10 არაჯანსაღი პროდუქტი, რომელთა გამორიცხვაც სიცოცხლეს 10 წლით გაგიხანგრძლივებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 მავნე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, რომელზეც უარის თქმა სიცოცხლეს 10 წლით გაგიხანგრძლივებთ

ჩვენს ყოველდღიურ მენიუში არაჯანსაღი პროდუქტებიდან რამდენიმე მაინც გვხდება ხოლმე. ამიტომ, აუცილებელია კვების რაციონში ცვლილებების შეტანა დღესვე დაიწყოთ, რაც სიცოცხლეს საშუალოდ 10 წლით გაგიხანგრძლივებთ და დაავადებების რისკსაც შეგიმცირებთ. 10 მავნე ყოველდღიური პროდუქტების სია კი ასეთია:

1. გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელები ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია. მათი რეგულარული მიღება ორგანიზმში აუარესებს ყველაფერს — დაწყებული კანიდან, დამთავრებული სისხლში შაქრის დონითა და ჰორმონების მდგომარეობით, რაც განწყობაზეც კი დიდ გავლენას ახდენს. გაზიანი შაქრიანი სასმელების მიღებისას სისხლში შაქრის დონის კონტროლი რთულდება. რეკლამები ხშირად გვარწმუნებენ, რომ ეს სასმელები სასარგებლოა ან შეიცავს ვიტამინებს, სინამდვილეში კი ისინი სავსეა მხოლოდ შაქრით და უმეტესად საღებავებით.

2. თეთრი პური

იმის მიუხედავად, რომ მარცვლეული სასარგებლოა, იმავეს ვერ ვიტყვით რაფინირებული ფქვილისგან დამზადებულ თეთრ პურზე, რომელსაც აკლია სასარგებლო ბოჭკოები, მინერალები და ვიტამინები. ყველაზე ჯანსაღი პური, რომლის შეძენაც შეგიძლიათ, მთლიანი მარცვლეულის პურია. უმჯობესია მოერიდოთ პურს, რომელიც შეიცავს რაფინირებულ ნახშირწყლებს ან დამატკბობლებს, როგორებიცაა შაქარი, ფრუქტოზის სიმინდის სიროფი, დექსტროზა ან მელაზა. არაჯანსაღი ინგრედიენტებისგან დამზადებული პურის მიღმა იმალება წონის მატების, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებისა თუ შინაგანი ორგანოების პრობლემების რისკი.

3. მცენარეული ზეთი

მცენარეული ზეთი ჩვენი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ თითქმის არც ვფიქრობთ, რას ვამატებთ საჭმელში. მცენარეული ზეთების ნაწილი შეიცავს საშიშ ტრანსცხიმებს, რომლებიც შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის, კიბოსა და ალცჰაიმერის გამომწვევი ფაქტორი. ეტიკეტზე აუცილებლად შეამოწმეთ შენახვის ვადა: რაფინირებული ზეთი 1 წელიწადს ან ცოტა მეტხანს ინახება (გამონაკლისია რაფინირებული ზეითუნის ზეთი — მისი შენახვის ვადა 2 წელია). თუ ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა ამაზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტს სპეციალური ქიმიური ნივთიერებები — ანტიოქსიდანტები აქვს დამატებული. ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა, ამიტომ შეძლებისდაგვარად ერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომლის შენახვის ვადა 2 წელზე მეტია.

4. დრესინგები (მაღაზიაში ნაყიდი სოუსები)

ბოთლში ჩამოსხმული სალათის სოუსები შეიცავს შაქარს, მარილს, ტრანსცხიმებს, კონსერვანტებს და საღებავებს. ხშირად ერთი სუფრის კოვზი დრესინგი შეიცავს დღიური მარილის ნორმის 30%-ს, რაც აღიზიანებს ღვიძლს, არღვევს მეტაბოლიზმს და ზრდის წონის მატების რისკს. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი, ვაშლის ძმარი ან არარაფინირებული ზეითუნის ზეთი.

5. მარგარინი

მარგარინის მთავარი მინუსი მასში შემავალი ტრანსცხიმებია. ეს ის ცხიმებია, რომლებიც ჰიდროგენიზაციით (თხევადი მცენარეული ცხიმების მყარ ცხიმებად გარდაქმნის პროცესით) მიიღება, მარგარინის გემოს აუმჯობესებს და მისი შენახვის ვადას ზრდის. გარდა ამისა, მარგარინი შეიცავს წყალს, შრატს, ემულგატორებს, რომლებიც სითხესა და ცხიმებს აკავშირებს, მარილს, საღებავებსა და არომატიზატორებს. რადგან მარგარინის წარმოებისას ხდება ჰიდროგენიზაციის პროცესი, ამ დროს ქიმიური სტრუქტურა იცვლება. მაგალითად, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა ე.წ. ტრანსიზომერად — პოლიუჯერ მჟავად — იქცევა, რაც ბევრად უფრო საშიშია ორგანიზმისათვის, ვიდრე ბუნებრივი ნაჯერი ცხიმები. ტრანსიზომერების ზემოქმედებით იზრდება ქოლესტერინის დონე და როგორც გამოკვლევები ადასტურებს, იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

