წამლები, რომლებიც რესპირაციული ვირუსების სეზონზე სახლში აუცილებლად უნდა გქონდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წამლები, რომლებიც რესპირაციული ვირუსების სეზონზე სახლში აუცილებლად უნდა გქონდეს

თუ გასულ წელს დღის წესრიგში მხოლოდ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა და მისგან თავდაცვა იყო, ახლა „ტვინდემიის“ ცირკულაციას პროგნოზირებენ, რაც გრიპისა და კორონავირუსის პარალელურად გავრცელებას გულისხმობს.

როგორც კორონავირუსის, ისე გრიპისგან თავდაცვის ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა, თუმცა რეკომენდებული ჰიგიენური ნორმების დაცვა, დისტანცია და პირბადის გამოყენება მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

იმ შემთხვევაში, თუ სეზონური რინოვირუსი მაინც შეგვხვდათ ან გაცივდით, მასთან საბრძოლველად პატარა საოჯახო აფთიაქი დაგვჭირდებათ, რომლის შემადგენლობაშიც შემდეგი საშუალებები უნდა იყოს:

ტკივილგამაყუჩებელი

ტკივილგამაყუჩებელი საოჯახო აფთიაქში ნებისმიერ სეზონზე უნდა გვქონდეს, თუმცა ის განსაკუთრებით გვჭირდება გაციების დროს, როცა შეიძლება თავისა და სახსრების ტკივილმა და დისკომფორტმა შეგვაწუხოს.

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი სხვადასხვა დასახელებით და ფასით არის ხელმისაწვდომი, იქნება ეს „ნუროფენი“, „მიგ-400“, „კეტონალ-დუო“, „იბუპროფენი“, და სხვა. მთავარია, მისი მიღება დროულად შევძლოთ და მდგომარეობა არ გავირთულოთ.

სიცხის დამწევი

გაციებასა და სეზონურ ვირუსებს ხშირად სიცხეც ახასიათებს, ამიტომ სიცხის დამწევი მედიკამენტი თუ მარაგში გვექნება მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ზომებს სწრაფად მივიღებთ. აღსანიშნავია, რომ სიცხის დამწევის მიღება რეკომენდებულია 38 გრადუსი ტემპერატურიდან ზემოთ.

ვირუსის ან გაციების დროს სასურველია ორგანიზმს დიდი რაოდენობით სითხე მივაწოდოთ, რათა დეჰიდრატაცია და გართულებები თავიდან ავიცილოთ.

264942671-900878844134274-3135139587420473125-n-1639049465.jpg

ცხვირის გამხსნელი სპრეი ან წვეთები

გაჭედილი ცხვირით ძილი, მუშაობა, კვების პროცესი, ყველაფერი დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, მაგრამ გამხსნელი სპრეი ან წვეთები ამ დროს უკონკურენტოა. მთავარია, მათი დოზირებულად მოხმარება ვიცოდეთ და პროდუქტზე დამოკიდებული არ გავხდეთ, რაც შემდეგ დამატებითი პრობლემების გამომწვევი შეიძლება იყოს.

ყელის სპრეი ან საწუწნი აბები

ყელის ტკივილის პირველივე ნიშნებისთანავე რეკომენდებულია ყელის სპრეის ან საწუწნი აბების მოხმარება დავიწყოთ, რათა მოგვეხსნას დისკომფორტი და ანთებითი პროცესი შევაჩეროთ. დროულად მიღებული ზომები სწრაფი გამოჯანმრთელების საწინდარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მედიკამენტის მოსამარაგებლად ზუსტი ბიუჯეტის შედგენა აფთიაქში მისვლამდეც შეგვიძლია. ვებგვერდი Sando.com.ge საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის

ყველაზე სასურველი ფასის გენერიკი აღმოვაჩინოთ და მცირე სააფთიაქო თარო ყველაზე ბიუჯეტურად შევადგინოთ. ვებგვერდზე შევიყვანთ სასურველი მოქმედების მედიკამენტის დასახელებას და სისტემა ავტომატურად შემოგვთავაზებს სხვადასხვა დასახელებისა და საფასო კატეგორიის გენერიკებს, რომელთაც ერთი მოქმედება აქვთ. ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური პრეპარატების შერჩევისა და შეძენის შემდეგ კი აფთიაქში პირდაპირ შედგენილი სიით მივალთ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ საიტზე წარმოდგენილია მედიკამენტების ძირითადი ფასი, კერძოდ არ არის გათვალისწინებული ქსელში არსებული ფასდაკლებები და სააქციო ფასები.