როგორ მოვუაროთ ტატუს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ტატუს

თუმცა მას აუცილებლად სჭირდება მოვლა, რომ მელანი არ გაფერმკრთალდეს და კანი არ დაზიანდეს.

განსაკუთრებული მოვლა სჭირდება ტატუს პირველ კვირებში, თუმცა ყურადღება ამის შემდეგაც აუცილებელია, რომ ნახატი დიდხანს იყოს მკვეთრი და მკაფიო.

პირველი 24-48 საათის განმავლობაში:

  • ტატუზე ნახვევი გაიჩერეთ 22-24 საათით. ტატუს გაკეთებისთანავე ნებისმიერი ოსტატი დაფარავს მას ბანდის ნახვევით;
  • ჰკითხეთ ტატუს ოსტატს, როდის შეიძლება ტატუს გახსნა;
  • სახვევის მოხსნამდე კარგად დაიბანეთ ხელები. ფრთხილად მოიხსენით ნახვევი, რომ კანი არ დაზიანდეს;
  • ანტიბაქტერიული საპონი და წყალი საუკეთესო იქნება ამ დღეს თქვენთვის;
  • ფრთხილად დაიბანეთ ტატუ გრილი ან თბილი წყლითა და საპნით;
  • ტატუს დაბანისას არ გამოიყენოთ ღრუბელი;
  • ჭრილობა ფრთხილად შეიმშრალეთ ქაღალდის რბილი ხელსახოცით; ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ ნაჭრის პირსახოცებს, რადგანაც მასზე შეიძლება მეტი ბაქტერია აღმოჩნდეს, ვიდრე ქაღალდის ხელსახოცზე;
  • ტატუს ადგილზე წაისვით ლოსიონი ან კრემი. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ კორტიზონის, ალკოჰოლის და ალოეს შემცველ კრემებს;
  • ტატუს ბანდით ხელმეორედ ნუღარ შეიხვევთ;
  • პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, დილას და საღამოს, დაიბანეთ ტატუ თბილი წყლითა და საპნით;
  • დღეში რამდენჯერმე, 4-6-ჯერ მაინც, წაისვით სვირინგის მიდამოში ლოსიონი ან კრემი, რომ კანი დატენიანდეს;
  • თუ ტატუ ტანსაცმლით დაფარულ ადგილზეა, ჩაიცვით თავისუფალი ტანსაცმელი; ვიწრო, მოჭერილმა სამოსმა შეიძლება ჯერ კიდევ შეუხორცებელი კანის ანთება გამოიწვიოს, რაც არა მარტო მტკივნეული, ბევრი უსიამოვნების მომტანიც იქნება. ასეთმა სამოსმა შეიძლება მელანი მსუბუქად გააფერმკრთალოს კიდეც;
  • მელანი რომ არ გაუფერულდეს, ტატუს მიდამო მოარიდეთ მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას;
  • ამას გარდა, დაზიანებული კანი სინათლეზე შეიძლება გამოშრეს და აიქერცლოს;
  • ამ პერიოდში მზისგან დამცავი კრემის გამოყენებისგანაც მოიზღუდეთ თავი.
  • არ დაასველოთ ტატუ. ხანგრძლივი აბაზანისა და შხაპის მიღება რამდენიმე კვირით გადადეთ, რომ ტენის მოქმედებით კანი არ შეიჭმუხნოს და ტატუ არ გაფუჭდეს;
  • ნუ შეგეშინდებათ, თუ ტატუზე ქერქი გაჩნდება. კანი დაზიანებულ ადგილას დამცავ ბარიერს აყალიბებს, რაც ბუნებრივი მოვლენაა;
  • არ მოიქავოთ ტატუ, მაშინაც კი, თუ ძალიან გექავებათ, რადგან ამით ინფექციასა და ბაქტერიებს კანისკენ გაუხსნით გზას;
  • დააკვირდით, ხომ არ მიმდინარეობს ტატუს ანთებითი პროცესი. ასეთი შემთხვევა იშვიათია, თუმცა შესაძლებელი. მცირე ეჭვის დროსაც კი აუცილებელია ექიმის კონსულტაცია;
  • თუ კანიდან უსიამოვნო სუნის მქონე ჩირქოვანი გამონადენია, ეს ინფექციის მანიშნებელია, ამის გამო შეიძლება სხეულის ტემპერატურამაც აიწიოს;
  • დალიეთ ბევრი წყალი – დღეში 2 ლიტრი. ეს ის მოცულობაა, რაც ორგანიზმს სჭირდება. წყლის ბალანსის დაცვისას კანი უფრო ელასტიკური ხდება და სწრაფადაც აღდგება;
  • ხანგრძლივი მოვლისას ტატუზე წაისვით მზისგაn დამცავი კრემი, რადგანაც მზე ტატუს მტერია. ამოსვირინგებიდან ორი თვის შემდეგ, სახლიდან გასვლის წინ, 20 წუთით ადრე, აუცილებლად წაისვით А და В კლასის მზისგან დამცავი SPF 30 ფილტრიანი კრემი;
  • არ იაროთ სოლარიუმში;
  • შეეცადეთ, ტატუს ადგილი არ გაოფლიანდეს;
  • გამონაყარისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია;
  • აუცილებლობის შემთხვევაში წაისვით ლოსიონი და კრემი;
  • ტატუს ადგილზე კანის ნებისმიერ ცვლილებას ყურადღებით მოეკიდეთ;
  • თუ კანქვეშ ერთი ან რამდენიმე მცირე ზომის გამაგრებული ადგილი შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. კარგი იქნება, თუ სვირინგამდე დერმატოლოგი ხალების მდგომარეობას შეამოწმებს.