რატომ უნდა დავისვენოთ ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა დავისვენოთ ზაფხულში

სხვადასხვა გარემოში ადამიანებს განსხვავებული განცდები უჩნდებათ: სიამოვნების, სიყვარულის, სიძულვილის, ზიზღის, შიშის, მრისხანების... ზოგი სულიერ სიმშვიდეს მაშინ პოვებს, როცა ზურგჩანთამოკიდებული მთის ბილიკებს მიუყვება, დაბრკოლებებს უმკლავდება, კარავს შლის და საძილე ტომარაში იძინებს. სირთულეების დაძლევისას ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება, მეტად რწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში, რაც მას უზომო კმაყოფილებას და სულიერ კომფორტს ჰგვრის. ზოგს საკუთარ თავთან დარჩენა ანიჭებს სიხარულს, ზოგს კი ზღვაზე დასვენება. ზღვის საოცარი ფერი, ზვირთცემა, მარილით გაჯერებული ჰაერი, მცხუნვარე მზე, თბილი ტალღები, ჩამავალი მზის ულამაზესი პეიზაჟი - გადაღლილი ფსიქიკის შესანიშნავი მკურნალია. თუ ამას სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაც ემატება, მაშინ დასვენება მართლაც დაუვიწყარი ხდება. თანამოაზრეებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობაც უდიდესი სიამოვნებაა.

ადამიანი მოთხოვნილებათა მატარებელი არსებაა, როცა მათ მაქსიმალურად იკმაყოფილებს, ის მშვიდი და ბედნიერია. ეს, უწინარესად, ვიტალურ ანუ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს ეხება, ადამიანს არ უნდა აწუხებდეს შიმშილი, წყურვილი და სექსუალური დაუკმაყოფილებლობა. სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ესთეტიკური იქნება ეს თუ ინტელექტუალური, ფიზიკური აქტივობა თუ მეგობრებთან ურთიერთობა, მას სრულფასოვნების, პიროვნული ღირსების განცდას უჩენს. მთამ ან ზღვამ რომ გვასიამოვნოს, მათთან ურთიერთობისას ერთგვარი სიფრთხილე გვმართებს. დიდი სიფრთხილეა საჭირო გარუჯვისას, როგორც ზღვაზე, ისე მთაში - რადგან ბოლო ხანს მზის აქტიურობამ საგრძნობლად მოიმატა, ოზონის შრის გათხელების გამო კი გაიზარდა რადიაციული ფონიც. ამიტომ დღის 12 საათის შემდეგ მზის აბაზანების მიღება სახიფათოა. რომ არ დაიწვათ, კანი მზის სხივებს თანდათანობით უნდა შეაჩვიოთ. გახსოვდეთ: დამწვრობას ათასგვარი გართულება შეიძლება მოჰყვეს. მზით დამწვრობა მხოლოდ კანისთვის როდია საზიანო - მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს მთელი ორგანიზმისთვის ძლიერი სტრესია, ამიტომ განტვირთვის ნაცვლად ფსიქიკას თრგუნავს. სტრესს წარმატებით უმკლავდება საყვარელ ადამიანთა სიახლოვე, ის ტვინში სიამოვნების ჰორმონების - ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ მზით დამწვარ დამსვენებლებს სქესობრივი ლტოლვა უძლიერდებათ. ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებს ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამომუშავებას, სწორედ ამის გამო ადამიანს მგრძნობელობა უმძაფრდება. მზის სხივები სიხარულის ჰორმონის - სეროტონინის წარმოქმნასაც ააქტიურებს. მთიდან თუ ზღვიდან ადამიანი ყოველთვის ჩინებული განწყობით ბრუნდება. უსიამოვნებები, ნეგატიური ემოციები თითქოს უკვალოდ ქრება. ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობთ და გვეჩვენება, რომ გავახალგაზრდავდით კიდეც. იქნებ არც გვეჩვენება - ზღვასა და მზეს, მთასა და ტყეს მართლაც უამრავი სასიკეთო ეფექტი აქვს. იმატებს სასიცოცხლო ენერგია, სულიერი სიმტკიცე, თავდაჯერება, გვიბრუნდება სიცოცხლის ხალისი. ამიტომ უნდა მოვახერხოთ, რამდენიმე კვირით ან დღით გავექცეთ ყოფით ერთფეროვნებას, ყოველდღიურ საზრუნავს და დავისვენოთ, განვიტვირთოთ, რათა დადებითი ემოციებით აღვსილნი დავუბრუნდეთ პროფესიულ თუ საოჯახო საქმიანობას.

დასვენება და განტვირთვა აუცილებელია ფიზიკური სიჯანსაღისა და ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენად. ზაფხული სწორედაც მცირეხნიანი უზრუნველობის პერიოდია. ადამიანს სიცოცხლის ხალისისა და შრომის უნარის შესანარჩუნებლად სჭირდება ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობა: საკვები, ბინა, ტანსაცმელი და კიდევ უამრავი რამ, თუნდაც გართობა, განტვირთვა, სრულფასოვანი დასვენება.

სხვადასხვა

რატომ გვიზიდავს ზღვა? როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ზღვის წყლის შემადგენლობა ძალიან ახლოსაა ადამიანის სისხლის პლაზმასთან. იქნებ ამიტომაც გვაქვს ზღვის წყლისადმი ამგვარი ლტოლვა. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მკურნალობდა ზღვის წყლით ჭრილობებს, ნახეთქებსა და დაჟეჟილობას. ზღვაში ბანაობას ურჩევდა ნერვული დაავადებებისა და სახსრების ტკივილის დროს, ხოლო ზღვის წყალს კუჭის საუკეთესო გამხსნელად მიიჩნევდა.

ყოველგვარი დაავადების წამალი

ზღვის ტალღები მსუბუქი მასაჟის ეფექტს იძლევა, ამდიდრებს ორგანიზმს ჟანგბადით, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას. მარილიანი წყალი არეგულირებს თერმორეგულაციას, ამაღლებს ტონუსს, აკაჟებს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ზრდის სისხლის წითელი სხეულების რაოდენობას და აღადგენს გულის რიტმს. გარდა ამისა, ზღვისა და ოკეანეების წყალს აქვს ანტისტრესული ზემოქმედება - ის ანეიტრალებს ჭარბ, მავნე დადებით იონებს, რომელთაც რკინა-ბეტონის ჯუნგლში ვაგროვებთ. ზღვა გვასაჩუქრებს უამრავი მინერალით, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. იოდი, რომლითაც მდიდარია ზღვის წყალი, ააქტიურებს ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, უხდება ტრავმისშემდგომ მდგომარეობას და რევმატულ დაავადებებს.