თუ ხელები გეყინებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ხელები გეყინებათ

  • ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას. ერიდეთ ყავას, კაკაოს, მინერალურ, ალკოჰოლურ და გაზიან სასმელებს.
  • აუცილებლად დაანებეთ თავი მოწევას.
  • მიირთვით მეტი კამა. კარგი იქნება, თუ კამის თესლს წინასწარ გაახმობთ, დაფხვნით და დღეში სამჯერ მიიღებთ თითო ჩაის კოვზს (უნდა დააყოლოთ ოთახის ტემპერატურის წყალი).
  • ეცადეთ, სიცივეში დასაბანად და დასარეცხად გამოიყენოთ შედარებით ნაკლებაგრესიული საშუალებები, რომლებშიც ტუტე ნივთიერებათა შემცველობა მინიმალურია.
  • ხელები, მით უფრო - ცირკულაციადარღვეული, ტემპერატურის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ წლის ცივ პერიოდში ცივი წყლით (მით უფრო - ანტიბაქტერიული საპნით) ხელების ბანა არასასურველია.

ხალხური მედიცინა გირჩევთ:

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ტყის მარწყვის ფოთოლი ან შავი ანწლის ნაყოფი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 20-30 წუთს გააჩერეთ. უნდა მიიღოთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
  • აიღეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი და ენის ქვეშ სრულ გადნობამდე შეაკავეთ. ეს დღის განმავლობაში 5-6-ჯერ მაინც გააკეთეთ. მკურნალობის კურსი 2 თვეს გრძელდება. 7-10-დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
  • აიღეთ ეფედრას ტოტები, წამოადუღეთ, 1 საათს დააყენეთ და გადაწურეთ (ნედლეულისა და წყლის პროპორცია შეგიძლიათ თვალის ზომით შეარჩიოთ, მკაცრი რეკომენდაცია არ არსებობს). გაიკეთეთ ხელების აბაზანა. კონცენტრირებული ნაყენი შეგიძლიათ თბილი წყლით განაზაოთ, არაკონცენტრი-რებულში კი პირდაპირ ჩაყოთ ხელები და 15-20 წუთს გააჩეროთ. კარგი იქნება, თუ დილა-საღამოს ხელ-პირსაც ამ ნაყენით დაიბანთ.
  • ჩაიტარეთ ცივი აბაზანის ორკვირიანი კურსი: აიკაპიწეთ სახელოები და ხელისგულების ინტენსიური სრესით ხელები ერთი წუთით ჩაუშვით ცივ წყალში (ასეთივე პროცედურა უხდება ფეხებსაც).
  • მსხვილფესვა ნემსიწვერას 3 სადილის კოვზ ახალდაკრეფილ ფოთოლს დაასხით 100 მლ სპირტი და 3 დღე-ღამე გააჩერეთ სიბნელეში. დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ, მიიღეთ 20-20 წვეთი.
  • სვით დღეში 5-6 სადილის კოვზი ვირისტერფას ახალგამოწურული წვენი.

 

როგორ უნდა მოუაროთ ხელებს სიცივეში

სიცივისგან ზოგს მტევნებზე წვრილ, წერტილისმაგვარ ხორკლს აყრის. ეს კანის ერთგვარი გამკვრივებაა, რომლის გაჩენაც იმის ნიშანია, რომ კანი შველას გთხოვთ. ხელებზე სისტემატურად შეიზილეთ კრემი - ეს ხელს შეუწყობს კანის დამცავი გარსის აღდგენასა და დატენიანებას და ისიც ადრინდელივით ელასტიკური გახდება. დახორკლილი და ხაოიანი კანის სამკურნალო კრემი შინაც შეგიძლიათ მოამზადოთ: ერთმანეთ-ში აურიეთ 25 გ გლიცერინი, 25 გ 95%-იანი სპირტი, 25 გ ნიშადურის სპირტი და 25 გ პიტნის წყალი. ეს ნარევი ყოველი დაბანის შემდეგ თანაბრად შეიზილეთ ხელებზე. აღნიშნული კრემი ატენიანებს და ამშვი-დებს კანს, აცხრობს ანთებას და აშუშებს ნახეთქებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ხელებისთვის კრემები, რომლებიც ქოქოსის ზეთს ან ქაცვის ექსტრაქტს შეიცავს. პირველი კარგად შეიწოვება, საუკეთესო მკვე-ბავია და დიდხანს რჩება ხელებზე, მეორე მდიდარია ჩ ვიტამინით, რომლის წყალობითაც წვრილი ნახეთ-ქები, მიკროტრავმები და ჭრილობები მალე შუშდება.