ტესტი ქალებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეგეფერებათ თუ არა სამუშაო

1. რამდენი წელია მუშაობთ უკანასკნელ სამუშაო ადგილზე?

ა) ერთ წელზე მეტია;ბ) სამ წელზე მეტია;გ) ათ წელზე მეტია;დ) რამდენიმე თვეა.

2. როგორ ფიქრობთ, კიდევ გჭირდებათ სწავლა, რათა პროფესიული მოღვაწეობა წარმატებით განაგრძოთ?

ა) არა, საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ;

ბ) კარიერის გარეშე არ შემიძლია;

გ) რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს პრესტიჟულია;

დ) ადამიანს ყოველთვის შეუძლია, რამე ახალი ისწავლოს;

ე) მხოლოდ მაშინ, თუ ეს მომგებიანი იქნება.

3. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საკმაოდ კარგად გიხდიან იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რომელთაც თქვენი პროფესია იძლევა?

ა) დიახ, მაგრამ დღეს რამდენიც არ უნდა გადაგიხადონ, მაინც ცოტაა;

ბ) არა, მაგრამ აქ ძნელია შედარება;

გ) რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ვხარჯავ;

დ) ხელფასი არცთუ ისე დიდია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ საყვარელი პროფესია შევინარჩუნო;

ე) ვმუშაობ ისე, როგორც მიხდიან.

4. როგორი განწყობით მიდიხართ ხოლმე სამსახურში?

ა) გახშირებული პულსით, მაღალი წნევითა და კანკალით;

ბ) ისეთივე განწყობით, როგორითაც საღამოს ვბრუნდები შინ;

გ) გულში ხშირად ვითვლი, რამდენი წელი დამრჩა პენსიამდე;

დ) მოუთმენლად: `მე მათ ვაჩვენებ, რა შემიძლია!~

ე) მიუხედავად ყველაფრისა, შინ ჯდომას მაინც მუშაობა მირჩევნია.

5. ხშირად განიხილავთ სამსახურებრივ პრობლემებს ახლობლებთან?

ა) ანეკდოტებსაც ვყვები ჩემს უფროსზე;

ბ) ვამბობ მხოლოდ იმას, რასაც შეუძლია სარგებლობა მომიტანოს;

გ) არა, მირჩევნია, ამ თემას არ შევეხო;

დ) იშვიათად. ამაზე საუბარი მაინცდამაინც არ მიყვარს.

6. შვებულების დროს ხშირად იჭერთ საკუთარ თავს იმაში, რომ სამსახურზე ფიქრობთ?

ა) არამც და არამც. როცა ვისვენებ, მხოლოდ დასვენებაზე ვფიქრობ;

ბ) დიახ, ვფიქრობ და ბოროტად მიხარია, რომ ჩემი კოლეგები ამ დროს სამსახურში იხრუკებიან;

გ) ერთი სული მაქვს, შვებულება მალე დამთავრდეს;

დ) სიამოვნებით ვიხსენებ სამსახურს და კოლეგებსაც ხშირად ვეხმიანები;

ე) მიხარია, რომ შვებულება ეს-ეს არის დაიწყო.

7. ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ამ სფეროში იმუშავებდით?

ა) ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი;

ბ) ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს საქმე საჩემო იყო და კმაყოფილიც ვარ;

გ) თითქოს იმედი გამიცრუვდა;

დ) სადღაც ხომ უნდა იმუშაოს ადამიანმა...

8. თანახმა იქნებოდით, რომ შვილებს თქვენი პროფესია აერჩიათ?

ა) თუ თავად აირჩევენ, მეტი რა გზაა, შევეგუები;

ბ) დიახ, ოღონდ თუ ჩემზე გაცილებით მაღალ კვალიფიკაციას მიიღებენ;

გ) ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გადავაფიქრებინო;

დ) რატომაც არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ ჯერ არ იციან, რა საქმეს მოჰკიდონ ხელი;

ე) თუ ასე მოხდა, მათ ძალიან გამოადგებათ ჩემი გამოცდილება და კავშირები.

