რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

მუცლის ბუყბუყის მიზეზები

ბუყბუყებს მშიერი კუჭი, ძირითადად დილით, მაგრამ თუ არ ისაუზმეთ, შეიძლება მუცელმა მთელი დღე იბუყბუყოს. ბუყბუყი ბევრმა ჭამამაც შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი დღე მშიერი ხართ და შემდეგ ერთბაშად ბევრ საკვებს მიიღებთ, ან თუ საკვები მსუყეა.

ბუყბუყის მიზეზი ზოგჯერ ნერვიულობაა, მაგალითად, მუცელი შეიძლება „ახმაურდეს“ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების, გამოცდის ან პაემნის წინ.

მუცელი ბუყბუყს იწყებს გარკვეული პროდუქტის - გაზიანი წყლების ან ალკოჰოლის მიღების შემდეგაც.

მუცლის ყურყური შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის დაავადების სიმპტომი, მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ენტერიტის, კოლიტისა და სხვა.

ორსულობის დროს მუცლის ყურყურს იწვევს სისხლში პროგესტერონის მაღალი დონე, რაც ადუნებს გლუვ მუსკულატურას, მათ შორის, ნაწლავებს.

მუცლის ყურყურის შესამცირებლად ან მისგან თავის დასაღწევად აუცილებელია:

1. სწორი კვება: საკვები გულდასმით უნდა ღეჭოთ და თან აუცილებლად მოკუმული პირით, რომ შემთხვევით ჰაერი არ გადაგეყლაპოთ და კუჭსა და ნაწლავებში აირები არ დაგროვდეს.

2. გახსოვდეთ, რომ პარკოსნები, კომბოსტო, ახალი ბოსტნეული და ხილი, რძის პროდუქტები, ახალგამომცხვარი ნამცხვარი მუცლის ბუყბუყს იწვევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ თავი შეიკავეთ ამ პროდუქტებისგან ან შეამცირეთ მაინც მათი რაოდენობა. კერძის მომზადებასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, პარკოსნებისგან გამოწვეული მუცლის ბუყბუყის ასარიდებლად ან შესამცირებლად კეძის მომზადების წინ პარკოსნები რამდენიმე საათით დაალბეთ ძმარდამატებულ წყალში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს აირწარმომქმნელი აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციას.

3. გარკვეული პერიოდით შეწყვიტეთ შაქრის შემცვლელების მოხმარება. ამ ნივთიერებებს პრაქტიკულად ყველაფერი შეიცავს: საღეჭი რეზინები, ტკბილეული, გაზიანი წყლები, სოუსები და სხვა. ასეთი შეზღუდვა შეიძლება დაგეხმაროთ მუცლის ბუყბუყის დაძლევაში.

4. ნებისმიერი გაზიანი სასმელი (ლუდი, ტკბილი სასმელები და სხვა) ძლიერ ბერავს ნაწლავებს და აირებს წარმოქმნის. შესაბამისად, თუ მუცლის ყურყური გაწუხებთ, ნუ დალევთ გაზიან სასმელებს.

5. აირების წარმოქმნაზე ძლიერად მოქმედებს კოფეინიც, რომლის ძირითადი (მაგრამ არა ერთადერთი) წყაროც ყავაა. თუ ეს ნივთიერება მართლაც გიძლიერებთ გაზების წარმოქმნას, მაშინ არა მარტო ყავა, ჩაი და შოკოლადიც ამოიღეთ მენიუდან.

6. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, რაც აფერხებს გაზების დაგროვებას და მათი ბუნებრივი გზებით დროულ გამოდევნას ეხმარება.

7. ენტეროსორბენტებს (პოლიფეპანი, გააქტიურებული ნახშირი, ენტეროსგელი) ნაწლავების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია.

თუ მუცლის ბუყბუყი ძალიან გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს, ის გამოავლენს მიზეზს და დანიშნავს ადეკვატურ მკურნალობას.

რას გვატყობინებს სხეული

ხშირად ექიმს მხოლოდ რაიმეს ტკივილის დროს მივმართავთ, ორგანიზმში ცვლილებების მაუწყებელ სხვა ნიშნებს კი ვერ ვამჩნევთ. არადა, სხეული ტკივილის აღმოცენებამდე იძლევა საგანგაშო მინიშნებებს.

რომელი ნიშნები მიგვახვედრებს, რომ ორგანიზმს უჭირს?

თვალის სკლერაზე ცვლილებები

სკლერების გაყვითლება ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს. ამ დროს უნდა უარყოთ ცხიმიანი, ცხარე, მწარე, შემწვარი და შებოლილი საკვები და აუცილებლად მიმართოთ ექიმს. გახსოვდეთ, ყვითელი სკლერები ჰეპატიტის ერთ-ერთი პირველი ნიშანია!