6. ჩიფსები

ჩიფსები სხვა არაფერია, თუ არა ნახშირწყლებისა და ცხიმების ნაზავი, რომელსაც უხვად აქვს დამატებული მარილი, საღებავი და არომატიზატორები. განსაკუთრებით მავნეა ჩიფსები, რომლებიც არა კარტოფილისგან, არამედ მისი ფქვილისგან არის დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი სასარგებლო პროდუქტია, ჩიფსების მომზადებისას, ტექნოლოგიური პროცესის განმავლობაში, ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას და სანაცვლოდ მავნეს იძენს. ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველობის გამო ჩიფსები მეტისმეტად კალორიულია – 100 გრამი საშუალოდ 510 კილოკალორიას შეიცავს. ამასთან, ჩიფსები ძალიან მარილიანია, ჭარბი მარილი კი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოშლას და შესაძლოა, შეშუპებისა თუ გულის მუშაობის დარღვევის მიზეზადაც იქცეს.

7. წვენი

მიუხედავად იმისა, რომ ხილის წვენებს ეტიკეტზე ხშირად აწერია "ნატურალური", უმეტესობა დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. გარდა შაქრისა, ასეთი წვენების შემადგენლობაში ხშირად ვხვდებით საღებავებსა და კონსერვანტებს. პასტერიზაციის პროცესში კი ხილი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს. ალტერნატივად შეგიძლიათ ხილის წვენი სახლში თავად მოამზადოთ. მაგალითად, ერთი ჭიქა ვაშლის წვენი შეიცავს დღიურ ნორმაზე მეტ ქლოროგენის მჟავებს, რომელიც ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას და სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას.

8. ფასტფუდი

ფასტფუდი შეიცავს ტრანსცხიმებს, სწრაფ ნახშირწყლებს, დიდი რაოდენობით მარილსა და ხელოვნურ დანამატებს. ასევე, ფასტფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. ასეთი საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასტფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას და იწვევს ანთებით პროცესებს, ხელს უწყობს ქოლესტერინის დაგროვებას და ართულებს ღვიძლის მუშაობას. ხოლო ფასფუტის ყოველდღიური ჭამა პირდაპირ უკავშირდება გულის დაავადებებს, სიმსუქნესა და დიაბეტს.

9. სიმინდის ბურბუშელა

ეს პროდუქტი მზადდება არა სიმინდის ფქვილისგან, არამედ გაწმენდილი სიმინდის მარცვლისგან. მას ხარშავენ, ამატებენ მარილიან და შაქრიან ხსნარს, მცენარეულ ცხიმს, საგემოვნო დანამატებს, არომატიზატორებს და სტაბილიზატორებს. სითბური და მექანიკური დამუშავების შედეგად სიმინდის მარცვლის სახამებელი გაცილებით ადვილად ასათვისებელი ხდება, შესაბამისად, იმატებს პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებაც. დამუშავებისას სიმინდის მარცვალი კარგავს ყველა ვიტამინს. უჯრედისი ისე იშლება, რომ ვეღარ ახერხებს ნაწლავების სტიმულაციას. თუ სწრაფი ნახშირწყლები მალევე არ დაიხარჯა, ცხიმად გარდაიქმნება და დიდი ხნით დარჩება ორგანიზმში. სიმინდის ბურბუშელას განსაკუთრებით უნდა მოერიდოს ბავშვები, ხანდაზმულები და ორსულები. თუ ადამიანი დაავადებულია დიაბეტით, ნაწლავის დისფუნქციით, მიდრეკილია ალერგიის ან სიმსუქნისაკენ, სიმინდის ბურბუშელას ასევე უნდა მოერიდოს.

10. ხელოვნური დამატკბობლები

ხელოვნური დამატკბობლები, როგორებიცაა ასპარტამი, ნეოტამი და სხვა, შეიძლება ნაკლებ კალორიას შეიცავდეს, მაგრამ ისინი კვლავ ზრდიან დიაბეტის, მაღალი წნევის, გულის დაავადებების და მეტაბოლური სინდრომის რისკს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად გამოყენებული ხელოვნური დამატკბობელი — ერითრიტოლი დაკავშირებულია გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკთან. ერითრიტოლი გამოიყენება როგორც შაქრის შემცვლელი ბევრ დამუშავებულ საკვებში (იმის გამო, რომ მისი არომატი ძალიან ჰგავს შაქარს), იგი ასევე გამოიყენება სხვა ხელოვნურ დამატკბობლებთან ერთად, რადგან იძლევა უფრო ბუნებრივ არომატს. კვლევამ კი აჩვენა, რომ ვისაც სისხლში ერითრიტოლის მაღალი დონე ჰქონდა, გულ-სისხლძარღვთა სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ იყვნენ.

სიცოცხლის გახანგრძლივება არ იწყება ექიმთან ვიზიტით — ის იწყება იმით, რაც თქვენს თეფშზეა. თუ ამ პროდუქტებზე თანდათანობით უარს იტყვით და მათ ბუნებრივი, ნაკლებად დამუშავებული საკვებით ჩაანაცვლებთ, თქვენი სხეული ცვლილებას რამდენიმე კვირაში იგრძნობს. რაც მთავარია, ყოველი ჯანსაღი არჩევანი თქვენს ცხოვრებას თითო დღით, თვით ან წლით ახანგრძლივებს.