უნდა ჩავიტაროთ თუ არა ვაქცინაცია და როგორ მოვიქცეთ, თუ სავალდებულო ვაქცინების თარიღებს გადავაცილეთ? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

უნდა ჩავიტაროთ თუ არა ვაქცინაცია და როგორ მოვიქცეთ, თუ სავალდებულო ვაქცინების თარიღებს გადავაცილეთ?

უნდა ჩავიტაროთ თუ არა ვაქცინაცია და როგორ მოვიქცეთ, თუ სავალდებულო ვაქცინების თარიღებს გადავაცილეთ?
აცრები, რომლებიც ბავშვებს აუცილებლად უნდა გავუკეთოთ - ვაქცინაციის მნიშვნელობაზე პედიატრი ნინო გოდერძიშვილი საუბრობს

უნდა ჩავიტაროთ თუ არა ვაქცინაცია? - ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი ვაქცინა შემოიტანეს. ასევე, წლებია, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას, შეიძლება, უარყოფითი გვერდითი ეფექტი ჰქონდეს.

შეესაბამება თუ არა აღნიშნული მოსაზრება სიმართლეს და რომელი აცრები უნდა ჩავუტაროთ ბავშვებს, ამის შესახებ Aლლნეწს.გე პედიატრ ნინო გოდერძიშვილს ესაუბრა.

როგორც მედიკოსი განმარტავს, უკვე 4 საუკუნეა, იმუნიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას სხვადსხვა მომაკვდინებელი ეპიდემიისგან
იცავს, ამიტომ მისი ჩატარება ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნინო გოდერძიშვილის თქმით, მშობლებმა ბავშვებისთვის სავალდებულო აცრების ჩატარებაზე უარი არ უნდა თქვან,
რადგან მათი შიში უსაფუძვლოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არცერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს, რომ აცრამ რაიმე უკუჩვენება გამოიწვია.

"იმუნიზაციის გარეშე უბრალოდ ბავშვთა ასაკში სიკვდილიანობა და ავადობა ალბათ
50%-ით უფრო მეტი იქნება. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის ნაწილში ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა ინფორმაციის ნაკლებობას უნდა დავუკავშიროთ, რადგან ვისაც აინტერესებს, თუ რას ნიშნავს ვაქცინა ამის შესახებ როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ისე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ან სხვა კომპეტენტური საშუალებებით შეიტყობენ და აცრაზე უარს არ იტყვიან.

ხშირად, მშობლები მოდიან და გვთხოვენ ბავშვის იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებებს, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ იმუნიტეტს აძლიერებს ორი რამ, ვაქცინაცია და გაკაჟება და ეს ყველამ უნდა გავიგოთ", - განმარტავს ექიმი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი, რომელიც მშობლებს უჩვენებს, რომელი სავალდებულო აცრები უნდა გაუკეთონ მცირეწლოვან ბავშვებს.

პედიატრის შეფასებით, ვაქცინაციის კალენდარი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს, თითქმის ევროპული სტანდარტის შესაბამისია.

რატომ არის აუცილებელი საყოველთაო იმუნიზაცია


როგორ მოვიქცეთ, თუ სავალდებულო ვაქცინების თარიღებს გადავაცილეთ?

ნინო გოდერძიშვილის თქმით, არსებობს დარღვეული იმუნიზაციის კალენდარი, რომელსაც ბავშვის ასაკის მიხედვით ინდივიდუალურად, მისი მკურნალი ექიმი ადგენს. ერთდაერთი შეზღუდვა 6 თვემდე არის როტავირუსულ აცრაზე. ასევე, 2 წლამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს პნევმოკოკური ინფექციის წინააღმდეგ აცრა. დანარჩენი უკვე ბავშვის ასაკის მიხედვით ინდივიდუალურად დგება, ვაქცინაციის ჩატარება დაგვიანებული არასდროს არ არის, ამიტომ მშობლებმა მასზე უარი არ უნდა თქვან," - გვირჩევს პედიატრი.

ექიმის თქმით, რეკომენდებულია, თუ გრიპის სეზონური ვაქცინასაც ჩავიტარებთ, რადგან თუ აცრის გარეშე ვირუსი შეიძლება 7 დღის განმავლობაში ცხელებით გაგრძელდეს, ვაქცინაციის შემთხვევაში 3 დღეში შედარებით მარტივად დასრულდება.
წაიკითხეთ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ:
ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინა

არაგეგმური (არაკალენდარული) აცრების შესახებ
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
გაზაფხულზე Facebook-მა გამოაცხადა ანტივაქცინაციის საწინააღმდეგო კომპანიის დაწყება. ახლა სოციალურმა ქსელმა
29-07-2019
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმება კითხვა ბავშვთა ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ. აცრების საწინააღმდეგო მოძრაობა
11-06-2019
ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა დაადგნეს, მოსახლეობის რომელ ჯგუფშია გრიპით დასნებოვნების ყველაზე მაღალი რისკი.
07-03-2019
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
მატონიზირებელი ეფექტის და ძილის რეჟიმის დარღვევის გამო ითვლება, რომ ყავის დალევა დღის მეორე ნახევარში არ ღირს.
აერობიკა - დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ადამიანის ნერვული უჯრედები
არ შეიცავს ქოლესტერინს! - ამ წარწერას ბევრი პროდუქტის, მათ შორის ზეთების (მცენარეული ცხიმების) მინაწერზე ხშირად
დღეს ბევრი საუბრობს ონკოლოგიურ დაავადებებზე, რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა,
ცივი შხაპი აჩქარებს მეტაბოლიზმს ადამიანის ორგანიზმში, ეხმარება ცხიმების წვას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და იმუნურ
კომპიუტერთან ჭამა ბევრისათვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა. თანამედროვე ყოფაში, როცა ადამიანები, დღე-ღამის უმეტეს
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად