მიტოქონდრიები ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის გასაღებია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიტოქონდრიები ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის გასაღებია

ისინი პრაქტიკულად მინიატურული ელექტროგენერატორებია, რომლებიც უჯრედების განვითარებისა და ცხოველმყოფელობისათვის საჭირო ენერგიას გამოიმუშავებს. მიტოქონდრიები წარმოქმნიან ასევე ამინმჟავებს, გარდაქმნიან შაქრებსა და ცხიმებს უჯრედთა გამრავლებისათვის აუცილებელ საფუძვლად.

სადღეისოდ სპეციალისტები აქტიურად შეისწავლიან ამ ორგანელების როლს ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკაში. მათი დახმარებით იქმნება ეფექტური ონკომარკერები შედეგის მაღალი სიზუსტით. ერთ მიკრომეტრამდე ზომის ეს ორგანელები მნიშვნელოვანი გასაღებია ადამიანის ჯანმრთელობისა და აქტივობისათვის.

როგორ რეაგირებს მიტოქონდრიები ადამიანის ჯანმრთელობაზე

ადამიანის ორგანიზმს ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის მუდმივად ესაჭიროება ენერგიის ნაკადი. ამ ენერგიის მარაგის 90%-ს სწორედ მიტოქონდრიები გამოიმუშავებენ, ამით ისინი, ფაქტობრივად, სასიცოხლო მნიშვნელობის პროცესებს უზრუნველყოფენ ორგანიზმში. მათი დონის დაცემის შემთხვევაში ირღვევა ქსოვილთა რეგენერაცია, უარესდება შინაგან ორგანოთა კვება (ტროფიკა).

ონკოლოგიის სფეროში ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ მიტოქონდრიების რიცხვს გარკვეული კავშირი აქვს ონკოლოგიურ დაავადებათა აღმოცენებასთან. ცნობილმა ექიმმა და მეცნიერმა ოტო ვარბურგმა საინტერესო კვლევებით აჩვენა, რომ სიმსივნური უჯრედები კვებისათვის იყენებენ გლუკოზას. აღნიშნული შაქრის დონე იმატებს მიტოქონდრიული ფუნქციის დაქვეითებისას – ფერხდება მეტაბოლიზმი, სისხლში იმატებს თავისუფალი რადიკალების დონე, ტოქსინებისა და დაშლის პროდუქტების რაოდენობა.

მიტოქონდრიების ფუნქციებია:

  • უჯრედის ენერგეტიკული ცენტრის, ატფ-ის მოლეკულების სინთეზი;
  • საკუთარი ცილების, ნუკლეინის მჟავების, ნახშირწყლებისა და ლიპიდების სინთეზი;
  • საკუთარი რიბოსომების წარმოქმნა.

მიტოქონდრიების მნიშვნელობაზე შემდეგი ფაქტები მეტყველებს:

  • ერთ წამში ორგანიზმის ყველა მიტოქონდრია გაცილებით მეტ ენერგიას წარმოქმნის, ვიდრე მზე;
  • ყველა მიტოქონდრიის წონა ერთად აღწევს ადამიანის სხეულის მასის 10%-ს;
  • რაც უფრო მეტად აქტიურია უჯრედი, მით მეტი მიტოქონდრიაა მასში. ამ ორგანელების რაოდენობა მეტია კარდიომიოციტებში (გულის კუნთის უჯრედებში), თირკმლისა და საკვერცხეების უჯრედებში, ყველაზე ნაკლებ მიტოქონდრიებს შეიცავს კანის ზედაპირული შრის (ეპიდერმისის) უჯრედები.

სასარგებლო ენერგიის გამომუშავებისთვის მიტოქონდრიები იყენებენ ჟანგვითი ფოსფორილირების ქიმიურ პროცესს. ეს პროცესი გულისხმობს ჟანგბადის მოლეკულების მიერთებას ორგანულ ნივთიერებებთან, რომლებსაც უჯრედები საკვები პროდუქტებიდან იღებენ. შედეგად გლუკოზა გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც უზრუნველყოფს გულის კუნთის, ტვინის, ღვიძლისა და სისხლძარღვების ფუნქციობას.

საყურადღებოა, რომ ჟანგვითი პროცესის შედეგად გამომუშავდება მავნე ნაერთებიც (მაგალითად, ჟანგბადის აქტიური ფორმა), რომლებიც აზიანებენ უჯრედის მემბრანებს და არღვევენ მიტოქონდრიების დნმ-ს მოლეკულებს. ეს იწვევს ქსოვილთა თანდათანობით დაბერებას, ცხოველმყოფელობის პროცესთა შენელებას.

ექიმები და მეცნიერები შეისწავლიან მიტოქონდრიების ფუნქციობას დაბერების პროცესის შენელების გასარკვევად. ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ დაბერების პროცესის სიჩქარე ქსოვილებში დამოკიდებულია უჯრედის „ჯანმრთელობასა“ და აქტივობაზე, უნარზე, რამდენად სწრაფად ამუშავებს ის გლუკოზას. დაზიანების დონის დაქვეითება შესაძლებელია სპეციალური დიეტითა და სწორი კვებით.