როგორ მოვუაროთ საყოფაცხოვრებო საგნებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ საყოფაცხოვრებო საგნებს

ამიტომ ყოველი მათგანი ხარისხიანად რომ ასრულებდეს თავის ფუნქციას, მათი ექსპლუატაციის თავისებურებებშიც უნდა გავერკვეთ და მოვლის წესებიც დავიცვათ. მაგალითად, თუ წყლის ფილტრს იმაზე მეტხანს გამოვიყენებთ, ვიდრე მის ინსტრუქციაშია მითითებული, სიკეთის ნაცვლად ზიანს მიაყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. ღრუბლის გამოყენება არ შეიძლება 4 თვეზე მეტხანს - დროთა განმავლობაში მასში სახლდებიან და მრავლდებიან ბაქტერიები.

ერთადერთი გამოსავალი ის არის, ხშირად შევცვალოთ ეს აქსესუარი ახლით. მტვერსასრუტის, სამზარეულოს ნიჟარის, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრი რეგულარულად უნდა გამოიცვალოს და გაიწმინდოს. გეშინიათ, რამე არ გამოგრჩეთ? შეადგინეთ იმ ნივთების სია, რომლებიც შეცვლას და რეგულარულ მოვლას საჭიროებს და თითოეულის გასწვრივ აღნიშნეთ “განახლების” თარიღი. აი, რა მარტივია ყველაფერი!

საძინებლის აქსესუარი

მშვიდად და ჯანსაღად რომ გვეძინოს, მოხერხებულად უნდა ვიწვეთ, ლეიბიც კომფორტული უნდა გვეგოს. დიდხანს რომ გვემსახუროს, ის ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა გადავაბრუნოთ და შევატრიალოთ, წელიწადში ერთხელ კი განვაახლოთ.

რბილი და მოხერხებული

მიკროფიბრის ხელსახოცები ყოველი ხმარების შემდეგ წყალში უნდა გავავლოთ და გავაშროთ, ყოველ სამ დღეში ერთხელ კი სარეცხ მანქანაში გავრეცხოთ 60-95 გრადუს ტემპერატურაზე (ფხვნილის გარეშე). ისინი 300 გარეცხვას უძლებენ.

სარეცხი მანქანა

რეგულარულად გამოიღეთ და წყლის ჭავლის ქვეშ გარეცხეთ სარეცხი მანქანის ფხვნილის ჩასაყრელი რეზერვუარი. რეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია დატოვეთ, რათა უსიამოვნო სუნი არ გაუჩნდეს. მანქანის ქვედა ნაწილში მოთავსებული ფილტრი, რომელიც ნაგვის ერთგვარ საფარს წარმოადგენს და ბევრ უცხო საგანს აკავებს, ყოველი მეათე რეცხვის შემდეგ გაასუფთავეთ.

სუფთა ჯაგრისი

კბილის ჯაგრისი გამოყენების შემდეგ ჯერ გამდინარე წყალში გაავლეთ, შემდეგ საპნის ქაფით გარეცხეთ. შეინახეთ თავით მაღლა და არ დაივიწყოთ, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ უნდა ცვალოთ!

სხვადასხვა დანიშნულების ჯაგრისები

ჯაგრისი, ეს თითქოსდა უბრალო საყოფაცხოვრებო ნივთი, არც ისე ადვილი შესარჩევია. ის სხვადასხვანაირია, იმისდა მიხედვით, რისი გაწმენდა-დასუფთავება გვსურს. ტრადიციული ჯაგრისი ღორის ჯაგრისგან მზადდება. ის იდეალურია ზედა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გასაწმენდად, დიდხანს ინარჩუნებს სიმტკიცეს და კარგად უძლებს გარემოს ნებისმიერ ზემოქმედებას. მსგავსი თვისებები აქვს ცხენისა და ძროხის ძუისგან დამზადებულ ჯაგრისებსაც, თუმცა ისინი გაცილებით რბილია და სათუთი ნივთების მოსავლელად გამოდგება.

არსებობს ქოქოსის ბოჭკოს, ნეილონისა და შაქრის პალმისგან დამზადებული ჯაგრისები. მათ სამზარეულოს ავეჯისა და ჭურჭლის გასაწმენდად და გასარეცხად იყენებენ. ფუნჯები, რომლებიც თხისა და მაჩვის ბეწვისგან მზადდება, ძალიან სწრაფად და ადვილად აცილებს მტვერს ავეჯს. თხის ბეწვისა და მცენარეული ბოჭკოებისაგან დამზადებული ჯაგრისი კარგად ასუფთავებს ოთახის მცენარეთა ფოთლებს. ბაიას ბოჭკოს მრგვალი ჯაგრისი აცილებს ქოთანს ძნელად მოსაცილებელ მიწის ნარჩენებს. ღორის ჯაგრისგან დამზადებული ჯაგრისი ყველაზე ვიწრო ნაპრალებშიც კი აღწევს. ჯაგრისგან დამზადებული ტანსაცმლის მინიჯაგრისი (8სმ) ქსოვილს ბუსუსებსაც აშორებს. წიგნის ჯაგრისი თხის ბეწვისა და ღორის უხეში ჯაგრისგან მზადდება. ის კარგად წმენდს წიგნის თაროებს. ფეხსაცმლისთვის განკუთვნილი პროფესიული ჯაგრისი დამზადებულია ცხენის ფაფრისგან და ხშირად მორკალური სახელური აქვს.