როგორ დავიცვათ სახლი გრიპის ვირუსისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 გზა, რომლითაც თქვენს სახლს გრიპის ვირუსისგან დაიცავთ

მალევე კი, გრიპის სიმპტომები ოჯახის სხვა წევრებსაც აღენიშნებათ. ამის მიზეზი ისაა, რომ გრიპის მიკრობები ვრცელდება მაშინაც კი, როცა სიმპტომები ჯერ არ გამოჩენილა. სხვებისთვის ინფექციის გადადება შესაძლებელია დაავადების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში. თუმცა თუ სახლში რამდენიმე წესს დაიცავთ, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის დაცვას და გრიპის გავრცელების თავიდან აცილებას უფრო მარტივად შეძლებთ.

1. ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი აიფარეთ

გრიპი ვირუსით გამოწვეული ზემო სასუნთქი გზების ინფექციაა. გრიპის ვირუსი ადვილად ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით ხველის ან ცემინების დროს. ამიტომ, როცა ახველებთ ან აცემინებთ, გამოიყენეთ ხელსახოცი, რათა დაიფაროთ პირი და ცხვირი. ხელსახოცი მაშინვე გადააგდეთ და ხელები დაუყოვნებლივ დაიბანეთ. თუ ხელსახოცი არ გაქვთ, შეეცადეთ, რომ ხველისა თუ ცემინებისას სახეზე მოხრილი იდაყვი აიფაროთ.

2. მოერიდეთ თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას

გრიპის მიკრობები მყარ ზედაპირებზე 2-დან 8 საათამდე ცოცხლობენ, სწორედ ამიტომ არის ასე მარტივი, რომ გრიპის ვირუსი თქვენს ორგანიზმში მოხვდეს. მაგალითად, ინფექცია შეიძლება დაგემართოთ, თუ შეეხებით მიკრობიან კარის სახელურს ან ნათურის ჩამრთველს, შემდეგ კი თვალებს მოიფშვნეტთ, ან სახეს შეეხებით. ხშირად რთულია, თავი შეიკავოთ სახეზე ხელის მიდებისგან — განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამიტომ, ხშირად შეახსენეთ ეს წესი ბავშვებსაც და საკუთარ თავსაც.

3. ხშირად დაიბანეთ ხელები

ხელების დაბანა ყოველთვის ეფექტური არ არის. ეს პროცესი ნამდვილად შედეგიანი რომ იყოს, ამ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ:

  1. გადაივლეთ თბილი წყალი ხელებზე;
  2. წაისვით საპონი;
  3. კარგად გაუსვით ხელებით ერთმანეთს მინიმუმ 20 წამი;
  4. ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ.

შეგიძლიათ შეიძინოთ ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება ისეთი სიტუაციებისთვის, როცა ნიჟარა არ არის ხელმისაწვდომი ან გარეთ ხართ. ასევე, დარწმუნდით, რომ სადეზინფექციო საშუალებაში ალკოჰოლის შემცველობა მინიმუმ 60%-ია. გახსოვდეთ, ასეთი საშუალებები ვერ ჩაანაცვლებს საპნითა და თბილი წყლით ხელის დაბანას, რადგან ყველა მიკრობის მიმართ ეფექტური არ არის, თუმცა რიგ შემთხვევებში, როცა წყალი ხელმისაწვდომი არ არის, მიკრობებისგან ნაწილობრივ მაინც დაგიცავთ.

4. შეზღუდეთ კონტაქტი დაინფიცირებულ ოჯახის წევრებთან

თუ თქვენი ოჯახის წევრი დაავადდება, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღეთ შემდეგი ზომები:

  • დაავადებული უნდა დარჩეს სახლში;
  • რამდენადაც შეგიძლიათ, შეზღუდეთ მჭიდრო კონტაქტი ავადმყოფ ადამიანსა და ოჯახის სხვა წევრებს შორის ავადმყოფობის პერიოდში. ზოგადად, ეს პერიოდი სიმპტომების გამოვლენიდან ერთ კვირამდე გრძელდება;
  • უმჯობესია, დაავადებულმა ცალკე ოთახში დაიძინოს;
  • არ უნდა გამოიყენოთ ავადმყოფთან საზიარო პირსახოცი და ჭურჭელი.

5. ხშირად გაასუფთავეთ სახლი

გრიპის მიკრობები და ვირუსები ხშირად იმ ნივთებზე "იმალებიან", რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ. ესენია:

  • სამზარეულოს ღრუბელი;
  • ჭურჭლის სარეცხი ტილო;
  • საჭრელი დაფა;
  • მაგიდა;
  • იატაკი;
  • ნიჟარა;
  • ტუალეტი.

ასე რომ, რეგულარულად გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ამ ადგილებს. თუ თქვენს ოჯახში ვინმე გრიპით არის დაავადებული, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მათ მიერ გამოყენებული ნივთების გარეცხვისას. ავადმყოფის სარეცხის განცალკევებით გარეცხვა აუცილებელი არაა, მაგრამ ეცადეთ, რომ ტანსაცმელი შეგროვებისას დიდი ხნის განმავლობაში ხელში არ დაიჭიროთ, შემდეგ კი ხელები აუცილებლად კარგად დაიბანეთ.