ზაფხულის სეზონის საფრთხეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის სეზონის საფრთხეები

ხშირად ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველიც. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ საზაფხულო რისკებს:

#1 რისკფაქტორი - მზე

მზე საზაფხულო სეზონის ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება და სიხარულია, შეუდარებელი სითბოთი და ნანატრი რუჯით, რომლითაც მთელი წელი შეიძლება თავის მოწონება, მაგრამ ამ სიამოვნებისას ზომიერების გრძნობამ არ უნდა გვიმტყუნოს, რომ დამწვრობის მსხვერპლად არ ვიქცეთ...

#2 რისკფაქტორი - დერმატოლოგიური პრობლემები

ზაფხულში განსაკუთრებით უმწვავდებათ პრობლემები მზის ალერგიის მქონეთ.

სხვადასხვა ტიპის დერმატოლოგიური პრობლემა შეიძლება გაუმწვავდეთ მათ, ვინც:

  • დიდ დროს ატარებს მზეზე ან ხანგრძლივად ირუჯება;
  • მზის გაძლიერებული გამოსხივებით გამოწვეული გარე საფარველის პრობლემები გამორჩეულად აწუხებთ თეთრი კანისა და ღია თვალის ფერის მქონეთ, ქერათმიანებს;
  • იმ პირებს, რომელთაც კანის სიმსივნეებისადმი დადებითი მემკვიდრული წინასწარგანწყობა აღენიშნებათ;
  • 50 წელს გადაცილებულთა უმეტესობას.

#3 რისკფაქტორი - სითბური დარტყმა

მაღალი ტემპერატურა და სითხის ფარული დანაკარგი, განსაკუთრებით მზიან ამინდში, ჰაერის მაღალი ტენიანობის დროს, ზრდის სითბური დარტყმის საფრთხეს, თანაც ის შესაძლოა განვითარდეს უეცრად, ყოველგვარი წინასწარი სიმპტომის გარეშე.

#4 რისკფაქტორი - კვებითი ინტოქსიკაციები

ზაფხულში ხშირია ექსკურსიები და პიკნიკები ბუნებაში, რაც ხშირად სრულდება კვებითი ინტოქსიკაციით, ზოგჯერ კოლექტიურითაც. ეს კი საკვების არასათანადოდ შენახვის შედეგია. მოწამვლა ხშირად მზეზე დიდხანს დადებულ ხორცის ნაწარმს უკავშირდება.

წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე ინტოქსიკაციის მომატება მოსალოდნელია შინაც, ბუნებაში გაუსვლელად, როდესაც ასევე სათანადოდ დაუცველია პროდუქტების ვარგისიანობის ვადა და მისი შენახვის წესები. ეს ეხება განსაკუთრებით რძესა და მის პროდუქტებს, აგრეთვე რძეზე დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს.

#5 რისკფაქტორი - ნაწლავური ინფექციები

ზაფხულში “დაუბანელი ხელების” დაავადებათა პიკია. წელიწადის არც ერთ სეზონზე ნაწლავური ინფექციების ეპიდემიათა ისეთი აფეთქებები არ აღინიშნება, როგორიც ზაფხულში. მაღალი ტემპერატურა ხელსაყრელია კუჭ-ნაწლავის ინფექციების გამომწვევთა გაძლიერებული გამრავლებისთვის, ამიტომ საკმარისია დაუბანელი ხელით რაიმეს ჭამა, რომ მასზე დაბუდებული მიკრობი, ორგანიზმში მოხვედრისას, უმალ ინფექციას იწვევს.

ნაწლავური ინფექციის გამომწვევი ვირუსი ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს რაიმე გემრიელის შეჭმისას ან, უბრალოდ, აუზში ბანაობისას, ზღვის სანაპიროზე სეირნობისას და სხვა.

#6 რისკფაქტორი - მხედველობის დაზიანება

მზის სინათლის ულტრაიისფერი სპექტრის სხივებს თვალის სერიოზული დაზიანება შეუძლია, თუ ადამიანი დიდხანს არის მზეზე და არ აქვს ულსტრაიისფერი გამოსხივების მფილტრავი სათვალე.

ზაფხულში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით ხშირია ე.წ. მშრალი თვალის სინდრომის მქონეთათვის, რომელთაც ისედაც აღენიშნებათ ლორწოვანი გარსის სიმშრალე. ზაფხულში კი, მაღალი ტემპერატურის გავლენით, ეს პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება.

მზეზე მხედველობის დაცვა ნებისმიერ მზის სათვალეს როდი შეუძლია. მხედველობის დაზიანება მოსალოდნელია განსაკუთრებით ტბებისა და ღია აუზების სიახლოვეს, სადაც მზის სინათლის ულტრაიისფერი სპექტრის სხივები დიდი კონცენტრაციით აირეკლება.

#7 რისკფაქტორი - კოღოები და სხვა ტიპის მწერები

ზაფხული მწერებისთვისაც საყვარელი პერიოდია, ამ მხრივ განსაკუთრებული საფრთხის შემცველია კოღოსა და ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგიული რეაქციები.

მინდორსა და ბალახებში სიარულისას შესაძლებელია ტკიპებთან კონტაქტიც, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ თავადაც უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს, უამრავი საშიში დაავადების გამომწვევის გადატანაც შეუძლიათ.