სამედიცინო ტესტი

სახალისო სამედიცინო ტესტი - ფეხის თითები და პიროვნების ხასიათი

სახალისო სამედიცინო ტესტი - ფეხის თითები და პიროვნების ხასიათი
ხელებს მდგომარეობის მიხედვით ადამიანზე მსჯელობა რომ შეიძლება, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მაგრამ თურმე ტერფების მიხედვითაც შეიძლება ადამიანზე წარმოდგენა შეგვექმნას.


დააკვირდით ტერფებს კარგად - ისინი პიროვნებაზე გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდიან.
ეს ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რას ამბობენ ფეხები, უფრო სწორად - ფეხის თითები თქვენს პიროვნებაზე. სხვათა შორის, ვინც კი გააკეთა, ყველა გაკვირვებული დარჩა, იმდენად სწორი პასუხი მიიღო. 100%-იანი დამთხვევაა! შენ შემთხვევაში?

დაწერე კომენტარი, ერთად გავაანალიზოთ ამ ტესტის სისწორე.



რომაული ტერფი

mkurnali.ge

რომაულია ტერფი, თუ დიდი და მეორე თითი ტოლი სიგრძისაა. ასეთი ფეხის თითების მქონე
ადამიანები გამორჩეულად სოციალური და კომუნიკაბელურები არიან. მათ არ უყვართ დიდი ხნით ჯდომა. სამაგიეროდ გატაცებული არიან მოგზაურობით და ახალ-ახალი კულტურების გაცნობით. არიან ექსცენტრულები და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ახასიათებთ ქარიზმატულობა და მათგან ხშირად კარგი ორატორები და ბიზნესმენები გამოდიან. რომაული
ტერფის მქონე ადამიანებმა იციან მგზნებარე სიყვარული.










ფერმერის ტერფი

mkurnali.ge

ფერმერის ტერფის შემთხვევაში ყველა თითი პრაქტიკულად ერთნაირი სიგრძისაა და ვიზუალურად კვადრატს ჰგავს.
ტოლი ფეხის თითების მქონე ადამიანები თავშეკავებულობით გამოირჩევიან, ისინი ძალიან საიმედო და კეთილსინდისიერი ადამინები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია წესრიგი და სისუფთავე. ფერმერის თითების მქონე ადამიანები ხშირად რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ,  გამოირჩევიან სიმშვიდით, მათი მოქმედება წინასწარაა გათვლილი და, აქედან გამომდინარე, საიმედო და პრაქტიკული ადამიანები არიან. ფერმერის ტერფიანი ადამიანები ძალიან იშვიათად აძლევენ თავს ემოციების მიხედვით მოქმედების უფლებას.










ბერძნული ტერფი

mkurnali.ge

ბერძნულ ტერფის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მეორე თითი სხვებთან შედარებით გრძელია და მკვეთრადაა წინ გამოწეული. ასეთი ტერფის მქონე ადამიანები არიან ენთუზიასტები, მიზანდასახულები და კრეატიულები. შეუძლიათ სხვების მოტივირებაც. ბერძნული ტერფის მქონენი ოპტიმისტები და იმპულსურები არიან. თუმცა ეს ხალხი სტრესის მიმართ რეზისტენტულებით არ გამოირჩევიან და შეიძლება გაუჭირდეთ ისეთი ყოველდღიური წვრილმანის გადაწყვეტაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ფეხსაცმლის ყიდვა. აი, პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება კი მათი მოწოდებაა. საწოლში და სამსახურში დომინანტები არიან. ბერძნული ტერფი უფრო ხშირია არტისტებში, სპორტსმენებში, ორატორებსა და ნოვატორებში.









გრძელი ტერფი


mkurnali.ge

ასეთი ტერფი ვიზუალურად ვიწროა, რადგან თითები მჭიდროდ ებჯინებიან ერთმანეთს, რაც გრძელი და ვიწრო ტერფის შთაბეჭდილებას ტოვებს.
დიდი თითი ყველაზე გრძელია, დანარჩენი თითების სიგრძე თანდათანობით კლებულობს ნეკამდე. ასეთი ტერფის მქონე ადამიანებს შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, ისინი იდუმალი პიროვნებები არიან და უყვართ განმარტოება. თუმცა აქვთ მერყევი ხასიათი, რაც პრობლემას უქმნით თავადაც და სხვებსაც. სამაგიეროდ ძალიან თბილები არიან სასიყვარულო ურთიერთობებში.









კიდევ ერთი ძალიან პატარა ტესტი:

შეგიძლიათ ფეხის ნეკა თითის განზე გაწევა და სხვა თითებისგან მოცილება?

mkurnali.ge


თუ ამის გაკეთება შეგიძლიათ ე.ი. ძალიან ფხიანი ბრძანდებით და სიახლეები გახარებთ. სტანდარტული რუტინა გაუბედურებთ, ამიტომ გამუდმებით სიახლეებს ეძებთ ცხოვრებაში. ცუდი ისაა, რომ ასეთ ადამინებს უყვართ სხვების მოტყუება.

თუ ფეხის ნეკა თითის განზე გაწევას ვერ ახერხებთ, მაშინ გეგმების და წესრიგის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით. თქვენ ჩვევების და ტრადიციების მოყვარული ხართ და არ გიყვართ ცვლილებები. ისინი, ვინც ვერ აცალკევებენ ნეკა თითს სხვა თითებისგან, ერთგული და საიმედო ადამიანები არიან და ნებისმიერ საქმეში - არაჩვეულებრივი პარტნიორები.

მსგავსი სიახლეები
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
18-05-2019
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
05-02-2019
(სწრაფი ტესტი) გთავაზობთ შვედი ფსიქოლოგების მიერ მოწოდებულ სწრაფ ტესტს.
05-11-2018