სკლერებზე წითელი სისხლძარღვების გაჩენა გამოუძინებლობისა და გადაღლის მაუწყებელია. დაასველეთ ბამბის ტამპონები ცივ წყალში, დაიდეთ ქუთუთოებზე და გაიჩერეთ 10 წუთით. თუ თვალები გაწითლებულია, გექავებათ და ჭრის შეგრძნება გაქვთ, განსაკუთრებით - მკვეთრ სინათლეზე, მაშინ, სავარაუდოდ, კონიუნქტივიტი გეწყებათ და ექიმთან მისვლა გჭირდებათ.

აქერცლილი იდაყვები

ადრე თავადის ასულებს იდაყვის კანის გულდასმით მოვლას აიძულებდნენ, რადგან აქერცლილი იდაყვები არ იყო არისტოკრატობის მანიშნებელი. რეალურად, ზოგ შემთხვევაში, იდაყვებზე კანის აქერცვლა ენდოკრინული სისტემის ფუნქციობის დარღვევას მიუთითებს. თუ ამ სიმპტომის არსებობას აღმოაჩენთ, მაშინვე ენდოკრინოლოგს მიმართეთ. თუ სამედიცინო პრობლემა არ აღმოგაჩნდებათ, მაშინ იდაყვებზე კანს ხახვის ფაფის საფენები დაგირბილებთ - წვრილად დაჭრილი ხახვი გაახვიეთ დოლბანდში და პლასტირის საშუალებით დაიმაგრეთ იდაყვის კანზე. სასარგებლოა მცირე რაოდენობით თაფლში არეული გახეხილი კარტოფილის საფენებიც.

მშრალი ტუჩები

თუ პომადის წასმის დროს შეამჩნევთ, რომ ტუჩების ზედაპირი უსწოროა, ტუჩები ნაოჭდება და დახეთქილია, მაშინ ძალზე გაფრთხილდით, რომ ქარიან ამინდში ტუჩები არ ილოკოთ. ზოგჯერ დახეთქილი ტუჩები ორგანიზმის გაუწყლოებაზე მეტყველებს, ამიტომ დღის განმავლობაში ლიტრნახევარი წყალი მაინც დალიეთ.

ტუჩების სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიამაც, მაგალითად, ახალმა კბილის პასტამ, ტუჩის კუთხეში აქერცლილი ბუშტუკების გაჩენა კი ჰერპესზე ან ორგანიზმში В2 ვიტამინის ან რკინის ნაკლებობაზე მეტყველებდეს.

ღაწვების არაჯანსაღი სიწითლე

ღაწვების მოვარდისფრო-მოწითალო ელფერი ჯანმრთელობის ნიშანია. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგჯერ ლოყების სიწითლე არტერიული წნევის მატების მაუწყებელია.

ლოყებზე მოყავისფრო ლაქების გაჩენა ჰორმონულ დარღვევებს მიანიშნებს. შეიძლება საშიშიც არაფერი იყოს, რადგან ამგვარი ლაქები ორალური კონტრაცეპტივების მომხმარებელთაც უჩნდებათ. შეიძლება კონტრაცეფციის მეთოდის შეცვლამ პრობლემა მოხსნას, ოღონდ, ექიმთან კონსულტაციით.

პრობლემური ფრჩხილები

ფრჩხილებზე წვრილი თეთრი ხაზები ორგანიზმში კალციუმის ან თუთიის ნაკლებობაზე მეტყველებს. ამ პრობლემას კომპლექსური ვიტამინების მიღება მოგიხსნით. აი, სიყვითლე კი ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ფრჩხილების პატრონი ეწევა ან მუქ ლაქს ისვამს. ასეთი ცვლილებები შესაძლოა სოკოვანი ინფექციის ნიშანი იყოს. მისგან განთავისუფლება მხოლოდ დერმატოლოგის დახმარებითაა შესაძლებელი.

უხეში და დახეთქილი კანი ტერფებზე

ტერფებზე ნახეთქები ძალზე მტანჯველია. კანის ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს ნერვული გადაძაბვის, A ან B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის ნიშანი. რა უნდა იღონოთ? უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ ნერვულ სისტემას, მერე კი შეივსეთ ვიტამინების დეფიციტი. ჩაიტარეთ ტერფებზე კოსმეტიკური პროცედურებიც - გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ გვირილიანი ცხელი წყლის აბაზანები, კარგად გაიხეხეთ ტერფები პემზის ქვით ან სპეციალური სახეხით, შემდეგ გაიმშრალეთ და წაისვით თაფლისა და მცენარეული ზეთის ნარევი.

გასქელებული ფეხის ფრჩხილები

ფეხის ფრჩხილების გასქელება ფრჩხილების ფირფიტის დაავადების სიმპტომია. ზოგი მცდარად ამას ფრჩხილების ინდივიდუალურ, კოსმეტიკურ დეფექტად მიიჩნევს, ამიტომ არ მკურნალობს და პედიკიურით ნიღბავს.

ჯანმრთელი ფრჩხილის სისქე სულ 1 მმ-ია. ფრჩხილის ფირფიტის გასქელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ის მემკვიდრულია. მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომ საჭიროა, დაუყოვნებლივ დადგინდეს ფრჩხილის გასქელების მიზეზი და ჩატარდეს ადეკვატური მკურნალობა.

