რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
მავნებელია თუ არა ინტელექტისთვის ხანგრძლივად საჭესთან ჯდომა
მავნებელია თუ არა ინტელექტისთვის ხანგრძლივად საჭესთან ჯდომა
ათასობით ადამიანი დიდ დროს საცობში ატარებს. როგორც აღმოჩნდა, ეს მათ ინტელექტს აქვეითებს.  ყოველდღიურად მანქანის ორი და მეტი საათით ტარება იწვევს ისეთივე ეფექტს, როგორსაც ტელევიზორის ხანგრძლივად ყურება. შედეგად ქვეითდება IQ (ინტელექტი).

ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, რისკის ზონაში არიან საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანები. საჭესთან დიდხანს ჯდომა მეცნიერებმა თავის ტვინის დაბალი აქტივობის მიზეზად აღიარეს, რაც დამტკიცდა 37-73 წლის 500 000 ბრიტანელზე ხუთწლიანი დაკვირვებით. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ IQ პირდაპირაა დაკავშირებული ცხოვრების უმოძრაო წესთან.

თუმცა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერები პირიქით მოგვიწოდებენ, რაც შეიძლება მეტი დრო
გავატაროთ საჭესთან. მათი აზრით, მანქანის ტარება დემენციის პროფილაქტიკას უწყობს ხელს. რეგულარუად საჭესთან ყოფნა, ადამიანებს ეხმარება დარჩნენ ფხიზლად, ავითარებს თვითკონტროლს, ანიჭებს პირად თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

გარდა ამისა, პირადი ავტომობილის გამოყენებით პენსიონრები, რომლებიც ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უფრო ხშირად გამოდიან სახლიდან და უფრო აქტიურები არიან. მეცნიერებმა გამოარკვიეს,
რომ სტაჟიან ავტომობილისტებს, რომლებიც ვეღარ ატარებენ მანქანას, მნიშვნელოვანდ უარესდებათ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. საქმე დეპრესიამდეც კი შეიძლება მივიდეს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
დედას უფრო მეტი შანსი აქვს შთამომავლობას გადასცეს გონებრივ შესაძლებლობებზე პასუხისმგებელი გენები.
26-04-2018
მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ ტარებისას ყურადღების კონცენტრაციაზე მოქმედებს არა მარტო ტელეფონზე
13-03-2018
მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, ზრდის ინტელექტს.
22-09-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.
ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) უნდა წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა
მონრეალის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, სამსახურში უფრო
სტიქიურ უბედურებებს შორის, განვითარების სიხშირის მიხედვით, ხმელეთზე და წყალქვეშ მომხდარი მიწისძვრები ლიდერობს.
ელექტრონული სიგარეტების კვამლი (თავბრუდამხვევი არომატები) ნიკოტინზე დიდი ტოქსიკურობით გამოირჩევა.
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის