფესიონალების უმეტესობა ემხრობა კალციუმისა და D ვიტამინის მოხმარებას, ვინაიდან კალციუმი საჭიროა ძვლების სიმაგრისთვის, D ვიტამინი კი ხელს უწყობს ამ მინერალის ათვისებას.
  • 10 წლამდე ბავშვები — რაქიტის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია D ვიტამინის მიღება. სხვა საკვები დანამატების საჭიროება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის კვებაზე.
  • ასაკოვანი ადამიანები — ადამიანის ორგანიზმს შეუძლია D ვიტამინის სინთეზი, თუმცა ასაკთან ერთად, ეს პროცესი ნაკლებად ეფექტურად მიმდინარეობს. ამიტომ, 75 წლის და ზევით ინდივიდებისთვის რეკომენდებულია D ვიტამინის მიღება, ვინაიდან ეს ნივთიერება მრავალ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს.

ასევე, ასაკის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმში კალციუმის იონების საჭირო რაოდენობა განსხვავებულია. ჩვეულებრივ, კალციუმით მდიდარი საკვების მიღებისას, როგორებიცაა რძე, ყველი, იოგურტი, ისპანახი, ადამიანი ივსებს ამ მინერალის საჭირო მარაგს. მნიშვნელოვანია 65 წლის ზემოთ ადამიანებისთვის კალციუმის მიღება. განსაკუთრებით საყურადღებოა კალციუმის დონე პოსტ-მენოპაუზურ ქალებში, რადგან ეს ჯგუფი მიდრეკილია ოსტეოპოროზის განვითარებისკენ. ოსტეოპოროზისა და მის შედეგად გამოწვეული მოტეხილობების რისკის შესამცირებლად, უმჯობესია კალციუმის მიღება.

  • კონკრეტული საკვების აუტანლობის მქონე/ალერგიული ადამიანები — ამ ჯგუფში თავმოყრილი ადამიანებისთვის საჭირო საკვები დანამატები განსხვავებულია, რაც ძირითადად განპირობებულია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მათი ინდივიდუალურად განსაზღვრა შესაძლებელია პროფესიონალებთან (ექიმთან, დიეტოლოგთან) კონსულტაციის შემდეგ.

სასურველი საკვები დანამატი აუცილებლად უნდა შეირჩეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და მათი უსაფრთხო მოხმარებისთვის აუცილებელია პროფესიონალისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

ავტორი: მარიამ ღვინეფაძე