ფრჩხილების გასქელების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: სოკოვანი ინფექცია, რევმატიზმი, ათეროსკლეროზი, ფსორიაზი, ფრჩხილის ფირფიტის მექანიკური დაზიანება.

ფეხის ფრჩხილების გასქელების პროცესს აჩქარებს ვიწრო ფეხსაცმელი. უკვე შეცვლილ ფრჩხილებზე მუდმივმა ზეწოლამ წყლულიც შეიძლება გააჩინოს. გასქელებული ფრჩხილი აზიანებს მეზობელი თითების კანსა და ფრჩხილებს.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით

გასქელებული ფრჩხილების ხალხური მეთოდებით მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ დიაგნოზის დასმისა და ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.

თუ ფრჩხილების გასქელების მიზეზი სოკოვანი ინფექციაა, მაშინ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, ხალხური საშუალებების ჩართვაც ეფექტიანი იქნება.

1. ლიმონის კომპრესი - თხლად დაჭრილი ლიმონის ნაჭერი დაიფარეთ ფრჩხილზე და დააფიქსირეთ ბინტით ან პლასტირით. სასურველია თბილი წინდის ჩაცმა და კომპრესის მთელი ღამით გაჩერება. ეს პროცედურა ჩაატარეთ ყოველდღე, 1,5 კვირის განმავლობაში. ლიმონის კომპრესი განსაკუთრებით ეფექტურია ნეკა თითზე ფრჩხილის გასქელების სამკურნალოდ.

2. თანაბარი რაოდენობით იოდისა და ძმრის მჟავას ნარევი წაისვით გასქელებულ ფრჩხილებზე ყოველდღე (წასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბამბის დისკი ან ჩხირი) სრულ გამოჯანმრთელებამდე.

3. ვაშლის ძმრის აბაზანა - ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და თბილი წყალი და ფეხებზე აბაზანა გაიკეთეთ. ვაშლის ძმრის ჭარბმა დოზამ ან ცუდად არევამ შეიძლება კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ვაშლის ძმრის აბაზანები გაიკეთეთ ყოველდღე - ნახევარი საათის, ძილის წინ კი ერთი საათის განმავლობაში.

4. ვაშლის ძმრის კომპრესი - აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და მცენარეული ზეთი. ამ ნარევით კარგად გაჟღინთეთ ბამბის დისკი და შემოახვიეთ ფრჩხილსა და თითის ბალიშს. ეს კომპრესი დააფიქსირეთ ცელოფანით, ბინტით ან ფართო პლასტირით (მაგრამ ძლიერად არ მოუჭიროთ). გაიჩერეთ 4 საათით. კომპრესი გაიკეთეთ ყოველდღიურად, 5 დღეში აშკარა შედეგს დაინახავთ.

5. იოდინოლის კომპრესი - შეიძინეთ აფთიაქში იოდინოლი და შეურიეთ 2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ქრისტესისხლა. უნდა მიიღოთ ფაფის კონსისტენციის მასა. ეს საშუალება წაისვით ფრჩხილზე და გაიჩერეთ 40-50 წთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე და არ დაგავიწყდეთ დაავადებული ფრჩხილის მოჭრა. ძალიან მალე შეამჩნევთ ჯანსაღი ფრჩხილის ამოსვლას.

თუკი ფრჩხილის გასქელების მიზეზი ტრავმაა, ეს არ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას. ამ დროს ნორმალური სისქის ფრჩხილის გაზრდას უნდა დაელოდოთ.

მექანიკური ტრავმის შემდგომ ფრჩხილის გაჯანსაღების დასაჩქარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიტამინო-მინერალური კომპრესი და კვების რაციონში ჩართოთ ფრჩხილის ზრდისა და გამკვრივებისთვის სასარგებლო პროდუქტები (რძის პროდუქტები, ჟელატინი, ხილი და ბოსტნეული).

თუ ფრჩხილები მუდმივად გტყდებათ და გამომშრალი გაქვთ, თანაც ფრჩხილების ფირფიტები გვერდებში გასქელებულია, ეს ორგანიზმში კალციუმის, იოდის, მაგნიუმის, А და Е ვიტამინების დეფიციტს მიუთითებს.

პროფილაქტიკა

როცა ფრჩხილების გასქელების პრობლემას დაძლევთ, შემდეგ რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ პროფილაქტიკა. ამისთვის გამოგადგებათ ზღვის მარილი ან ბალახეული ნაყენი.

შეგიძლიათ გაიკეთოთ ქრისტესისხლას საფუძველზე მომზადებული კომპრესი. მის მოსამზადებლად 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გამხმარ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. მოურიეთ, დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 15 წუთით. ნაყენი დადგით სიბნელეში, როცა გაგრილდება, გაჟღინთეთ მასში ბამბის ტამპონი და დაიდეთ ფრჩხილებზე. გაიჩერეთ კომპრესი 20 წუთით. პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩაატარეთ ყოველდღე, 2-3 კვირის განმავლობაში, ერთი თვის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ და ასე განაგრძეთ ფრჩხილის სრულ სიჯანსაღემდე.