წამლები, რომლებიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ პატარა ბავშვი გყავთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წამლები, რომლებიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ პატარა ბავშვი გყავთ

თუმცა, როცა ღამით ბავშვი მოულოდნელად ავად ხდება, ყველაზე ნაკლებად რისი გაკეთებაც გინდათ, ეს აფთიაქში წამლების საყიდლად წასვლაა. შეუძლოდ მყოფი ბავშვის დატოვება და აფთიაქში წასვლა არც დღის საათებშია მთლად სასიამოვნო. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახლში მუდმივად გქონდეთ იმ მედიკამენტების მარაგი, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება დაგჭირდეთ, თუ სახლში ბავშვი გყავთ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი შეიძლება აღმოჩნდეს ის მომენტი, როდესაც წამალი დაგჭირდებათ.

ამ უსიამოვნო მოულოდნელობისგან დაზღვეული რომ იყოთ, გთავაზობთ წამლების ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ საოჯახო აფთიაქში.

  • სიცხის დამწევი – სიცხის დამწევი ბევრი საშუალება არსებობს ბაზარზე. ჩვილებისთვის განკუთვნილი სიცხის დამწევები სიროფის სახითაა ხელმისაწვდომი. მათ სხვადასხვაგვარი არომატი აქვს და შეარჩიეთ იმ არომატით, რომელიც თქვენ პატარას ყველაზე მეტად მოსწონს. აუცილებლად თან იქონიეთ დოზირების ცხრილიც. პატარა ბავშვებში სწორი დოზირება უმნიშვნელოვანესია.
  • ცხვირის გამხსნელი წვეთები – პატარებს მარტივად ეჭედებათ ცხვირი. ჩვილებისთვის განკუთვნილი ცხვირის წვეთები ძლიერ სამკურნალო საშუალებებს არ შეიცავს და მისი ძირითადი აქტიური ნივთიერება ზღვის წყალია, ამიტომ ის თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებში. პარალელურად სასურველია, სახლში გქონდეთ ცხვირის ტუმბო /ასპირატორი.
  • ყურის წვეთები – პატარებს ხშირად აწუხებთ ყურის ტკივილი და ამიტომ უარს ამბობენ საკვების მიღებაზე. ყურის ტკივილმა შესაძლოა დამატებით გართულებები გამოიწვიოს ამიტომ ამ პრობლემის აღმოჩენისთანავე მყისიერად ჩააწვეთეთ პატარას ყურის წვეთები, რომელიც ტკივილს გაუყუჩებს და ანთებით პროცესს შეაჩერებს.
  • რეჰიდრატაციის საშუალება – ძლიერი ფაღარათის ან ღებინების დროს აუცილებელია, რომ რეჰიდრატაციის საშუალება ბავშვს დაუყოვნებლივ მისცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში შეიძლება დეჰიდრატაციის პროცესი წავიდეს, რაც საკმაოდ საშიშია. ამიტომ საოჯახო აფთიაქში ყოველთვის გქონდეთ რეჰიდტრატაციის საშუალება, რომელიც აფთიაქებში სხვადასხვა მისაღები ფორმითაა
  • გაზების საწინააღმდეგო საშუალება – ეს კიდევ ერთი აუცილებელი წამალია, რომელიც სახლში უნდა გქონდეთ. ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების კუჭ–ნაწლავის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, სხვადასხვაგვარად იტანს მრავალფეროვან საკვებს. ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ ბავშვი გაზებმა შეაწუხოს. ჩვილებისთვის გაზების საწინააღმდეგო საშუალება წვეთების სახითაა ხელმისაწვდომი, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კი – აბების სახით.

ეს არის იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც საოჯახო აფთიაქში აუცილებლად უნდა გქონდეთ. თითოეულ კატეგორიაში სხვადასხვა დასახელების, თუმცა მსგავსი მოქმედების წამალი არსებობს. იმის გასარკვევია, თუ კონკრეტულად რომელი მათგანი უნდა შეიძინოთ, სასურველია გამოიყენოთ ონლაინ პლატფორმა sando.com.ge. ეს არის ვებგვერდი, რომლის ძიების ველშიც წამლის დასახელების ჩაწერის შემდეგ, გამოჩნდება იმავე აქტიური ნივთიერებების შემადგენლობის მქონე გენერიული წამლების დასახელებები, მათი წარმოების ქვეყანა, შემადგენლობა და ფასი. საიტზე წარმოდგენილია მედიკამენტების ძირითადი ფარსები, კერძოდ, არ არის გათვალისწინებული ქსელში არსებული ფასდაკლებები და სააქციო ფასები. მოცემული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ თქვენთვის ოპტიმალურს შეარჩევთ და აფთიაქში შეიძენთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლში წამლები სათანადო პირობებში ინახებოდეს. ისინი უნდა მოათავსოთ გაუმჭვირვალე ყუთში და შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლის დაცვით.