რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
რატომ არ შეიძლება მონიტორთან ახლოს და ფეხიფეხგადადებული ჯდომა
რატომ არ შეიძლება მონიტორთან ახლოს და ფეხიფეხგადადებული ჯდომა
ბევრი კომპიუტერთან საათობით ზის ფეხიფეხგადადებული, ასე ვთქვათ, ფეხებგადაჯვარედინებული, რაც მთავარია, ძალიან ახლოს მონიტორთან, იმდენად ახლოს, თითქოს ცხვირი აქვს ჩარგული ეკრანში. ასეთი პოზა მეტად მავნებელია მთლიანად სხეულისთვის - აცხადებენ სპეციალისტები.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თვალებს ბევრად უადვილდებათ ფოკუსირება ისეთ ობიექტზე, რომელიც რამდენადმე დაშორებულია. ნუ გგონიათ, რომ მონიტორთან სიახლოვე აღქმას გიადვილებთ, პირიქით, დატვირთვა იზრდება როგორც მხედველობის, ასევე ძვალ-სახსროვან სისტემაზე, შედეგად კი გეძაბებათ მთელი სხეული. გეწყებათ თვალების ძლიერი ტკივილი, წვა, გაწითლება, დაღლასაც უფრო სწრაფად შეიგრძნობთ, გეძაბებათ სხეული, ტკივილი გეწყებათ ზურგის არეში.
მონიტორი თვალებიდან 50-60
სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. კომპიუტერთან მოკალათებულმა გაშალეთ (გამართეთ) ხელი და შეეცადეთ ეს დისტანცია დაიცვათ მთელი მუშაობის მანძილზე. რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ აუცილებლად შეიგრძნობთ ეფექტს.
მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხია კომპიუტერთან სწორად ჯდომა. ეს კი გულისხმობს აუცილებლად ფეხებჩამოშვებულ პოზაში გამართულად ჯდომას. ამისათვის ტერფებით უნდა ეხებოდეთ იატაკს, ხოლო
მენჯ-ბარძაყის სახსრები მუხლისაზე რამდენადმე მაღლა უნდა მდებარეობდეს. ფეხის ფეხზე გადადება ანუ ფეხების გადაჯვარედინება ყოვლად დაუშვებელია! ასეთ პოზაში ძირითად დატვირთვას ერთი ბარძაყი იღებს, რაც სახსარში ტკივილს აძლევს დასაბამს.
ფეხებგადაჯვარედინებული საათობით ჯდომა მთელ სხეულს უქმნის პრობლემებს. ასეთ პოზაში სხეული რამდენადმე “მოღრეცილ-გადახლართულია”, ძვალ-სახსროვანი სისტემა სერიოზულ დისკომფორტშია, თუმცა, ადამიანი ამას ვერ გრძნობს, უფრო სწორად არ აქცევს ყურადღებას, რადგან მთლიანად მონიტორზეა კონცენტრირებული. სხეული ამ დამტანჯველი პოზისაგან თითქოს გათავისუფლებას ლამობს, აგზნებული რეცეპტორული აპარატიდან გამუდმებულ იმპულსაციას უგზავნის ტვინს, ადამიანი სულ უფრო იძაბება, იღლება, თუმცა, ვერ ხვდება, რომ ეს ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემების გამოა და დისკომფორტს კომპიუტერთან მუშაობასა და დაღლას აბრალებს.
ამგვარად, ისწავლეთ მონიტორთან სწორად ჯდომა და დარწმუნდებით, რომ თქვენი მუშაობაც უფრო ეფექტური გახდება!
თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
თვალისა და მისი ფუნქციის უდიდეს მნიშვნელობას ჩვენში ასეთი გამოთქმით გამოხატავენ:
05-04-2018
თბილისის სამი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება
25-01-2018
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი
22-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
პლასტიკის ბოთლების მრავალჯერადი გამოყენებისას, ადამიანი საშიში ბაქტერიებისა და ქიმიური ნაერთების
მოგეხსენებათ, ბრილიანტის მწვანეს, როგორც ანტისეპტიკურ ხსნარს დიდი გამოყენება აქვს რუსეთსა და
თვა­ლის უპე­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და გა­შა­ვე­ბა ე.წ. შავი წრე­ე­ბი, საკ­მა­ოდ ხში­რი პრობ­ლე­მაა და გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის.
ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის
ჩვენი ასაკი მარტო ციფრები როდია. ყოველწლიურად გვემატება გამოცდილება, ცოდნა და საკუთარი ძალების
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
16 ივლისი 2018
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის