ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ხომ გახსოვთ ანდაზა - სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. ადამიანი სიყვარულს ყველგან იპოვის: ქუჩაში, კაფეში, სამსახურში.... ისეც ხდება, რომ ორი ადამიანი ზოგჯერ წლობით იცნობს ერთმანეთს, ვიდრე მათ შორის გრძნობა გაჩნდება. სხვა თვალით შეხედეთ კოლეგებს, თანაკურსელებს, როგორმე გამოძებნეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად - მათ შეიძლება ვინმე გაგაცნონ. სხვა თუ არაფერი, ერთფეროვანი ცხოვრება დაგღლით და დაგთრგუნავთ.

ჩემმა ბიჭუნამ ეზოში ცუდი სიტყვები ისწავლა. არადა ჯერ მხოლოდ ოთხი წლისაა... მე და ჩემს ქმარსაც კი მოგვმართავს უწმაწური სიტყვებით. როგორ გადავაჩვიო?

ნინო, 26 წლის

ამ ასაკში ბავშვს არ ესმის მსგავსი სიტყვების მნიშვნელობა, უბრალოდ, უფროს ბავშვებს ბაძავს. ამის გამო ნუ დასჯით. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკში ბავშვები ზოგჯერ მშობლების ჯიბრზე იქცევიან ასე, განგებ აკეთებენ იმას, რასაც უკრძალავენ. შეეცადეთ, დაიცვათ თქვენი პოზიცია. თუ ბავშვი ისევ ისე მოიქცევა, აღარ ეთამაშოთ, სანამ ცუდი სიტყვების თქმას თავს არ დაანებებს.

სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ჩემი ქმარი ძალიან შეიცვალა, აუტანლად ეჭვიანი გახდა. ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს, დღეში რამდენჯერმე მირეკავს და მეკითხება, სად ვარ და რას ვაკეთებ. როგორ მოვიქცე?

ანასტასია, 27 წლის

როგორც ჩანს, თქვენი მეუღლისათვის მნიშვნელოვანი იყო “შემომტანის”, “ოჯახის მარჩენალის” სტატუსი. ახლა, როცა სამსახური დაკარგა, ეჩვენება, რომ თქვენს თვალში დაიმცრო, ამიტომ გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა, სხვა მამაკაცმა მოგხიბლოთ. მოიკრიბეთ ძალა, რათა საყვარელ ადამიანს ამ რთული პერიოდის გადატანაში დაეხმაროთ. იყავით უფრო ყურადღებიანი, თქვენ თვითონ დაურეკეთ, ხშირად უთხარით, როგორ გიყვართ და როგორ გჯერათ მისი.

ჩემი საყვარელი მამაკაცი თავს არ უვლის, უფრო ზუსტად, ძალიან იშვიათად. კვირაში ერთხელ იპარსავს წვერს, მე კი გაუპარსავი არ მომწონს, მით უმეტეს, რომ წვერი არათანაბრად ეზრდება და უსიამოვნო შესახედავია. უკვე ბევრჯერ ვუთხარი ეს, მაგრამ ჩემს შენიშვნებს არაფრად აგდებს.

ეკა, 22 წლის

შეეცადეთ, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იმოქმედოთ: უთხარით, რომ მისი წვერი გკაწრავთ და კოცნის შემდეგ კანი გიღიზიანდებათ; აჩუქეთ კარგი საპარსი მოწყობილობა, ერთიც თქვენ დაიტოვეთ - იქნებ სწორედ თქვენთან სტუმრობისას დაიყოლიოთ, რომ თავი მოიწესრიგოს. დაარწმუნეთ, რომ თუ თხოვნას შეგისრულებთ, ამას ძალიან დააფასებთ, რადგან მისი მხრივ ეს იქნება საყვარელი ქალის გამო ჩადენილი გმირობა.

ჩემს დედამთილს ჩემდამი უამრავი პრეტენზია აქვს. ბოლო არ უჩანს ამგვარ შენიშვნებს: “რატომ ჭრი ყველს ამ დანით?!”, “რამდენ მარილს აყრი წვნიანს?!..” როგორ მოვიქცე?

ეკა, 24 წლის

- ეცადეთ ისე მოიქცეთ, თქვენს დედამთილს არ მიეცეს წამოწყებული კამათის გაგრძელების საბაბი. ყველა მის შენიშვნასა და რჩევას ღიმილით უპასუხეთ: “გმადლობთ, ჩემთვის ასე უფრო მოხერხებულია”. დედამთილს თქვენი კრიტიკის სურვილი დაეკარგება, როცა დარწმუნდება, რომ საკუთარ აზრს მტკიცედ იცავთ. ეცადეთ ყურადღების გადატანის ტაქტიკაც გამოიყენოთ: თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვახშმის მომზადება, დედამთილს წამოწოლა და დასვენება ან საინტერესო ტელეგადაცემის ყურება შესთავაზეთ.

ჩემი მეგობარი ყველა უცოლო მამაკაცს თავის საბედოდ აღიქვამს, საკმარისია, ვინმემ კაფეში დაპატიჟოს, რომ მაშინვე მომავლის გეგმებს აწყობს. ბუნებრივია, შემდეგ იმედგაცრუებული რჩება და დეპრესიაში ვარდება. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ გათხოვება უნდა იჩქაროს და ყველა უცოლო თანაკლასელსა და კოლეგას ეკეკლუცება. როგორ ავუხსნა, რომ არასწორად იქცევა?

სოფო, 31 წლის

- აუცილებლად უთხარით თქვენს მეგობარს, რომ მეტისმეტად ჩქარობს. დაარწმუნეთ, რომ მეუღლის არჩევა საპასუხისმგებლო ნაბიჯია. დაარწმუნეთ, რომ ნებისმიერ მამაკაცს, რომელსაც შეხვდება, კარგად, ყურადღებით უნდა დააკვირდეს. შესანიშნავია, რომ კანდიდატთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაიფანტა - თქვენს მეგობარს აღარ მოუწევს მათთვის დროის დახარჯვა. რა თქმა უნდა, არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის აღდგენა უიმედო გზაა. არსებობს ყოფილი თანაკლასელების ქორწინების უამრავი მაგალითი. უბრალოდ, არ არის საჭირო, ძველი ურთიერთობებით შემოიფარგლოს - აუცილებელია ახალი ნაცნობების შეძენაც. ეცადეთ, ამაში დაეხმაროთ.