ძილი და ასაკი - როგორ იცვლება ძილი ასაკთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილი და ასაკი - როგორ იცვლება ძილი ასაკთან ერთად

თუმცა ყველა ორგანიზმი ინდვიდუალურია და ყველას სხვადასხვა ხანგრძლივობის ძილი ჰყოფნის. ძილის ხანგრძლივობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ასაკი და ფიზიკური აქტივობა.

დრიუ დოუსონი, ცენტრალური კვინსლენდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) პროფესორი, მიიჩნევს, რომ ადამიანს ძილი ყველაზე მეტად ახალშობილობის პერიოდში (სიცოცხლის საწყის ეტაპზე) სჭირდება, ასაკთან ერთად ძილზე მოთხოვნილება სულ უფრო მცირდება. მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფს შეუძლია 16-18 საათს ეძინოს. ჩვილებს სიცოცხლის პირველი 3-6 თვის განმავლობაში 14-16 საათს სძინავთ. თანაც ამ ძილის თითქმის ნახევარი (50%) სწრაფი ძილის (იგივე “ღEM ძილის”, ღაპიდ Eყე Mოვემენტ - თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზაა. ძილის ეს სპეციფიკური სტადია ძირეულად განსხვავდება სხვა სტადიებისაგან, რადგანაც ამ სტადიაში ეეგ (ელექტროენცეფალოგრაფიული) აქტივობა ღვიძილის დროს არსებული ეეგ აქტივობის მსგავსია, მას პარადოქსულ სტადიასაც უწოდებენ.

ასაკთან ერთად ძილის ხანგრძლივობა სულ უფრო მცირდება. ახალგაზრდა ადამიანებს, განსაკუთრებით ფიზიკურად აქტიურებს, შეუძლიათ 10 საათს იძინონ. 40-70 წლის ასაკში კი ძილის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად კლებულობს (ძირითადად 6-7 საათამდე). ასაკთან ერთად იცვლება არა მხოლოდ ძილის ხანგრძლივობა, არამედ ხარისხიც.

სპეციალისტთა განცხადებით, თუ ადამიანი აქტიურ ცხოვრებას ეწევა, მაშინ ღრმა ძილი მისი დასვენების მნიშვნელოვან პერიოდს დაიკავებს როგორც შუახნის ასაკში, ასევე ადრეულ სიბერეშიც. ანალოგიურად, სწრაფი ძილის ფაზა შეჭიდულია გონებრივ აქტივობასთან. ცნობილია, რომ ფიზიკურად და ფსიქიკურად აქტიურ ადამიანებს, თუნდაც ასაკოვნებს, ისევე დიდხანს სძინავთ, როგორც ახალგაზრდებს. ნაკლებად აქტიურ ასაკოვნებსა და მით უფრო მოხუცებს ზედაპირული ძილი აქვთ.

მოხუცები ხშირად უჩივიან უძილობას, უფრო სწორად, ძილის ხანგრძლივობის სიმცირეს (ძილის ნაკლებობას), მისი დანაკლისის აღდგენას კი ადრე დაწოლითა და გვიან ადგომით ცდილობენ, რაც საერთოდ არ არის გამოსავალი, მეტიც - არასწორია - აცხადებს პროფესორი დრიუ დოუსონი და თან ასაბუთებს: “ძილის პროცესი, ჩვეულებრივ, მასზე მოთხოვნილების ადეკვატურია. ხშირ შემთხვევაში, ასაკოვანი, მით უფრო მოხუცი ადამიანი, უბრალოდ, არც ფიზიკურად იღლება და არც გონებრივად, შესაბამისად, მის ორგანიზმს (“მცირე ძალთა აღსადგენად”) ხანმოკლე ძილიც კი ჰყოფნის. ასაკში ღრმა და ხარისხიანი ძილისათვის ერთადერთი პირობა აქტიური ცხოვრება და კარგი ფიზიკური მდგომარეობაა!”