რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და დაუკვირდით, რატომ გეწყებათ გულისრევა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კბილებზე არსებული ნადების ცუდი სუნი. ამ ფაქტორმა ძალზე იშვიათად შესაძლოა იმოქმედოს ღებინების რეფლექსზე. გაცილებით სავარაუდოა, რომ კბილების ხეხვის შედეგად მოშორებული ნადების ნაწილი ხვდება ენის ძირზე, აღიზიანებს მას და გულისრევის შეგრძნება აღმოცენდება.

მოდი, უფრო დაწვრილებით შევეხოთ კბილების ხეხვის დროს გულისრევის შეგრძნების მიზეზებს.

ფთორი კბილის პასტაში

ორგანიზმი ცდილობს მასში მოხვედრილი ყველა მავნე ნივთიერება მოიშოროს. კბილებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სამკურნალო საშუალება შეიცავს ფთორს. მაშინაც კი, როცა შეფუთვაზე არ არის მითითებული მის შემადგენლობაში ფთორის არსებობა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფთორი საერთოდ არ არის (მცირე რაოდენობით შეიძლება მაინც იყოს). სწორედ ფთორმა შეიძლება აღძვრას ღებინების რეფლექსი კბილების ხეხვის დროს. ასეთ შემთხვევაში უნდა შეცვალოთ კბილის პასტა. აფთიაქში სთხოვეთ კონსულტანტებს შეგირჩიონ კბილის პასტა ფთორის გარეშე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი (ფთორის გარეშე) პასტა სრულყოფილად ვერ ახდენს კბილებისა და პირის ღრუს სანაციას, ამიტომ კვირაში ერთხელ მაინც გამოიხეხეთ კბილები ფთორიანი პასტით.

დაღლილი ორგანიზმი

დილით, კბილების ხეხვის დროს გულისრევის შეგრძნების მიზეზი შეიძლება იყოს დაღლილობა. გამოუძინებლობის დროს უფრო ადვილად ჩნდება ღებინების რეფლექსი. რა უნდა ვიღონოთ ასეთ შემთხვევაში? გირჩევთ, შეიძინოთ მექანიკური კბილის ჯაგრისი, რათა სწრაფად დასრულდეს კბილების ხეხვის პროცედურა. სამაგიეროდ საღამოს უფრო გულდასმით გამოიხეხეთ კბილები.

მოწევა

თუ კბილების ხეხვისას გულისრევის შეგრძნება გიჩნდებათ როგორც დილას, ისე ღამით და თან მწეველი ხართ, მაშინ მიზეზი ნიკოტინია. რამდენადაც ხარისხიანი უნდა იყოს კბილის პასტა, ნიკოტინი მაინც ილექება პირის ღრუს ლორწოვან გარსსა და კბილის ემალზე და ცუდ სუნს აფრქვევს. კბილების ხეხვისას ნიკოტინის შემცველი ნადები ცილდება, იწყებს დაშლას და კიდევ უფრო მძაფრდება ცუდი სუნი, რაც იწვევს გულისრევას, გარდა ამისა, კბილებიდან მოშორებული და დაშლილი ნადები ხვდება ენის ძირზე, აღიზიანებს მას და აღძრავს ღებინების რეფლექს. ამ შემთხვევაში გამოსავალი, მოწევისთვის თავის დანებებაა.

ქაფიანი კბილის პასტა

შეიძლება გულისრევის შეგრძნებას კბილის პასტის პირში აქაფება იწვევდეს. მაშინ გამოცვალეთ პასტა. სტომატოლოგები კბილების ხეხვაა ასეთი პასტით გვირჩევენ, რადგან ითვლება, რომ მათ უკეთესი თვისებები აქვთ. მაგრამ თუ აქაფებული პასტა გულისრევის შეგრძნებას გიჩენთ, მაშინ აირჩიეთ სხვაგვარი.

