საახალწლო ტესტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო ტესტი

უპასუხეთ საახალწლო ტესტის კითხვებს, შეიცანით უკეთ თქვენი თავი და შეიტყვეთ, როგორ გიჯობთ შეხვდეთ ახალ წელს.

მოცემული სავარაუდო პასუხებიდან შეარჩიეთ მხოლოდ ერთი:

1) სად გიყვართ ახალი წლის შეხვედრა?

ა) ოჯახურ გარემოში – 2 ქულა;

ბ) ქალაქგარეთ, მაგალითად მთაში, ტურბაზაში – 2 ქულა;

გ) რესტორანში – 3 ქულა.

2) ახალი წლის ღამეს რომელ წრეში ისურვებდით დროსტარებას?

ა) ოჯახურ წრეში, ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად – 3 ქულა;

ბ) დიდ კამპანიაში ბევრ უცნობთან ერთად – 4 ქულა.

3) რომელ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ა) რომელსაც გვთავაზობენ რესტორანში – 1 ქულა;

ბ) ვუსმენ საყვარელ ჩანაწერებს – 2 ქულა;

გ) თავად ვუკრავ და ვმღერი – 3 ქულა.

4) როგორი გურმანი ხართ?

ა) სუფრას ყველაფერი უხვად უნდა ამშვენებდეს, არ უნდა აკლდეს „ჩიტის რძეც“ – 4 ქულა;

ბ) ყველაფერი კარგია ზომიერების ფარგლებში – 2 ქულა;

გ) მოკრძალებული სუფრა არ აკნინებს დღესასწაულს – 1 ქულა.

5) გართობთ საახალწლო ტელეგადაცემები?

ა) კი, თავიდან ბოლომდე ვუყურებ ყოველთვის – 1 ქულა;

ბ) მხოლოდ ყველაზე საინტერესო გადაცემები იპყრობს ჩემს ყურადღებას – 2 ქულა;

გ) ახალი წლის ღამეს საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს – 1 ქულა.

6) ულოცავთ სხვებს ახალი წლის დღესასწაულს?

ა) ყოველთვის ყველა ნაცნობს – 3 ქულა;

ბ) მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებს – 2 ქულა;

გ) არ მიყვარს მილოცვები – 1 ქულა.

7) გიყვართ საახალწო საჩუქრების დარიგება?

ა) არა – 1 ქულა;

ბ) ტრადიციულად ყველა ახლობელს ვახარებ – 3 ქულა;

გ) მხოლოდ ოჯახის წევრებს ვჩუქნი – 2 ქულა.

ტესტის შედეგები:

10 ქულამდე – მორცხვი და მოკრძალებული ხართ, თანაც რამდენადმე პრაქტიკულიც. არ გიყვართ დიდი და ხმაურიანი კამპანიები. უპირატესობას ანიჭებთ მეგობრების ვიწრო წრეს. ხარჯვაც არ გიყვართ მაინც და მაინც. ახალ წელს შეეცადეთ იპოვოთ დრო და გამბედაობა კარდინალური ცვლილებებისათვის – შეიცვალეთ გარეგნობა (თმის ფერი, ვარცხნილობა), სამსახური, საცხოვრებელი ადგილი, ნაცნობების წრე – ყოველივე ეს უკეთესობისკენ წაგადგებათ!

11-დან 19 ქულის ჩათვლით – თქვენი ხასიათი „ოქროს შუალედს“ შეიძლება მივაკუთვნოთ. უკიდურესობებს ყველა შემთხვევაში არიდებთ თავს. კარგი მოსაუბრე ხართ, კომუნიკაბელური და მხიარული. თუმცა, ყოველივე ამას შეგნებულად აკეთებთ. გიყვართ წინასწარი ანალიზი და გათვლა. ახალი წელი ყოველთვის ახალი იმედებისა და წარმატებების წელია, ამიტომაც თამამად შეხვდით მას და უფრო გააქტიურდით.

20 ქულაზე მეტი – თქვენ ნებისმიერ წრეში სიხარულით გელიან. გიყვართ მუსიკა და თქვენს ხასიათში რაღაც „ბოჰემურია“. არასოდეს მოქმედებთ გათვლებით, ადვილად ხარჯავთ ფულს. კეთილი და ხელგაშლილი ხართ, ზოგჯერ არაპრაქტიკულობამდეც, ძალიან გულიანი და ხალასი. ამიტომაც კამპანიის „სულსა და გულს“ გიწოდებენ. ახალ წელს ახალი შემოქმედებითა და იდეებით დაკავდით. რაც უფრო მეტად გადაერთვებით ახალ წამოწყებებზე, მით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ ცხოვრებისგან!