ხარისხიანი თეთრეული - მშვიდი ძილისა და დადებითი ემოციების გარანტი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხარისხიანი თეთრეული - მშვიდი ძილისა და დადებითი ემოციების გარანტი!

სატინა – ძალიან პრაქტიკულია. ეს ქსოვილი მჭიდროა და მბზინავი. აქვს გლუვი ზედაპირი. სატინა დამზადებულია ბამბის ნართის ორმაგი ხვეულისგან – გრეხილი ძაფის სტრუქტურა უზრუნველყოფს ქსოვილის ნათელ და გლუვ ზედაპირს. სატინა უფრო იაფია, ვიდრე აბრეშუმი, მაგრამ უფრო ძვირი, ვიდრე ბამბის სხვა ქსოვილები. სატინის თეთრეული მრავალჯერ რეცხვას უძლებს.

აბრეშუმი – ეს არის რბილი ქსოვილი, დამზადებული აბრეშუმის პარკისგან ე.წ აბრეშუმხვევიასგან. ქსოვილის სტრუქტურული შემადგენლობა არის სამკუთხა ფორმის, პრიზმის ეფექტით, რაც უზრუნველყოფს მის სირბილესა და ბზინვარებას. ირეკლავს სინათლეს, რომელიც ლამაზად აისახება ქსოვილის ზედაპირზე და აქვს პრიალა ეფექტი.

ბატისტის თეთრეული – მსუბუქია და გამჭვირვალე, მაგრამ ამავე დროს არაპრაქტიკული. თუ არჩევანს ბატისტის თეთრეულზე აკეთებთ, ისეთი კომპლექტის შეძენა სჯობს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთნილი არ არის, მაგალითად, საქორწინო გარნიტური ან განსაკუთრებული სასაჩუქრე ეგზემპლარი.

ბიაზის თეთრეული – იაფია, ლამაზიცაა და პრაქტიკულიც. მდგრადობისა და გამძლეობის გამო ის ბევრ ქვეყანაშია პოპულარული.

ჩითი – ყველაზე დაბალფასიანია, გრილი და სასიამოვნოა ზაფხულში და ძალიან პრაქტიკულია გამოყენებისას.

თეთრეულის მოვლა

თეთრეულის ახალი კომპლექტი ხმარებამდე 10 წუთით ჩავალბოთ 10 ლ წყლისა და 5 სუფრის კოვზი ძმრის ნარევში - მჟავა საღებავს უფრო მდგრადს გახდის. შემდეგ გავავლოთ და გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში 40 გრადუსამდე ტემპერატურის წყალში მათეთრებლის გარეშე. შემდეგშიც რეცხვის ასეთივე რეჟიმი გამოვიყენოთ. გაფენამდე თეთრეული გადააბრუნეთ უკუღმა პირზე - ამით მას სინათლის ზემოქმედებისგან დაიცავთ და საღებავი ფერს აღარ შეიცვლის. ფერადი თეთრეული გააუთოეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ მითითებულ ტემპერატურაზე.

რა სიხშირით უნდა გაირეცხოს თეთრეული

ერთი კვირის განმავლობაში სხეულიდან 28-30 გრამი ქსოვილი გვცილდება. ეს ყოველდღიურად კანიდან ჩამოცვენილი მკვდარი უჯრედებია, რომელთა დიდი ნაწილიც საწოლში, თეთრეულზე იდებს ბინას. დესკვამირებული უჯრედები შესანიშნავ საკვებ ნიადაგს ქმნიან დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებისთვის. მაგალითად, 30 გრამ ქსოვილს შეუძლია დაახლოებით 10 ათასი მტვრის ტკიპას გამოკვება, რომლებიც თითქმის ყველა საწოლზე თუ მის ირგვლივ ბინადრობენ.

სწორედ ამიტომ აუცილებელია საწოლის თეთრეული გაირეცხოს კვირაში ერთხელ, ამასთან, არანაკლებ 60 გრადუს ტემპერატურის წყალში. ასე, ერთი მხრივ, ჰიგიენურ ნორმებს უერთგულებთ, მეორე მხრივ კი ბევრი იმ უსიამოვნებისგან დაიცავთ თავს, რომელთა გამოწვევაც მტვრის ტკიპებს პოტენციურად შეუძლიათ.

ზოგადი რეკომენდაციები

იხმარეთ მხოლოდ ნატურალური ქსოვილის თეთრეული. შესაძლოა, სინთეტიკა ნაკლებად ზიანდება და მეტხანს ძლებს, მაგრამ ნატურალური ქსოვილები კანისთვის უვნებელია.

თეთრეულის გარეცხვისას სარეცხი მანქანა ჩატვირთეთ ისე, რომ შეივსოს მისი მხოლოდ 60% - ქსოვილი არ გაიწელება და არ დაკარგავს ფორმას.

გააშრეთ ჩრდილში, ოღონდ ისეთ ადგილას, რომ კარგად ნიავდებოდეს. თეთრი თეთრეული მზის სხივებმა შესაძლოა გააყვითლოს, ხოლო ფერადი გაახუნოს. გარდა ამისა, სიცხეში თეთრეული სწრაფად გამოშრება და მისი დაუთოება გაძნელდება.

თუ გააუთოებთ, კარადაში შედებამდე გაგრილება აცადეთ, თორემ დახურულ სივრცეში თბილ ქსოვილზე კონდენსატი წარმოიქმნება და შესაძლოა, თეთრეულს უსიამოვნო სუნი დაედოს.

თაროზე, რომელზეც თეთრეული აწყვია, დადეთ სუნამო ან არომატული ხელსახოცი.