9. ბავშვობაში ოცნებობდით:

ა) კოსმონავტობაზე, რათა უცნობ პლანეტაზე პირველს დამედგა ფეხი:

ბ) მსახიობობაზე - მაყურებელთა ოვაციების გამო;

გ) მასწავლებლობაზე, რათა ყველა ბავშვისათვის ფრიადი დამეწერა;

დ) მანეკენობაზე, იმიტომ, რომ ეს მშვენიერია;

ე) ექიმობაზე - თეთრი ხალათისა და სტეთოსკოპის გამო.

10. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: თქვენ გელით გადამწყვეტი შეხვედრა ოცნების მამაკაცთან; უცბად ირკვევა, რომ სამსახურში კიდევ რამდენიმე საათს უნდა დარჩეთ. როგორი იქნება თქვენი რეაქცია?

ა) ვაცნობებ, რომ, სამწუხაროდ, დღეს დაკავებული ვარ;

ბ) ვეჩხუბები ყველას, ვინც კი თვალში მომხვდება და დამშვიდებული წავალ შეხვედრაზე;

გ) დიდი ყოყმანის შემდეგ შეხვედრას გადავიტან, მაგრამ ისე ვიქნები დათრგუნული, რომ მუშაობის თავი ალბათ აღარ მექნება;

დ) რა თქმა უნდა, შეხვედრას გადავიტან - სამსახური უფრო მნიშვნელოვანია. ვისაც ჩემთან ყოფნა სურს, ამ აზრს უნდა შეეგუოს;

ე) ვეცდები, საქმე მალე მოვილიო და შეხვედრაზე წასვლაც მოვასწრო ან რამე მოვიგონო და სამსახურიდან თავი დავიძვრინო.

ქულები

1. (ა, დ) - 1; (ბ, გ) - 2;

2. (ა) - 0; (ბ, ე) - 2; (გ) - 1; (დ) - 4;

3. (ა) - 2; (დ) - 3; (ბ, გ, ე) - 1;

4. (ა) - 0; (ბ) - 4; (გ) - 1; (დ) - 2; (ე) - 1;

5. (ა, დ) - 2; (ბ, გ, ე) - 1;

6. (ა, დ) - 3; (გ, ე) - 1; (ბ) - 2;

7. (ა) - 5; (ბ) - 3; (გ) - 2; (დ) - 1;

8. (ა) - 5; (ბ) - 4; (გ, ე) - 1; (დ) - 2;

9. (ა, ბ, გ, ე) - 2; (დ) - 3;

10. (ა) - 7; (ბ) - 5; (გ, ე) - 1; (დ) - 2.

შედეგები

38-დან 27 ქულის ჩათვლით - თქვენ შესანიშნავად ართმევთ თავს ყოველგვარ სიტუაციას - როგორც ცხოვრებისეულს, ასევე პროფესიულს. გაქვთ იშვიათი თვისება, არ შეიმჩნიოთ საკუთარი ღირსებები და მუდამ სრულყოფილებისაკენ ისწრაფოდეთ. თავს ნებისმიერ სამუშაოზე კარგად გრძნობთ, ამიტომაც - ყურადღება! - ნუ დათანხმდებით პირველსავე წინადადებას!

26-დან 22 ქულის ჩათვლით - თქვენ შესანიშნავად ართმევთ თავს სამუშაოს, და მაინც, რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. იქნებ უფრო მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გთხოვენ, იქნებ მცირე, მაგრამ შესამჩნევი წარმატება გჭირდებათ, იქნებ თქვენი უკმაყოფილება კოლეგებთან კონტაქტის ან კიდევ სხვა წვრილმანი პრობლემების შედეგია?.. დაფიქრდით, იქნებ ჯობს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან პრინციპებს გადახედოთ, რათა სამუშაოსგან სიამოვნება მიიღოთ.

22 ქულაზე ნაკლები - ნამდვილი წამებული ხართ, საქმე, რომელსაც ახლა აკეთებთ, არც გაინტერესებთ და ვერც თვითრეალიზაციაში გეხმარებათ. თუ ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ საკუთარი თავის რწმენა, უმჯობესია მიატოვოთ ეს სამსახური. ხანმოკლე შესვენებისა და ანალიზის შემდეგ შესაძლოა გააცნობიეროთ, რომ ახალი სამსახური თქვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში ხსნა იქნება.