იწვევს თუ არა შეშა სხვადასხვა დაავადებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იწვევს თუ არა შეშა სხვადასხვა დაავადებას

სხვადასხვა დაავადების რისკი შესაძლებელია, რომ გათბობის საშუალების ტიპზე იყოს დამოკიდებული, მათ შორის შეშაზე. "რა საკვირველია, გათბობების საშუალებები და გათბობა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებელია, რომ სხვადასხვა დაავადების რისკი იყოს გათბობის საშუალებების ტიპზე დამოკიდებული, მათ შორის შეშაზე, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია ახლა ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი. საჭიროა გავაგრძელოთ კვლევები", - განუცხადა ჟუჟანა ჯაკაბმა ჟურნალისტებს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა. „ქვეყნის პროფილი ონკოლოგიასთან მიმართებაში შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. მაგალითად, აქვს თუ არა ქვეყანას თამბაქოს კონტროლის ქმედითი პროგრამა, აქვს თუ არა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის ადრეული დეტექციისა და სკრინინგის პროგრამა, რამდენია პროცენტი იმ მოსახლეობის, რომლებიც შეშას გამოიყენებენ გასათბობად. ქვეყნის პროფილი, რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს პოტენციურ რისკებს, შედგება 20-ზე მეტი კომპონენტისგან და ერთ-ერთია შეშის გამოყენება. ამ მხრივ პრობლემა ნებისმიერ ქვეყანას აქვს, რადგან შეშა ნებისმიერ ქვეყანაში გამოიყენება ამა თუ იმ დოზით. თუმცა, დინამიკა არის მკაფიოდ გაუმჯობესებული, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ დასახლებლი პუნქტის რაოდენობა, სადაც გაზიფიკაცია მოხდა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.