როგორ შეიქმნა ლეიკოპლასტირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შეიქმნა ლეიკოპლასტირი

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა თაფლი. ძველად, თურმე, თაფლში ურევდნენ სხვადასხვა კომპონენტს, სამკურნალო მცენარეთა წვენს, ფოთლებს, ყვავილებს და ერთგვარი გადანაზელი გუნდის სახით გაბრტყელებულს აკრავდნენ დაზიანებულ (დაავადებულ) უბანს (ჭრილობას, წყლულს და სხვა). ამ ტიპის პლასტირი უნიკალურად კურნავდა და მოკლე დროში საუკეთესო ეფექტს ავლენდა. თაფლის გარდა, პლასტირის დასამზადებლად ფისი და პარაფინი გამოიყენებოდა. კანთან შეხებისას ისინი რბილდებოდა და სამკურნალო მასა სხეულზე ადვილად წებვადი ხდებოდა. დასახელებულ პლასტირებს არანაირი ქსოვილოვანი საფუძველი არ ჰქონდათ. ქსოვილოვანი საფუძველი მოგვიანებით გაჩნდა.

1845 წელს ექიმმა, ხოროს ხარელმა, დააპატენტა მეთოდი - რომელიც საშუალებას იძლეოდა, ქსოვილზე დაეტანათ კაუჩუკიდან მიღებული წებოვანი მასა. მას კანიფოლს, ცვილსა და ბენზინს ურევდნენ.

კანზე პლასტირის დაკვრას წინასწარ მალამოს წასმა უძღოდა. მიუხედავად ამისა, ის ხშირად იწვევდა კანის ალერგიულ რეაქციას, რომელსაც, თავის მხრივ, თუთიის ოქსიდით ებრძოდნენ. თუთიის ოქსიდი ამცირებდა პლასტირის წებოვანი მასის აგრესიულობას და შესაბამისად, ალერგიული რეაქციაც მცირდებოდა. ასეთივე ეფექტი ჰქონდა ტალკს, რომელსაც სხეულის შესაბამის უბანზე პლასტირის დაკვრამდე აყრიდნენ. ფირმების უმრავლესობა პლასტირებს ტალკთან ერთად ყიდდა.

წარმოება თანდათანობით დაიხვეწა. დროთა განმავლობაში ბაქტერიციდული პლასტირებიც გამოჩნდა ბაზარზე. პლასტირის ცენტრი დოლბანდის პატარა ნაჭერმა დაიკავა. ამ ნაჭრის (მცირე ჩანართის) სხვადასხვა ხსნარით გაჟღენთის მცდელობამ, ისევე როგორც პლასტირის რაციონალურად შეფუთვის მეთოდიკამ, გარკვეული პერიოდი მოიცვა.

ასე განვითარდა და დაიხვეწა თანამედროვე ლეიკოპლასტირი!