რა ემართება ადამიანის ორგანიზმს სიცივეში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ემართება ადამიანის ორგანიზმს სიცივეში

სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ამ კითხვაზე მეცნიერებს ცალსახა პასუხი აქვთ - ორგანიზმისათვის ყველაზე დიდი ზიანი მაინც ექსტრემალურ სიცივეში ყოფნას მოაქვს, ბევრად უფრო საშიშია ექსტრემალური სიცივე, ვიდრე სიცხე. სიკვდილი ექსტრემალური სიცივისაგან თურმე 17-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დიდი სიცხისაგან. სპეციალისტებს ისიც დადგენილი აქვთ, რომ 0,86%-ის შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი ტემპერატურის მკვეთრი მერყეობაა.

მაინც, რა ემართება ორგანიზმს სიცივეში, რატომ იღუპება ის დაბალი ტემპერატურის გავლენით?

36,6 - 35 გრადუსი

როდესაც სხეულის ტემპერატურა 36 გრადუსს აღწევს, ადამიანს კისრისა და მხრის კუნთები ეკუმშება. სპეციალისტები ამ მდგომარეობას ხშირად კრუნჩხვისწინა კუნთოვან ტონუსად მოიხსენიებენ. ამ დროს შესაბამისი რეცეპტორებიდან იმპულსები გადაეცემა ჰიპოთალამუსს (თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა), რომელიც, თავიხ მხრივ, გასცემს ბრძანებას სხეულის ზედაპირზე არსებული კაპილარული ქსელის შევიწროებისათვის. ამის გამოა სწორედ, რომ ადამიანს ხელ-ფეხი ეყინება (უცივდება). დაახლოებით 45 წუთში სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსამდე ეცემა - ადამიანის სხეული იწყებს კანკალს. კანკალი კუნთების ბუნებრივი რეაქციაა, სწრაფი უნებლიე რიტმული შეკუმშვა-მოდუნება, რომელიც სხეულს სითბოს ანიჭებს.

35 - 32 გრადუსი

თურმე, 35 გრადუსის შემდგომ სხეულის ტემპერატურის ყოველი ერთი გრადუსით დაქვეითებისას ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიზმის დონე 3-5%-ით ეცემა. სხეულის 34 გრადუსზე დაბალი ტემპერატურისას ადამიანი კარგავს მეხსიერებას და გონს - ვეღარ აცნობიერებს სად არის და რას აკეთებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სწორედ ამ მომენტში ვარდება (ეცემა) ადამიანი თოვლში და “დაკრუნჩხული” იღუპება. 33 გრადუსზე დაბლა – ვითარდება აპათია, 32 გრადუსზე დაბლა კი – სტუპორი. შეგახსენებთ, რომ აპათია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს უგრძნობლობას, აუმღვრევლობას. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება უემოციობით, ფსიქიკური აქტივობის მკვეთრად დაქვეითებით, სტუპორი კი გაშეშება-გაშტერებაა, სრული მოტორული შეკავება, გარე გაღიზიანებაზე რეაქციების მოსპობა.

32 - 30,5 გრადუსი

ეს არის უკიდურესი გადაციების ზონა, რომელშიც სხეული ასრულებს (ამთავრებს) კანკალის მექანიზმით გათბობის მცდელობას. სისხლი სქელდება, ჟანგბადზე მოთხოვნილება იკლებს. კიდურების შევიწროებული სისხლძარღვები გამოდევნიან დიდი რაოდენობით სითხეს, რომელთან გამკლავებასაც თირკმელები ცდილობენ. ამ მომენტში ადამიანი ვეღარაფერს აცნობიერებს, 31 და 30 გრადუსს შორის შეუძლებელი ხდება ყველაზე ახლობელი ადამიანის შეცნობაც კი.

30,5 - 29,5 გრადუსი

ამ მდგომარეობაში იმპულსები, რომელთაც გაყინული ნერვული დაბოლოებები უგზავნიან გულს, არითმული ხდება, გული ახერხებს სისხლის საერთო მოცულობის ორი მესამედის გადატუმბვას, ჟანგბადის ნაკლებობა კი ჰალუცინაციებს იწვევს. სიკვდილი დაახლოებით 29,5 გრადუსზე დგება.

* * *

ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურისას ადამიანის ორგანიზმი თითქოს კონსერვირებას განიცდის შინაგანი პროცესების მკვეთრად შენელებით. ბევრი ადამიანი, რომელსაც გაყინულს პოულობენ, ერთი შეხედვით გარდაცვლილს ჰგავს. სხეული ასეთ მდგომარეობაში შესაძლოა საათობით იყოს და ის ამ მდგომარეობიდან თანდათანობით და ფრთხილად უნდა გამოიყვანონ.

