4 რჩევა, როგორ შეარჩიოთ წამალი ბიუჯეტურად და გონივრულად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

4 რჩევა, როგორ შეარჩიოთ წამალი ბიუჯეტურად და გონივრულად

საქართველოში ურეცეპტოდ გასაცემი III ჯგუფის მედიკამენტების ნუსხა 3 000-ზე მეტ მედიკამენტს მოიცავს, მათ შორის კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს, ვიტამინებს და მინერალებს, საინექციო ხსნარებს, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ საშუალებებს და სხვა.

ამ ჯგუფის წამლებს ადამიანები ხშირად არათუ ექიმის მიერ გაცემული რეცეპტის, არამედ დანიშნულების გარეშეც ყიდულობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ნაცნობების და ახლობლების რჩევები კი არ გაითვალისწინონ, არამედ რეალურად მოიძიონ ინფორმაცია იმ კონკრეტული მედიკამენტის შესახებ, რომლის ყიდვასაც აპირებენ.

ჩვენს სტატიაში გაეცნობით რჩევებს, როგორ უნდა აარჩიოთ ურეცეპტოდ გასაცემი წამლები გონივრულად და ბიუჯეტურად.

გაარკვიეთ, ვინ არის წამლის მწარმოებელი

საქართველოში სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული წამალი იყიდება. ევროკავშირის ქვეყნებში წამლის წარმოება უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამიტომ ოჯახის ექიმთან ან კვალიფიციურ მცოდნესთან ერთად გაარკვიეთ, რომელ ქვეყანაში, რომელი ფარმაცევტული ბრენდის ნაწარმია ესა თუ ის კონკრეტული დასახელების წამალი. შეიძინეთ ის, რომელიც წარმოების უფრო მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყანაშია შექმნილი.

გაარკვიეთ წამლის გენერიული დასახელება.

ნებისმიერ წამალს გააჩნია ორი დასახელება. პირველი - გენერიული დასახელება, ანუ აქტიური ნივთიერებს დასახელება და მეორე - სავაჭრო დასახელება. ბრენდი, ანუ ორიგინალი პრეპარატი მისი შემადგენლობით, მოქმედებით, უკუჩვენებით რამდენიმე წლის განმავლობაში იცდება და მხოლოდ შემდეგ ჩნდება ბაზარზე. პირველი 15 წლის განმავლობაში ამ მედიკამენტის წარმოების უფლება მხოლოდ შემქმნელს აქვს. პატენტის ვადის გასვლის შემდეგ კი სხვა მწარმოებელი კომპანიები იწყებენ იმავე აქტიური ნივთიერებების, ანუ გენერიული დასახელების ფორმულის გამოყენებით, იმავე მოქმედების მედიკამენტების შექმნას და ბაზარზე შედარებით ხელმისაწვდომი და ისეთივე ეფექტურობის წამალი ჩნდება, როგორიც მისი წინამორბედი იყო. სწორედ ეს არის გენერიკი. ისინი არ გადიან ისეთ უმკაცრეს ტესტირებას და კონტროლს, რასაც ორიგინალი პრეპარატი. მის შესაქმნელად არც კვლევებში იხარჯება თანხა და სწორედ ამიტომ მას დაბალი ღირებულება აქვს, მოქმედება კი ანალოგიური.

გენერიკის მოსაძიებლად გამოიყენეთ სანდო პლატფორმა

გენერიკების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ჰკითხოთ აფთიაქში ფარმაცევტებს. თუმცა ადგილზე რამდენიმე მედიკამენტის დასახელების, წარმოშობის ქვეყნის, ფასის გაანალიზება, შედარება და მათ შორის ოპტიმალურის შერჩევა, ცოტა დამაბნეველია. ამიტომ უმჯობესია აფთიაქში მისვლამდე წინასწარ იცოდეთ, რომელი გენერიკის შეძენა გსურთ. ეს კი შეგიძლიათ გააკეთოთ ვებგვერდის Sando.com.ge-ის დახმარებით. ვებგვერდზე შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი წამლის დასახელება და იმავე შემადგენლობისა და მოქმედების მქონე გენერიკებს დაათვალიერებთ. თითოეულ წამალს მითითებული აქვს წარმოშობის ქვეყანა, შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები და ფასი. საიტზე წარმოდგენილია მედიკამენტების ძირითადი ფასები, კერძოდ, არ არის გათვალისწინებული ქსელში არსებული ფასდაკლებები და სააქციო ფასები. მოცემული ინფორმაციით თქვენთვის სასურველს შეარჩევთ და აფთიაქში შეიძენთ.

გეგმურად შეიძინეთ მედიკამენტები, რომლებიც ხშირად გჭირდებათ

სახლში ყოველთვის უნდა გქონდეთ გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები, რომელთა შეძენაც გეგმიურად ფასდაკლების დღეებში შეგიძლიათ. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომელშიც პატარა ბავშვები და მოხუცები არიან. ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სხვა ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები შეიძინეთ წინასწარ, თქვენი შერჩეული აფთიაქის ფასდაკლების დღეებში. ამ ჯგუფის წამლები შეიძლება მოულოდნელად დაგჭირდეთ და თქვენთან ახლოს არ იყოს ის აფთიაქი, რომელშიც მათ შეძენას ყველაზე დაბალ ფასად შეძლებთ.