გამოცდა რომ წარმატებული იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამოცდა რომ წარმატებული იყოს

წესი #1

თავი შეიკავეთ დამამშვიდებელი საშუალებებისა და მედიკამენტებისგან – ისინი თრგუნავენ ტვინის მუშაობას და კონცენტრირებაში უშლიან ხელს. მათი მიღების შემდგომ არც პარადოქსული რეაქციებია გამორიცხული, შესაძლოა განვითარდეს კიდურების კანკალი, გონების დაბინდვა და სხვა.

არავინ იცის, როგორ იმოქმედებს ქიმიური პრეპარატი გაძლიერებული გონებრივი დატვირთვის, განცდების, ნერვიულობისა და გამოუძინებლობის ფონზე.

სჯობს, მედიკამენტები ჯანსაღი ძილით ჩაანაცვლოთ: ვაჟებმა იძინეთ 7-8 საათი, ხოლო გოგონებმა - 8-9 საათი.

ძილის წინ სუფთა ჰაერზე ნახევარსაათიანი გასეირნება ჩვევად აქციეთ.

გამოცდებისთვის მზადების პროცესში ყოველი ერთსაათიანი მეცადინეობის შემდეგ 15-წუთიანი მსუბუქი ვარჯიშები ჩაატარეთ, ამით მოიხსნით კუნთების დაძაბვას და ტვინს ახალი ინფორმაციის მისაღებად მეტ ძალას შემატებთ.

წესი #2

სრულფასოვანი კვება:

გაამდიდრეთ რაციონი ცილებით მდიდარი პროდუქტებით. მაგალითად, საუზმეზე მიირთვით ხაჭო და არაჟანი, კვირაში ორჯერ - კვერცხი.

სადილი აუცილებლად უნდა შეიცავდეს წვნიანს, 75-100 გრამ ხორცსა და ბოსტნეულს.

სამხრად კარგია თევზი, კვერცხი და არაჟანი.

ამ პროდუქტების შემცველი ცილა შესანიშნავად კვებავს თავის ტვინს, შესაბამისად, ერთიათად აადვილებს ინფორმაციის მიღებასა და შენახვას.

აუცილებელია ვიტამინებით მდიდარი კომბოსტო და სტაფილო, ბანანი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი - ისინი ორგანიზმს ენერგიითა და სიმხნევით ავსებენ.

ტვინის მოქმედებას ააქტიურებს მიკროელემენტებით მდიდარი ბურღულეული და მათგან დამზადებული ფაფები, ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა წიწიბურა.

წესი #3

სწორად შეადგინეთ სამეცადინო რეჟიმი:

მეცადინეობისას მაგიდიდან მოაცილეთ უსარგებლო და ზედმეტი ნივთები;

ტოროლა ბრძანდებით თუ ბუ, ამის მიხედვით დაგეგმეთ სამუშაო რეჟიმი;

მეცადინეობა დაიწყეთ რთულიდან და თანდათან გადადით მარტივზე;

სასურველია ოთახში ჭარბობდეს ყვითელი და იისფერი ნივთები, რამდენადაც ეს ფერები ზრდიან ინტელექტუალურ აქტივობას;

აუცილებლად დაუსახეთ თავს ყოველდღიური სამეცადინო გეგმა;

მეცადინეობა და დასვენება შეუნაცვლეთ ერთმანეთს – 40-წუთიანი მეცადინეობის შემდეგ 10 წუთით შეისვენეთ.

გამოცდის წინა დღეს ძილის წინ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და კარგად დაიძინეთ.

წესი #4

უშუალოდ გამოცდის წინ:

შეგიძლიათ მიირთვათ შოკოლადი, ის კონკრეტულ დავალებაზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. შოკოლადი შესანიშნავი ანტიდეპრესანტიცაა, გემრიელია, სასარგებლო და სტრესთან მებრძოლი.

როგორც ცნობილია, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდს ემთხვევა, ამიტომ აუცილებელია გამოცდაზე სასმელი წყლის წაღება.

მინერალური და ტკბილი გაზიანი სასმელებისგან თავშეკავებას გირჩევთ. ისინი წყურვილის გრძნობას მხოლოდ მოკლე დროით აქრობენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოცდაზე ჩასაცმელის შერჩევაც: უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის, სადა ტონებს – ისინი საკუთარ ძალებში თავდაჯერებას მატებენ და არც მხედველობას აღიზიანებენ.

სამოსმა მოძრაობისას არ უნდა შეგზღუდოთ, ვიწრო და ტანზე მოტმასნილი სამოსი უხერხულობას შეგიქმნით და დავალებაზე კონცენტრირებაში ხელს შეგიშლით.

წესი #5

უშუალოდ გამოცდაზე:

საკითხების მიღების შემდეგ ნუ შეშინდებით, თუ მოგეჩვენებათ, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, განცდებისგან ასეთი რამ ბევრს ემართება.

ნელ-ნელა ყველაფერი გაგახსენდებათ, რომელი კითხვის პასუხიც ყველაზე კარგად იცით, იმით დაიწყეთ.

წესი #6

განეწყვეთ დადებითად:

გამოცდას შეხედეთ როგორც ერთგვარ თამაშს, რომლის მოგების შანსიც გაცილებით მეტი გაქვთ, ვიდრე წაგების, მიუხედავად იმისა, რომ ის თამაშზე გაცილებით სერიოზული რამაა და გონებრივი და ფიზიკური ძალების სრულ მობილიზაციას მოითხოვს.

იმარჯვებს ის, ვისაც გამარჯვების სჯერა – წარმატების რწმენა ამშვიდებს გონებას და ასუსტებს ეჭვს, ღელვასა და შფოთვას.

თუ რწმენა ძლიერია, ის აუცილებლად დაგეხმარებათ.

გახსოვდეთ, ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში ყველაზე მთავარი ფიგურა თავად ხართ.

რჩევები მშობლებს:

  • გამოცდებისთვის მზადების პროცესში შეუცვლელია მშობლის როლი, თუმცა ეცადეთ, ბავშვზე ზრუნვისას არ გადააჭარბოთ - მათ ზოგჯერ აღიზიანებთ ზედმეტი მზრუნველობა;
  • მიეცით ბავშვს საშუალება დამოუკიდებლად შეარჩიოს სამეცადინო დრო, ყველას მუშაობის ინდივიდუალური სტილი აქვს;
  • გამოცდის წინ ნუ დაძაბავთ ბავშვს გამოცდის წარმატებით ჩაბარების მნიშვნელობის შეხსენებით, ეს შესაძლოა მასზე უარყოფითად აისახოს;
  • გაითვალისწინეთ, რაც უფრო მეტად ეშინია ბავშვს წარუმატებლობის, მით მეტია შეცდომების დაშვების ალბათობა;
  • ნუ შექმნით ტრაგედიას წარუმატებელი გამოცდის შემდეგ, ამით არაფერი სრულდება, მოზრდილობისკენ მიმავალ გზაზე ხშირია მარცხი და სწორედ წარუმატებლობა და მისი გამომწვევი მიზეზების რაციონალური გაანალიზება გვიცავს მორიგი მარცხისგან, თანაც ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენებიც არსებობს;
  • ბავშვს ჩააგონეთ, რომ გამოცდაზე მიღებული ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მის შესაძლებლობებს სრულად არ ასახავს;
  • ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და რთულდება ცხოვრებაში ჩასაბარებელი გამოცდების რიცხვი, ასე რომ, დაეხმარეთ შვილებს და მათთან ერთად იზეიმეთ წარმატებით ჩაბარებული ყველა გამოცდა.