ტონზილიტი

ტონზილიტი ხშირად ხდება ხოლმე გულისრევის მიზეზი კბილების ხეხვის დროს. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს).

ტონზილიტი ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. როდესაც ასეთ ანთებად ნუშურა ჯირკვლებზე ხვდება კბილის ნადების ან კბილის პასტის ნაწილი, მაშინვე ჩნდება ღებინების რეფლექსი. გამოსავალი, როგორც უკვე ვთქვით, ექიმთან ვიზიტია. ტონზილიტის მკურნალობის პერიოდში გამოიყენეთ მცენარეული კბილის პასტა.

რჩევები

  • კბილების ხეხვის დროს ღრმად არ შეიტანოთ ჯაგრისი პირის ღრუში (ერიდეთ ენის ძირზე ჯაგრისის მოხვედრას);
  • დილას, კბილების გამოხეხვამდე, დალიეთ მაგარი ჩაი;
  • ორსულებმა გულდასმით უნდა შეარჩიონ პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენური საშუალებები;
  • არ მოწიოთ ბევრი, განსაკუთრებით ღამე, რადგან დილით გულისრევის შეგრძნება გექნებათ და კბილების ხეხვის პროცესში კიდევ უფრო გამძაფრდება.

მდოგვის საფენები ბრონქიტის დროს

ზამთარში ხშირია ბრონქიტი, ამის მიზეზი სიცივე და ორგანიზმის დაბალი იმუნიტეტია. ბევრი ბრონქიტს სერიოზულ დაავადებად არ მიიჩნევს, უარს ამბობს წოლით რეჟიმზე და ფეხზე გადააქვს იგი. ასეთი ურჩი პაციენტები არც ექიმს მიმართავენ და ხალხური მედიცინის დახმარებით ცდილობენ ხველისგან თავის დაღწევას. უპირველესად, მათ გვინდა ვუთხრათ, რომ ბრონქიტი შეიძლება გართულდეს (ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა და სხვა), მაშინ უფრო დიდხანს მოუწევთ წოლა და გაცილებით სერიოზული მკურნალობა დასჭირდებათ. ბრონქიტის დიაგნოზი უნდა დასვას ექიმმა, რადგან ხველა მარტო ბრონქიტის ნიშანი არ არის, ხველა გაცილებით სერიოზულ დაავადებებსაც ახასიათებს. ასე რომ, თუ გახველებთ (არ აქვს მნიშვნელობა ხველა ნახველიანი თუ მშრალი), თუ მკერდის ძვლის უკან ფხაჭნისა და ჩახეხვის შეგრძნება გაქვთ და მით უმეტეს, ტემპერატურამაც აგიწიათ, აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს.

ახლა ჩვენი დღევანდელი სტატიის ძირითად თემაზე ვისაუბროთ.

ბრონქიტის დამოუკიდებლად მკურნალობის საუკეთესო მეთოდია მდოგვის საფენებით მკურნალობა. მაგრამ ეს არის ძირითადი მკურნალობის (ექიმის მიერ დანიშნული) დამხმარე საშუალება და იგი ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებას.

რითია სასარგებლო მდოგვის საფენები? მდოგვი იწვევს კანის გაღიზიანებას, გახურებას და სისხლძარღვების გაფართოებას. კერძოდ, სითბოს ზემოქმედებით ქსოვილებში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, რისი წყალობითაც ანთებითი პროცესები გაივლის.

მდოგვის საფენების გამოყენებისას ბრონქები აქტიურად იწყებენ ნახველისგან განთავისუფლებას, ამიტომ ხველა უკვე მშრალი კი არა, სველი და ღრმა ხდება.

მდოგვის საფენების შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი და ყველას შეუძლია მათი სახლის პირობებში დამოუკიდებლად მოხმარება. მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ამ საშუალებასაც აქვს უკუჩვენება - მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული მაღალი ტემპერატურისა და სხეულზე (განსაკუთრებით იმ ადგილზე, სადაც უნდა დაიკრათ მდოგვის საფენი) ტრავმული დაზიანების დროს.

ბრონქიტის დროს მდოგვის საფენები უნდა დაიკრათ ზურგზე ან გულმკერდის მიდამოში, მაგრამ ისე, რომ არ ეხებოდეს გულის არეს.

მდოგვის საფენების გამოყენების წესი ბრონქიტის დროს

მდოგვის საფენებით პროცედურის სწორად ჩასატარებლად საჭიროა შემდეგი საშუალებები: თავად მდოგვის საფენები, თბილი წყალი, რბილი ღრუბელი, პირსახოცი და თბილი პლედი. საფენების დაკვრამდე, აუცილებელია ტანის თბილი წყლით დასველება, სწორედ ამისათვის გესაჭიროებათ თბილი წყალი და რბილი ღრუბელი. სხეულის დატენიანების შემდეგ უნდა დაასველოთ თვით მდოგვის საფენი (თბილი წყლით სავსე თასში ჩაუშვით). ამის შემდეგ დაიფარეთ საფენი სხეულის განსაზღვრულ უბანზე (ზურგზე ან გულმკერდის არეში) და გაეხვიეთ თბილ პლედში.

მდოგვის საფენების ეფექტს დაახლოებთ 7 წუთში იგრძნობთ (სხეულის ეს ნაწილი გაგიხურდებათ). შეგრძნების სიმძაფრე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მგრძნობიარე კანი გაქვთ.

P.S. მდოგვის საფენები კარგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მწვავე ბრონქიტის დროს ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. ავადმყოფს ეკრძალება თამბაქოს მოწევა. რეკომენდებულია დიდი ოდენობით სითხის (ჩაი, ტუტე მინერალური წყალი, რძე) მიღება, ინჰალაცია სოდის 2%-იანი ხსნარით. მშრალი ხველისას ინიშნება ხველის ცენტრის დამამშვიდებელი საშუალებები. თუ ხველა ნახველიანია, უნიშნავენ ამოსახველებელ საშუალებებს, ბრონქების სპაზმის საწინააღმდეგოდ - ბრონქოლიზურ პრეპარატებს. ვირუსული ბრონქიტის დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, იმუნოგლობულინი, ინტერფერონი. პნევმონიის პროფილაქტიკის მიზნით ან მწვავე ბრონქიტის მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფს აძლევენ სულფანილამიდებს. თუ ბრონქიტი მსუბუქად მიმდინარეობს და პნევმონიით არ არის გართულებული, ანტიბიოტიკებით მკურნალობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.

კოჟრის სწრაფად მოცილების ხერხები

უკვე ნახევარი ზამთარი გადავაგორეთ, ამიტომ, ვისაც ტერფებზე ხშირად უჩნდება კოჟრები დროულად უნდა დაიწყონ გაზაფხულ-ზაფხულისთვის მზადება, თორემ მოხდილი ფეხსაცმლის სეზონზე დიდი უხერხულობა შეექმნებათ.

კოჟრებთან ბრძოლა ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოთ (გაჩენისთანავე). იგრძენით ტერფებზე დისკომფორტი და გაგიწითლდათ კანი? სასწრაფოთ გაიკეთეთ ფეხებზე თბილი წყლის აბაზანა. წყალს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და საჭმელი სოდა, ასევე 5 წვეთი გვირილას ზეთი (შეიძინეთ აფთიაქში). 15 წუთის განმავლობაში ისიამოვნეთ მომადუნებელი თბილი პროცედურით. შემდეგ დაზიანებული ადგილი დაიმუშავეთ 2%-იანი სალიცილის კრემით ან შემხორცებელი თვისებების მქონე ნებისმიერი სხვა საშუალებით. ზემოდან დაიკარით კოჟრის საწინააღმდეგო პლასტირი.

თუ დაზიანებული კანი გამოგებერათ, ანუ გაგიჩნდათ სითხის შემცველი ბუშტუკი (ბებერა), მაშინ ზემოთ აღწერილი თბილი აბაზანის პროცედურის შემდეგ, მანიკიურის გასტერილებული მაკრატლით ფრთხილად გაიჭერით ბუშტუკზე კანი. სითხის გამოსვლის შედეგ დაიმუშავეთ კანი იოდით ან ბრილიანტის მწვანით. თუმცა ამ პროცედურაზე სპეციალისტების საკმაოდ დიდ ნაწილს რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს. ისინი თვლიან, რომ ბებერაზე არსებული კანი ბუნებრივი დამცველის როლს ასრულებს და აქვეითებს მისი დაინფიცირების რისკს. ამიტომ, მისი გაჭრით, კოჟრის მალე მორჩენის ნაცვლად, ინფექციური გართულების რისკს გაზრდით. სპეციალისტთა ეს ნაწილი კოჟრიდან კანის მოცილებას მხოლოდ ჭრილობის ბოლომდე შეხორცების (ბებერას გაქრობის) შემდეგ გვირჩევს და ისიც პემზის ქვის დახმარებით.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება: სალიცილის მჟავას შემცველი საშუალების გამოყენება და მით უმეტეს, კოჟრის მოჭრა, არ არის რეკომენდებული ქრონიკული დაავადების დროს, განსაკუთრებით კი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაზიანებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

როგორ მოვირჩინოთ გამაგრებული კოჟრი

ტერფებზე გამაგრებული კოჟრის მოშორება უნდა დაიწყოთ გასუფთავებით. გაიკეთეთ ფეხებზე 15-წუთიანი ზღვის მარილიანი ცხელი წყლის აბაზანა. ასე კოჟრი დარბილდება. შემდეგ კარგად გამშრალებულ კოჟრზე გაიკეთეთ ლიმონის ცედრის, ფიჭვის ან ნაძვის ახალი ფისის კომპრესი. უმჯობესია ეს კომპრესი გაიკეთოთ ძილის წინ და გაიჩეროთ მთელი ღამე. პროცედურა გაიმეორეთ მანამდე, ვიდრე კანზე არსებული პრობლემა მთლიანად არ გაქრება.

მაგარი კოჟრის მოჭრას არ გირჩევთ, უმჯობესია მაგარი კოჟრისთვის განკუთვნილი სალიცილის მჟავის შემცველი პლასტირის გამოყენება.

რამდენად აუცილებელია კოჟრის სამკურნალოდ ექიმთან ვიზიტი?

თუ კოჟრს სწორად შეებრძოლებით, მას 3-5 დღეში მოიცილებთ. თუ მის წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს არ გამოიყენებთ, მაგრამ ამ ადგილას არც კანს დააზიანებთ, მაშინ ჩვეულებრივი თბილი აბაზანისა და პემზის ქვის დახმარებით, პრობლემა 7-10 დღეში გაივლის. ექიმს უნდა მიმართოთ მაშინ, თუ კოჟრები დასკდა და დიდი ხნის განმავლობაში არ ხორცდება.

კოჟრის გაჩენის მიზეზი შეიძლება ტერფის სტრუქტურის პათოლოგიური ცვლილებები იყოს (მაგალითად, ბრტყელტერფიანობა). ასეთ შემთხვევაში აბაზანა და პლასტირი ვერ გიშველით. ფეხსაცმელზე შეიძლება ორთოპედიული დამატება - ღაბაში (ე.წ. სუპინატორი) დაგჭირდეთ.

დაბოლოს, არსებობს დაავადება, სახელწოდებით კერატოდერმია, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს კოჟრს, მაგრამ დროთა განმავლობაში მასზე ჩნდება ჭრილობა და ნახეთქები. ამიტომ დაკოჟრილი უბნის დასკდომისას აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს.