საკვები და აბები: რასთან რისი მიღებაა დასაშვები ან აკრძალული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები და აბები: რასთან რისი მიღებაა დასაშვები ან აკრძალული

ეს რეკომენდაციები წამლის მაქსიმალური ეფექტურობისა და მინიმალური გვერდითი ეფექტებისკენაა მიმართული. თუმცა ცოტა თუ აქცევს ყურადღებას სამკურნალო საშუალებებს, საკვებ პროდუქტებსა და სასმელს შორის ურთიერთქმედებას. ეს გავლენა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

აშშ-ის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ხელოვნური შაქრის შემცვლელის შემთხვევაში ორგანიზმი სხვანაირად ითვისებს გარკვეულ წამლებს, მათ შორის – ანტიბიოტიკებს, ანტიდეპრესანტებს და ანტივირუსულ პრეპარატებს, რის შედეგადაც ღვიძლში გროვდება ტოქსინები. ეს ერთადერთი მაგალითი არაა იმისა, თუ როგორ მოქმედებს საკვები ინგრედიენტები. ისინი წამლებს აქცევს მეტად თუ ნაკლებად ტოქსიკურად, აძლიერებს ან ასუსტებს მათ ეფექტს.

1. ციტრუსების წვენები, განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენი მოქმედებს 85 სხვადასხვა პრეპარატზე, მათ შორის – მიდაზოლებზე (ბენზოდიაზეპინი, რომელსაც ხშირად იყენებენ სამედიცინო პროცედურების ჩატარების წინ სედაციურ საშუალებად), სერტრალინი (ანტიდეპრესანტი), სტატინები (სიმვასტატინი და ატორვასტატინი), სილდენაფილი (ვიაგრა), კალციუმის არხების ბლოკერები (არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები).

როგორ მოქმედებს: ბევრი წამალი მეტაბოლიზდება ნაწლავსა და ღვიძლში ფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით, რომელიც ნორმის დროს ამცირებს სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი მოქმედი ნივთიერების მოცულობას. ციტრუსის წვენები შეიცავს ფურანოკუმარინებს – ნაერთებს, რომლებიც ურთიერთქმედებენ CYP3A4-თან და არღვევენ მის მუშაობას. შედეგად სისხლში იწოვება გათვალისწინებულზე მეტი მოქმედი ნივთიერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის საშიში მატება. ამას გარდა, მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ფერმენტ CYP3A4-ის ბლოკირების გამო ღვიძლს ჩვეულებრივზე მეტხანს ვერ გამოჰყავს წამალი ორგანიზმიდან, რაც კიდევ მეტად აძლიერებს მის ტოქსიკურობას. შედეგად ვითარდება ისეთი ნეგატიური გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა კუნთების დაზიანება სტატინების მიღებისას, პრიაპრიზმი სილდენაფილის მიღებისას, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე და უძილობა სერტრალინის მიღებისას, ზედმეტი სედაცია მიდაზოლამის მიღებისას, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა, სისუსტე კალციუმის არხების ბლოკატორების მიღებისას.

როგორ მოვიქცეთ: უსაფრთხოა, თუ საერთოდ არ მივიღებთ ციტრუსის, განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენს და არ შევჭამთ ციტრუსს წამლის მიღებამდე ორი საათით ადრე და მიღების შემდეგ 4 საათი.

2. რძის პროდუქტები და მინერალებით გამდიდრებული ფანტელი.

მოქმედებს ანტიბიოტიკების მიღებისას.

როგორ მოქმედებს: რძემ და რძის პროდუქტებმა, როგორებიცაა: იოგურტი, მაწონი, ყველი, შეიძლება დააქვეითოს გავრცელებული ანტიბიოტიკების, კერძოდ, ტეტრაციკლინების (დოქსიციკლინი) და ფტორქინოლონების (ციპროფლოქსაცილინი) შეწოვა, რაც გამოიწვევს თერაპიული ეფექტის შემცირებას.

მეცნიერების ვარაუდით, ანტიბიოტიკები უკავშირდება კალციუმს, რომლითაც მდიდარია რძის პროდუქტები, რის შედაგადაც წარმოიქმნება სუბსტანცია, რომელსაც ორგანიზმი ცუდად ითვისებს. ანალოგიურად, ანტიბიოტიკების შეწოვას აქვეითებს ფანტელებში არსებული რკინა, თუთია, მაგნიუმი. აღნიშნულ საკვებს ძირითადად ვღებულობთ საუზმეზე, რძესთან ერთად.

როგორ მოვიქცეთ: არ მივიღოთ რძის პროდუქტები ანტიბიოტიკების მიღებამდე, სულ მცირე, 2 საათით ადრე.

3. ძეხვი, ლუდი, ფერმენტირებული პროდუქტები.

მოქმედებს მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორის კლასის ანტიდეპრესანტებზე.

როგორ მოქმედებს: ამ წამლების მოქმედება ეფუძნება ფერმენტ მონოამინოქსიდაზას აქტივობის დათრგუნვას. თუმცა ეს ფერმენტი აკონტროლებს ამინომჟავა თირამინის დონესაც. თირამინი არის ფერმენტირებულ პროდუქტებში: ლუდში, ღვინოში, ასევე ძეხვში, შებოლილ და ხორცის დამუშავებულ სხვა პროდუქტებში. სისხლში თირამინის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი.

როგორ მოვიქცეთ: პაციენტებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ამ პროდუქტების მოხმარება, რათა შემცირდეს ორგანიზმში თირამინის დაგროვების რისკი.

4. უჯრედისის შემცველი პროდუქტები.

მოქმედებს ლევოთიროქსინზე. ეს პრეპარატი ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობისას. თუმცა უჯრედისის შემცველი ბევრი საკვები – ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები – ბაქვეითებს ლევოთიროქსინის აქტივობას. ითვლება, რომ უჯრედისი უკავშირდება ნაწლავში პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას და არ აძლევს მას სისხლში შეწოვის საშუალებას. ლევოთიროქსინის ეფექტურობას ამცირებს ყავა და კალციუმისა და რკინის შემცველი პროდუქტებიც.

როგორ მოვიქცეთ: ლევოთიროქსინი უნდა მივიღოთ უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

5. ბანანი

მოქმედებს გულის უკმარისობისა და წნევის დამწევ სამკურნალო საშუალებებზე, როგორებიცაა: აგფინჰიბიტორები (ლიზინოპრილი და რამიპრილი) და ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკერები (მაგ.: ლოზარტრანი და კანდესარტანი).

როგორ მოქმედებს: ეს წამლები ამცირებს ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფას. შედეგად ზოგიერთი, განსაკუთრებით ხანდაზმულებისა და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტების კალიუმის დონე იზრდება. თუ პაციენტი კალიუმით მდიდარ პროდუქტს (ბანანს) ჭარბად მიიღებს, შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: გულის რიტმის დარღვევა, სისუსტე.

როგორ მოვიქცეთ: ვისაც გამოწერილი აქვს რამიპრილი, ლოზარტრანი ან სხვა მსგავსი პრეპარატი, უნდა შეზღუდოს ბანანის მოხმარება.