აქტიური ბრძანდებით თუ არა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აქტიური ბრძანდებით თუ არა

 

1) დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ან, როგორც ამბობენ, ცხოვრების სკოლას, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განსავითარებლად და საზოგადოებაში განსაზღვრული ადგილის დასაკავებლად? (კი, არა)

2)  კარგად გრძნობთ თუ არა თავს ბრძოლის, შეჯიბრის ატმოსფეროში, ჩანაფიქრის მიღწევისას? (კი, არა)

3) როგორ ფიქრობთ, თანამედროვე პოლიტიკოს-ლიდერთა ფუნქციებს შორის რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?

ა) პრაქტიკულ ამოცანათა რეალიზება;

ბ) მოქალაქეთა უფლებებისა და პიროვნულ ღირსებათა დაცვა.

4)  ჩვენი მოღვაწეობა რეგლამენტირებული უნდა იყოს:

ა) რელიგიური დოგმებით;

ბ) მშვენიერების იდეით;

გ) პრაგმატული მოსაზრებებით;

დ) საყოველთაო კეთილდღეობის იდეით.

5) მეგობრად აირჩევდით:

ა) მშრომელ, მუშა ადამიანს, რომელსაც პრაქტიკული აზროვნების უნარი აქვს;

ბ) მეოცნებეს, რომელიც მოწყვეტილია რეალობას;

გ) ორგანიზატორის ნიჭით დაჯილდოებულ პიროვნებას.

6) გყოფნით თუ არა ენერგია ცხოვრების გზაზე შეხვედრილ დაბრკოლებათა დასაძლევად? (კი, არა)

7) უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ ასეთ აქტიურ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება? (კი, არა)

8) გიყვართ თუ არა ცეცხლის ყურება? (კი, არა)

9) ხართ თუ არა დაბადებული ვერძის, ლომის ან მშვილდოსნის თანავარსკვლავედის ქვეშ? (კი, არა)

10)  ადვილად ეგუებით თუ არა უარს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა იცით, რომ თქვენი თხოვნის შესრულება შეუძლებელია? (კი, არა)

11)  ხართ თუ არა საინტერესო მოსაუბრე? (კი, არა)

12)  ცხოვრობთ თუ არა პრინციპით, რომ ყოველი ბილიკი მიზანთან მიგიყვანთ? (კი, არა)

13)  გიყვართ თუ არა მოქმედებანი, რომლებიც სისწრაფეს საჭიროებს? (კი, არა)

ქულები დააჯამეთ მოცემული ცხრილის დახმარებით:

0-დან 45 ქულამდე - სამწუხაროდ, ენერგიულობა არ არის თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე. მალე იღლებით, უხალისოდ იღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. საკუთარ აზრსაც იშვიათად გამოთქვამთ. ირგვლივ მყოფების მიმართ ძალიან ფრთხილი ხართ, შეიძლება ითქვას, გულგრილიც კი. დიდი გაჭირვებით იღებთ გადაწყვეტილებას. თქვენი ენერგია და მოქმედების უნარი თქვენსავე შეხედულებებზეა დამოკიდებული და ყოველთვის არ ეფუძნება შიშს. შეეცადეთ, უფრო მეტად გაიხსნათ.

46-დან 65 ქულამდე - მხიარული ბუნებით გამოირჩევით, ცხოვრება მძიმე ტვირთად არ მიგაჩნიათ, ადამიანებთან თანხმობით ცხოვრობთ. თქვენს ბუნებაში არის ლიდერისთვის დამახასიათებელი შტრიხები. ენერგიული და შემოქმედებითი პიროვნება ბრძანდებით, იოლად ვერ ეგუებით სხვებზე დამოკიდებულებას. იხრებით იმ აზრისკენ, რომ თქვენი ცოდნა თქვენი პირადი მონაპოვარია, შედეგია თქვენივე ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილებისა. უნარი შეგწევთ, ეფექტურად იმუშაოთ და თქვენი შეხედულებანი გარშემო მყოფებსაც გადასდოთ. გამოირჩევით არა მხოლოდ ენერგიულობით, არამედ გადაწყვეტილების მიღების სისწრაფითაც. არ გაურბიხართ პასუხისმგებლობას. თქვენს გარემოცვას უყვარხართ და ეს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი დინამიურობისა და საოცარი აქტიურობის შედეგია.