რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
როგორ ავირიდოთ ნაბახუსევის უსიამოვნო სიმპტომები
როგორ ავირიდოთ ნაბახუსევის უსიამოვნო სიმპტომები
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა). ღონისძიების წინა დღეს კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინები (განსაკუთრებით B1 ვიტამინი), ასკორბინის მჟავა. სუფრამდე 3-5 საათით ადრე, ნაღვლის გამოყოფის აქტივაციისთვის, სასურველია დალიოთ 50-70 გრამი არაყი. 1 საათით ადრე კი რომელიმე ფერმენტული პრეპარატი. ალკოჰოლის მიღების წინ ზედმეტი არ იქნება კარაქიანი პურის ჭამა.

უზმომზე ნუ დალევთ სპირტიან სასმელს. ნუ გადააჭარბებთ ნორმას (საორიენტაციოდ, 1 გრ
ეთილის სპირტი 1 კგ წონაზე). დალიეთ ხარისხიანი ალკოჰოლი. გაითვალისწინეთ, რომ მძიმე ნაბახუსევს იწვევს კონიაკი, ვისკი, ბრენდი - ხანგრძლივი დაძველებით მიღებული მაგარი სასმელები. მაგარ სპირტიან სასმელებს ნუ მიიღებთ გაზიან სასმელებთან ერთად. მოერიდეთ ცომეულსა და ტკბილეულს.

მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. ერთმანეთში არ აურიოთ ალკოჰოლური სასმელები. შეეცადეთ მეტი
იმოძრაოთ, იცეკვეთ, ხშირად გადით სუფთა ჰაერზე. ჟანგბადი ხელს უწყობს სპირტის სწრაფ დაშლასა და ტოქსინების გამოყოფას.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
პლასტიკის ბოთლების მრავალჯერადი გამოყენებისას, ადამიანი საშიში ბაქტერიებისა და ქიმიური ნაერთების
მოგეხსენებათ, ბრილიანტის მწვანეს, როგორც ანტისეპტიკურ ხსნარს დიდი გამოყენება აქვს რუსეთსა და
თვა­ლის უპე­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და გა­შა­ვე­ბა ე.წ. შავი წრე­ე­ბი, საკ­მა­ოდ ხში­რი პრობ­ლე­მაა და გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის.
ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის
ჩვენი ასაკი მარტო ციფრები როდია. ყოველწლიურად გვემატება გამოცდილება, ცოდნა და საკუთარი ძალების
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის