როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება - N1 ვიტამინი დიდ ბრიტანეთში მეხსიერების გაუმჯობესებისათვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება - N1 ვიტამინი დიდ ბრიტანეთში მეხსიერების გაუმჯობესებისათვის

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება - N1 ვიტამინი დიდ ბრიტანეთში მეხსიერების გაუმჯობესებისათვის
მეხსიერება თავის ტვინის უნარია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, შენახვა, გადამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მისი გახსენება ანუ ზედაპირზე ამოტანა.
მეხსიერებას ხანგრძლივობის მიხედვით სამ საფეხურად ყოფენ.

• მყისიერი ანუ მუშა მეხსიერება (მას ოპერატიულ მეხსიერებასაც უწოდებენ) - გულისხმობს აქტიური დამახსოვრების გარეშე მცირე მოცულობის ინფორმაციის დაფიქსირებას დროის მცირე მონაკვეთში. ამ დროს არ ხდება ინფორმაციის შენახვა. ადამიანის მყისიერი მეხსიერება შვიდ სიმბოლოს იტევს. მაგალითად, ტელეფონის შვიდნიშნა ნომერს, ან შვიდ სიტყვას. ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას მყისიერ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია გვავიწყდება. შვიდზე მეტი ციფრის შემცველ რიცხვს სუპრამოცულობითი რიცხვი
ეწოდება და მისი დამახსოვრება მეხსიერების აქტიურ მუშაობას მოითხოვს.

• მეხსიერების მეორე სახეა ხანმოკლე ანუ ფიქსაციური მეხსიერება, რომელიც გულისხმობს განსაზღვრული სიტყვების ან მოვლენების დაფიქსირებას და რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ მათ გახსენებას. მას, ასევე, უწოდებენ ახალი ინფორმაციის დასწავლის
უნარს.

ხანგრძლივი მეხსიერება ეწოდება მეხსიერებაში არსებული ცოდნის, ინფორმაციის გახსენების უნარს. ხანგრძლივ მეხსიერებას აქვს შეუზღუდავი მოცულობა და შეუძლია ინფორმაცია შეინახოს განუსაზღვრელად დიდხანს. ხანგრძლივი მეხსიერება გულისხმობს ფაქტობრივი ცოდნის გახსენების უნარს. მას სემანტიკურ მეხსიერებასაც უწოდებენ.

მეხსიერებისა და ინტელექტის დარღვევა ვითარდება თავის ტვინის ისეთი დეგენერაციული დაავადებების დროს, როგორებიცაა ალცჰაიმერის, პარკინსონის დაავადება, ჰანტინგტონის ქორეა. მეხსიერების დაქვეითება დემენციის (ჭკუასუსტობის) აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ასაკთან დაკავშირებულ მეხსიერების დარღვევას სიბერის თანმხლებ აუცილებელ მოვლენად მიიჩნევდნენ, თუმცა დღეს უკვე ცნობილია, რომ მეხსიერების დარღვევები უვითარდებათ შედარებით ახალგაზრდებსაც.

სენილური (ასაკთან დაკავშირებული) მეხსიერების დარღვევა ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევა. ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ ჯანმრთელი ადამიანები მოხუცებულ ასაკში გაცილებით ძნელად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და დასწავლილი ინფორმაციის მეხსიერებიდან ზედაპირზე ამოტანაც უძნელდებათ. სენილური მეხსიერების დარღვევას აქვს მეორეული ხასიათი და დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებასთან, გარეგან სტიმულებზე რეაქციების შენელებასთან. მეხსიერების ფიზიოლოგიური ასაკობრივი ცვლილებები მიმდინარეობს 40-65 წლებში, არ პროგრესირებს, არ იწვევს დემენციის განვითარებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან სირთულეებს. ასეთ ადამიანებს დასწავლაში დახმარება და შეხსენება საგრძნობლად უადვილებს ინფორმაციის ათვისებას და გახსენებას. მოხუცებულ ასაკში მეხსიერების პათოლოგიური დაქვეითება შესაძლოა აღწევდეს მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების სინდრომის ჩარჩოებს.

მეხსიერების გასაუმჯობესებლად მოწოდებულია კოგნიტიური ვარჯიშები - კროსვორდების ამოხსნა, დისკუსია. კარგი იქნება, ვუსმინოთ მუსიკას, ხელი მოვკიდოთ ხელოვნების რომელიმე დარგს. ყოველივე ეს ზრდის თავის ტვინის პლასტიკურობას. მნიშვნელოვანი ფაქტორია კვებაც - საკვები მდიდარი უნდა იყოს იმ კომპონენტებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეხსიერების ფუნქციის გაუმჯობესებაში.

არსებობს ბუნებრივი პრეპარატი ნეუროზანი, რომელიც რეკომენდებულია მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
ეს პრეპარატი საკმაოდ ეფექტიანია ახალგაზრდებშიც გაძლიერებული გონებრივი დატვირთვის პერიოდში (მაგალითად გამოცდების დროს).

რა სჭირდება ჩვენს მეხსიერებას?

ნეუროზანის შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომელთაგან თითოეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ორგანული თუ ფუნქციური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

C ვიტამინი - ასკორბინის მჟავა - მონაწილეობას იღებს სხვადასხვაგვარ ბიოქიმიურ პროცესებში, ძირითადად კი ჟანგვის პროცესში. იგი აუცილებელია ქსოვილოვანი სუნთქვისათვის, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას. C ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნილება მატულობს გონებრივი და ფიზიკური აქტიურობისას. მეხსიერების ფუნქციის ქსოვილოვან დონეზე უზრუნვერსაყოფად იგი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

მაგნიუმი - თანამედროვე კვლევებით დამტკიცებულია, რომ მაგნიუმი აუცილებელია თავის ტვინის ოპტიმალურად მუშაობისთვის და მეხსიერების გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, მაგნიუმი თავის ტვინის ზოგიერთი დაავადების, მაგალითად ალცჰაიმერის პროფილაქტიკას ახდენს.
მინერალები: თუთია, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, იოდი, სელენი, ქრომი - უზრუნველყოფს ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებას.

L-არგინინი - წარმოადგენს შეუცვლელ ამინომჟავას, რომელსაც ადამიანი იღებს საკვებთან ერთად და უამრავი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია ადამიანის ორგანიზმში. განსაკუთრებული როლი აქვს ამ ამინომჟავას ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს ნერვული უჯრედებისგან შედგენილი ჯაჭვის უწყვეტობას. არგინინი ტვინში უჯრედიდან უჯრედზე ინფორმაციის აქტიური გადამტანის ანუ ნეირომედიატორის ფუნქციას ასრულებს. უჯრედთა შორის კარგი კავშირი კი მეხსიერების განმსაზღვრელი პირობაა.
გლუტამინიც ამინომჟავაა, ის ორგანიზმში გამოიყოფა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული სისტემისათვის.

გლუტათიონი - ბუნებაში ერთადერთი ანტიოქსიდანტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედში გამოიყოფა. მისი ნაკლებობა ნაადრევ დაბერებას, იმუნიტეტის დაქვეითებას და ორგანიზმში ტოქსინების წარმოქმნას იწვევს. გლუტათიონს ასევე ორგანიზმში უკვე არსებული ანტიოქსიდანტების — ჩ და E ვიტამინების გადამუშავების უნარი აქვს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან.

ვიტამინი E –სამედიცინო კვლევები ადასტურებს ამ ვიტამინის დადებით ეფექტს ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში დაავადების ადრეულ სტადიებზე.

B ჯგუფის ვიტამინები: B3 (ნიაცინი, ნიკოტინმჟავა), B1 (თიამინი), B6 (პირიდოქსინი), B2 (რიბოფლავინი), ფოლაცინი (ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B9) - აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამ ჯგუფის ვიტამინურ კომპლექსებს ხშირად ნიშნავენ ნევროლოგები სხვადასხვა ნერვული დაავადებების დროს. პანთოტენის მჟავა, იგივე ვიტამინი B5, აუცილებელია თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დანარჩენი ნაწილების ურთიერთკავშირისთვის.

ვიტამინი B12 - არსებობს პირდაპირი კავშირი B12-ის დეფიციტსა და მეხსიერების გაუარესებას შორის. ამ ვიტამინის დეფიციტი აქვეითებს ინფორმაციის აღქმისა და გადამუშავების შესაძლებლობას.

კოფერმენტი Q10 - მონაწილეობს ყველაზე მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციებში, როგორიც არის ატფ - ის სინთეზი. ხოლო ორგანიზმს ატფ - ის გარეშე არ შეუძლია ფუნქციონირება რადგან სწორედ ის გახლავთ ენერგიის უშრეტი წყარო. მეცნიერები ამბობენ, რომ ატფ - ის გარეშე ორგანზმს არ შეუძლია სიცოცხლე. მართალია კოფერმენტს ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს, მაგრამ 20 წლის შემდეგ მისი გამომუშავება კლებულობს.

ფოსფოლიპიდები: ფოსფატიდილსერინი, ფოსფატიდილქოლინი - აუცილებელია უჯრედთა მემბრანების და შესაბამისად ნებისმიერი უჯრედის, მათ შორის ნეირონების, სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

ვიტამინი D - აუცილებელია ტვინის სისხლძარღვების კარგი განვლადობისათვის და უზრუნველყოფს თავის ტვინის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.

პრეპარატში შემავალი თითოეული კომპონენტი ბუნებრივი წყაროდან არის მიღებული და არ არის სინთეზური ანუ ხელოვნურად დამზადებული, რაც ერთიორად ზრდის პრეპარატის ხარისხსა და ღირებულებას.

ნეუროზანი ინიშნება 17 წლის ასაკიდან, თითო აბი 1-ხელ დღეში, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. მისი მიღება სასურველია მოხუცებულთა მეხსიერების დარღვევის პროფილაქტიკისათვის. პრეპარატი ასევე ეფექტურად გამოიყენება ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, რომელთაც ნევროლოგიური პათოლოგიების ფონზე აღენიშნებათ მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების ეპიზოდები.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 24-03-2018
კობა-ს
ძალიან \\ძვირი როა, იმიტომაა ეს რეკლამა :) , აბა ეს რომ მეხსიერებას მართლა ასე შველოდეს ურეკლამოდაც გასაღდება :)
თარიღი : 21-03-2018
კობა
ძალიან ძვირია
მსგავსი სიახლეები
კატარის, სამხრეთ ავსტრალიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებში გააანალიზეს ცხარე წიწაკის
06-09-2019
თუ ხანშიშესული ადამიანი რეგულარულად ივარჯიშებს (ზომიერ რეჟიმში) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
07-05-2019
D ვიტამინი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ტანდეგობისა და აქტიური მხცოვანობისთვის, იმდენად რამდენადაც
16-04-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას და დასხივების დოზის გადაჭაბებისას ადამიანს სხვადასხვა სიმპტომი უვითარდება.
ცნობილია, რომ გრიპი მძიმედ გადააქვთ ბავშვებსა და ხანდაზმულებს, 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს. მათთან
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს.
სიცივის, ქარისა და ყინვის ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი უკვე ახლოსაა. სიცივის არასასიამოვნო შეგრძნებას
ვაგრძელებთ პუბლიკაციების ციკლს მოვლის შესახებ.
საოფისე სამუშაო და ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად