ხელებმა პრობლემები რომ არ შეგიქმნათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელებმა პრობლემები რომ არ შეგიქმნათ

დატვირთვის შემდეგ მტევნის კუნთების სპაზმები ბოჭავს მტევნის სახსრებისა და თითების ფალანგების მოძრაობას, სუსტდება სასახსრე ჩანთის ფუნქციები,Aუარესდება მტევნის კანისა და ქსოვილების სისხლმომარაგება, რაც მტევანს ნორმალურ, ჯანსაღ შესახედაობას ართმევს. მტევანს, კრიალა, რბილი, გლუვი, მშრალი და თბილი რომ იყოს და წლებმაც კი ვერაფერი დააკლოს, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

 

რა აზიანებს ხელს

ხელზე განუწყვეტლივ მოქმედებს:

  • ატმოსფერული და ტემპერატურული ფაქტორები - ქარი, სიცივე, სიცხე;
  • ონკანის ქლორიანი წყალი;
  • საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებანი, რომელთაც დღეში 5-10-ჯერ მაინც ვეხებით.

ზამთარში სიცივის ზემოქმედებით და ტემპერატურის ხშირი ცვალებადობის გამო კანი უხეშდება, შრება, ადვილად იქერცლება. მას განსაკუთრებით აზიანებს თბილი შენობიდან ცივ ქუჩაში გასვლა და ზამთრის თანმხლები ვიტამინების დეფიციტი. წლის ამ პერიოდში რეგულარულად უნდა გამოიყენოთ ორნაირი მალამო: დამატენიანებელი და მკვებავი. დამატენიანებელი უნდა წაისვათ წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ, მკვებავი კი შინიდან გასვლის წინ.

ზამთრობით არასოდეს გახვიდეთ შინიდან ხელთათმანის გარეშე. ისინი ხელების საუკეთესო მცველები არიან. ზამთარ-ზაფხულ, შინ თუ გარეთ, როდესაც წყალსა და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან გიწევთ კონტაქტი, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, მათ მორგებამდე კი ხელებზე მკვებავი კრემი წაისვით.

სასურველია, ხელებზე მკვებავი კრემი სამუშაოს დასრულებისა და ხელების დაბანის შემდეგაც გადაისვათ.

ისეთი საქმიანობისას, რომელიც წყალსა და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტს არ მოითხოვს, ბამბის ხელთათმანები ჩაიცვით. თუ ხელთათმანებით მუშაობა გიჭირთ, ხელებზე დამცავი კრემი მაინც გადაისვით.

ხელების დაბანა ოთახის ტემპერატურის წყლით სჯობს, ვინაიდან ცივი წყალი კანს აუხეშებს და ქერცლავს, ცხელი კი ცხიმოვან ფენას აცლის და აშრობს. გამონაკლისია კანი, რომელიც იქერცლება. ამ შემთხვევაში ხელების დაბანა გრილი წყლით სჯობს. ზამთარში ხელები რბილი საპნით დაიბანეთ. კარგია ბავშვის საპონი. კვირაში 1-2-ჯერ ჩაიტარეთ მტევნების პილინგი. კანს მკვდარი უჯრედები მოსცილდება და მკვებავი და დამარბილებელი მალამო მასში ღრმად ჩააღწევს.

 

ვარჯიში დაღლილი ხელებისთვის

გთავაზობთ ვარჯიშს, რომელიც სწრაფად მოგიხსნით მტევნის კუნთების სპაზმს, დაჭიმულობასა და დაღლილობას, თავიდან აგაცილებთ ხელების დეფორმაციას.

1. ამოძრავეთ მტევნები წრიულად.

2. ნელა შეკარით მუჭი, შემდეგ ისევ ნელა გაშალეთ.

3. ორივე ხელი თითის ბალიშებით მიაბჯინეთ ერთმანეთს ისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ თითები ეხებოდეს და არა ხელისგულები. ამ მდგომარეობაში ხელები ჯერ თავს ზემოთ ასწიეთ, შემდეგ კი დაუშვით.

4. ორივე ხელი თითებით და ხელისგულებით ერთმანეთს მიაბჯინეთ, შემდეგ კი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ისე ამოძრავეთ, რომ ერთმანეთს არ დააცილოთ.

5. მიაბჯინეთ ერთმანეთს ხელისგულები, თითები კი, ეცადეთ, რაც შეიძლება ძლიერ დააცილოთ ერთმანეთს.

გადაღლილ მტევნებს შესანიშნავად ასვენებს 10-15-წუთიანი თვითმასაჟიც.

კარგია მარილის აბაზანები. აიღეთ ორი თასი, ერთში ჩაასხით ცივი წყალი, მეორეში - ცხელი და ხელები 3-3 წუთით ჩაყავით ჯერ ცხელ, შემდეგ ცივ აბაზანაში. მარილის აბაზანის მიღების შემდეგ უმჯობესია, ყოველგვარი საქმიანობისგან, განსაკუთრებით - წყალსა და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან კონტაქტისგან, თავი შეიკავოთ.