ერთი საინტერესო ფაქტი

სხეულის 30-29,5 ტემპერატურის დროს მტანჯველი შეტევისას დგება “პარადოქსული გახდის” ფენომენი. ძალიან ხშირად კრიმინალისტები გაყინული ადამიანის გახდილი სხეულის პოვნისას მიიჩნევენ, რომ ის გაქურდეს და ტანსაცმლის გარეშე დატოვეს. სინამდვილეში, როგორც ფიზიოლოგები ამტკიცებენ, ამ პიკში ადამიანები თავად იხდიან ტანსაცმელს. ზუსტი ახსნა ამ ფენომენს არ აქვს, თუმცა სპეციალისტების ყველაზე ლოგიკური ახსნა ასეთია - გადაციების კვალად ორგანიზმი რთავს დამცველობით ფუნქციას - ვაზოკონსტრიქციას (სისხლძარღვთა შევიწროებას), რომლის შედეგადაც კანის სისხლძარღვოვანი ქსელის უნებლიე შევიწროება ხდება. ამის წყალობით სითბოს დაკარგვა სხეულის ზედაპირიდან მცირდება. გასათვალისწინებელია ის, რომ კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვა საჭიროებს ენერგიისა და გლუკოზის დახარჯვას, შესაბამისად, სხეულის შემდგომი გაციებისას სისხლძარღვთა შემავიწროებელი კუნთები გარკვეულ მომენტში დუნდება, თბილი სისხლი შინაგანი ორგანოებიდან უცბად პერიფერიისკენ გადანაწილდება. ამ დროს ადამიანი სითბოს ძლიერ მოზღვავებას, “ცხელ ანთებას” გრძნობს და ისე, რომ ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, გამალებული იძრობს (იხდის) ტანსაცმელს, რითაც, ცხადია, კიდევ უფრო აღრმავებს (ამძიმებს) იმ პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება.

თუმცა “პარადოქსული გახდა” ერთადერთი უცნაური ქცევა როდია, რომელიც სიცივისაგან (ყინვისაგან) მომაკვდავ ადამიანს აღენიშნება. ჰიპოთერმიით (დაბალი ტემპერატურის გავლენით) დაღუპულთა სხეულებს ხშირად აღენიშნება ჭრილობები, ნაკაწრები, დაზიანებანი მუხლებსა და იდაყვებზე, გვამებს ხშირად ნახულობენ უჩვეულო პოზებში, რომლებიც მიანიშნებს თავდაცვის მცდელობებზე, მაგალითად, პოზები ხშირად შეესაბამება საწოლის ქვეშ ან კარადის უკან დამალვას და სხვა. მეცნიერები ამ უცნაურობას ცხოველთა ქცევის მაგალითზე ხსნიან, ცხოველები ხომ, ვიდრე ზამთრის ძილს მიეცემიან, თხრიან ორმოებს. ანალოგიურად, გადაციებისას ადამიანიც სითბოს დაკარგვის აღსაკვეთად ცდილობს, რაც შეიძლება ღრმად დაიმალოს მიწაში, ტოტებქვეშ, და სხვა. ამ მოვლენას “ტერმინალურ თხრას” უწოდებენ.

კიდევ ერთი ფაქტი ყინვის შესახებ

ბევრს ჰგონია, რომ ცივი ჰაერი მავნებელია ჯანმრთელობისათვის. სინამდვილეში ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა პირობებში იმყოფება ადამიანი და რამდენ ხანს ყოვნდება სიცივეში. იმის გამო, რომ ზამთარში ჰაერი 30%-ით მეტ ჟანგბადს შეიცავს, ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის კანზე. გარდა ამისა, ცივი (გაყინული) ჰაერი აუმჯობესებს ბრონქიტით და პნევმონიით (ფილტვების ანთებით) დაავადებულთა მდგომარეობას - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ყინვა მშრალია ანუ ქუჩაში (გარეთ) არ არის სინესტე.

ცივ ზამთარში გაყინული ჰაერი შვებას აძლევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულებს, ეხმარება შაკიკის შეტევათა კუპირებას. შეგახსენებთ ერთ გამაკაჟებელ მეთოდსაც - ძილის დროს სასურველია ჩათბუნებულებმა ისუნთქოთ ცივი ჰაერი, ეს იმას ნიშნავს, რომ სასუნთქი სისტემისა და საზოგადოდ, ორგანიზმის გასაკაჟებლად თბილი საბანი უნდა დაიფაროთ, მაგრამ ზამთარშიც კი ფანჯარა გამოაღოთ და ცივი ჰაერით გაამდიდროთ საძინებელი ოთახი!

თურმე სიცივისადმი ფიზიოლოგიური ადაპტაციაც კი არსებობს

მუდმივად ცივ კლიმატურ პირობებში მცხოვრებლებს, მაგალითად, ესკიმოსებსა და ჩუქჩებს, 25-50%-ით გაძლიერებული აქვთ ნივთიერებათა ცვლა, ანუ მათ ორგანიზმში მეტაბოლიზმი ბევრად ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ზომიერი სარტყლის მცხოვრებთა ორგანიზმში.

ავსტრალიელ აბორიგენებსა და ტიბეტელ ბერებს შეუძლიათ ნული გრადუსის პირობებშიც კი თითქმის გახდილებმა გაატარონ მთელი ღამე, ამასთან, სრულებითაც არ კანკალებენ. მარგალიტების მომპოვებელი კორეელი და იაპონელი ქალები რამდენიმე საათს ატარებენ ცივ წყალში, რომლის ტემპერატურა 10 გრადუსს არ აღემატება. ისინიც ნაკლებმგრძნობიარენი არიან სიცივისადმი.