დაავადებები, რომელსაც დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება იწვევს და მათი თავიდან აცილების მარტივი გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებები, რომელსაც დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება იწვევს და მათი თავიდან აცილების მარტივი გზები

და დემენციის სხვა სახეობები, დიარეა, ტუბერკულიოზი, – ეს არის ადამიანების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზები, რომელსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. დაავადებების ნაწილის გამომწვევი მიზეზი ცნობილია, ნაწილი კი – უცნობი. ფართოდ გავრცელებულ დაავადებებში ბოლო პერიოდში დიდი ადგილი დაიკავა ალერგიამაც, რომელიც მართალია მომაკვდინებელი დაავადება არ არის, თუმცა უამრავ თავსატეხს უჩენს ადამიანს.

დაბინძურებული გარემო, ჰაერი, საკვები – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლებიც აღნიშნული დაავადებების პროვოცირებაში დიდ როლს თამაშობს. სწორედ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და საკვები, რომელსაც ვიღებთ განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობის დონეს და დაავადებების განვითარების შესაძლებლობას.

ყოველდღიურად ჰაერი დაახლოებით 200 სახის სხვადასხვა ნივთიერებით ბინძურდება, რომელთა ხშირი შესუნთქვა ცვლის სისხლის ფორმულას, იწვევს კიბოს და სასუნთქი ორგანოების დაავადებებს, ხშირ შემთხვევაში იწვევს გონებრივ პრობლემებსაც. მსოფლიოში ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების უმეტესი წილი ავტომობილების, ასევე ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვსა და ნარჩენებზე მოდის.

გარემოს ძალიან დიდ ზაინს აყენებს ნარჩენებიც. კომპანიების დიდი ნაწილი წარმოების პროცესში აქცენტს ხარჯების ოპტიმიზაციაზე აკეთებს და ისეთ შესაფუთ მასალებს იყენებს, რომლის გადამუშავებაც გარემოს უჭირს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საწარმოების მიდგომები შეიცვალოს და მათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

mkurnali.geდაბინძურებული საკვებისა და გარემოს როლს ადამიანების ავადობაში ნათლად აცნობიერებენ ექიმებიც, რომლებიც უფრო და უფრო მეტად აკეთებენ აქცენტს ჯანსაღ საკვებზე, სუფთა ჰაერზე და ასევე, მავნე ქიმიური საშუალებების უარყოფაზე.

"ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. თუ გსურთ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა. მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვები, მაქსიმალურად მოერიდეთ ხილ–ბოსტნეულს, რომელიც ქიმიური საშუალებების დახმარებით იზრდება, ასევე, მზა პროდუქტებს, რომლებიც მავნე დანამატებს შეიცავენ. ეცადეთ მაქსიმალურად ბევრი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დღეს სამწუხაროდ სათანადო ყურადღებას არ უთმობენ, არის მავნე ქიმიური საწმენდი და სარეცხი საშუალებები, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს. ქიმიური ფორმულები, რომლებისგნაც ისინი შედგება თქვენს კანთან შეხებისას და გარკვეულ შემთხვევაში ორგანიზმში მოხვედრის შედეგად ჯანმრთელობის ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. ამიტომ ყოველთვის ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი საშუალებები მოიხმარეთ," – განმარტავს ოჯახის ექიმი მაია მორჩაძე.

სიტუაცია მართლაც რთულია. თუმცა გამოსავალი არსებობს. ქართულ ბაზარზე მართალია მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც არსებობს ეკოლოგიური საკვები. მათი ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი იმპორტირებული.

რაც შეეხება, ბუნებრივ სარეცხ და საწმენდ საშუალებებს, ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე გამორჩეული კომპანიაა "ფროში". "ფროშის" პროდუქცია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება, მეორე მხრივ კი მისი წარმოების პროცესი ისეა მოწყობილი, რომ ამ პროცესში გარემოს დაბინძურება მცირედითაც კი არ ხდება.

mkurnali.ge

საერთო ჯამში, იმისათვის რომ სახიფათო პროდუქცია არ შეიძინოთ, აუცილებელია ყოველთვის წაიკითხოთ იმ საკვები პროდუქტების თუ სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთების, მათ შორის საოჯახო ქიმიის პროდუქციის ანოტაცია, რომლის ყიდვასაც აპირებთ. არჩევანი კი იმაზე შეაჩერეთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და არაალერგიულია. ამ შემთვევაში თქვენი ავადობის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.