2016 წლის სამედიცინო ინოვაციების ტოპათეული - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

2016 წლის სამედიცინო ინოვაციების ტოპათეული

2016 წლის სამედიცინო ინოვაციების ტოპათეული
მედიცინა გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ და ახალ-ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მიმდინარე წელი ამ მხრივ კიდევ უფრო საინტერესო იქნება. წარმოგიდგენთ იმ ინოვაციების ათეულს, რომელთაც უახლოეს მომავალში შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალონ.

1. უსაფრთხო ვაქცინები ეპიდემიების წინააღმდეგ
ორიოდე წლის წინ აშშ-ისა და ევროპის რამდენიმე კვლევითმა ინსტიტუტმა აქტიური მუშაობა დაიწყო ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ვაქცინების შესაქმნელად. კვლევის წამოწყება თავდაპირველად 2014 წელს ებოლას ცხელებისა და აფრიკაში მენინგოკოკური ინფექციის ფართოდ გავრცელების გამო გადაწყდა. მიმდინარე წელს მეცნიერები გვპირდებიან, რომ ახალი ვაქცინების ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებს
დაიწყებენ და ისინი აქტიურად დაინერგება სამედიცინო პრაქტიკაში.


2. გენეტიკური პროფ ილირება დაავადების მკურნალობისას
მკურნალობის ინდივიდუალური ოქმები, მაგალითად, კიბოს დროს, გენომური ანალიზის შედეგების მიხედვითაც დამუშავდება. პაციენტისთვის სპეციფიკურ წამლისმიერ თერაპიას გენეტიკური თავისებურებების მიხედვით შეარჩევენ, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის წამლების მოქმედებას.

3. გენეტიკური რედაქტირება ახალი ტექნოლოგიების დახმარებით
ჯერ
კიდევ რამდენიმე წლის წინ უჯრედში გენეტიკური ინფორმაციის რედაქტირება საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცედურა იყო. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ამ პროცესის გამარტივება ადამიანის ემბრიონში გენომის გასწორების შესაძლებლობას იძლევა, თანაც ასეთი პროცედურის ღირებულება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

4. წყლის გამასუფთავებელი სისტემები
მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი უხარისხო წყალს სვამს, რაც მძიმე ინფექციური დაავადებების მიზეზი ხდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აფრიკის ქვეყნებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 2016 წელს დაგეგმილია წყლის გამასუფთავებელი რამდენიმე სადგურის გახსნა, რომელთა საშუალებით ჩამდინარე წყლებიც კი სასმელად ვარგისი გახდება. ერთ ასეთ სადგურს 100 ათასი ადამიანის წყლით მომარაგება შეუძლია.

5. ნაყოფ ის უჯრედგარე გენეტიკური ტესტირება
ქალბატონები სულ უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან ორსულობას. ახალგაზრდა ოჯახები არაფერს იშურებენ ჯანსაღი ცხოვრებისათვის, რომ შთამომავლობის ჯანმრთელობა უზრუნველყონ. სამწუხაროდ, მძიმე გენეტიკური დაავადებებისგან არავინ არის დაზღვეული. მალე გაჩნდება ისეთი დაავადებების უჯრედგარე გენეტიკური ტესტირების შესაძლებლობები, როგორებიცაა: დაუნის, ედვარდსის, პატაუს და სხვათა სინდრომები.

6. კიბოს ახალი ანალიზები
სადღეისოდ კიბოს დიაგნოსტიკის იმ ახალი სისტემების აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, რომლებიც ამ ვერაგი დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა. გარკვეული ცილოვანი ბიომარკერების აღმოსაჩენად ჩატარებული სისხლის უბრალო ანალიზი სიმსივნური დაავადების განვითარების რისკის გამოვლენას დაეხმარება.

7. ახალი პროთეზები, რომლებიც ბუნებრივი მოძრაობების იმიტირებას მოახდენენ
მეცნიერები აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს რევოლუციას მოახდენენ კიდურებისა და სახსრების პროთეზირებაში. მრავალი მწარმოებელი გვარწმუნებს, რომ ამ წლის ბოლოს ისინი ახალი თაობის ისეთ პროთეზებს გამოუშვებენ, რომლებიც ხელებისა და ფეხების ბუნებრივი მოძრაობის იმიტირებას მოახდენენ.

8. სქესობრივი დისფუნქციების სამკურნალო პირველი პრეპარატები
დღემდე სქესობრივი ლტოლვის უქონლობა და დაკარგვა არანაირ მედიკამენტურ მკურნალობას არ ემორჩილებოდა. ამჟამად ამერიკაში მიმდინარეობს მსგავსი დარღვევების საწინააღმდეგო პრეპარატის ტესტირება, რომელიც ამ თვეებში უნდა გამოჩნდეს ბაზარზე.

9. გაჯეტები, რომლებიც რეალურ დროში აგროვებენ ანალიზებს
სულ მალე გასაყიდად გამოჩნდება მცირე ზომის მოწყობილობები (დაახლოებით მობილური ტელეფონის ზომისა), რომელთაც ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ. კერძოდ, არტერიული წნევის, გლუკოზის დონისა (ჩხვლეტის გარეშე) და სხვა მრავალი პარამეტრის გასინჯვა, რომლებმაც შეიძლება ექიმებს ამა თუ იმ დაავადების დაწყება მიანიშნოს.

10. თრომბების მოსაშორებელი უახლესი სტენტები
თავის ტვინის სისხლძარღვიდან შედედებული მასის მოშორება იშემიური ინსულტიდან 3-6 საათში უნდა მოხდეს. ეს შესაძლო ინვალიდობის ასარიდებლად არის აუცილებელი. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული მკურნალობა დღემდე სპეციფიკური პრეპარატების ვენაში შეყვანას ითვალისწინებს. ასეთი მკურნალობა კი დაახლოებით 30-35%-შია ეფექტური. არცთუ დიდი ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა უწვრილესი სტენტები, რომლებიც თავის ტვინის სისხლძარღვებში შეაქვთ, შედედებულ მასამდე მიიტანენ და თრომბს აცილებენ. ასეთი პროცედურა შეიძლება რამდენიმე წუთში ჩატარდეს, მისი ეფექტურობა კი თითქმის 100%-ია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
კატეგორიის სხვა სტატიები
გრიპი ერთერთი ყველაზე გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწვევს
ალკოჰოლის ჭარბი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ზომიერმა მოხმარებამ კი საგრძნობი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ადამიანს.
მატონიზირებელი ეფექტის და ძილის რეჟიმის დარღვევის გამო ითვლება, რომ ყავის დალევა დღის მეორე ნახევარში არ ღირს.
აერობიკა - დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ადამიანის ნერვული უჯრედები
არ შეიცავს ქოლესტერინს! - ამ წარწერას ბევრი პროდუქტის, მათ შორის ზეთების (მცენარეული ცხიმების) მინაწერზე ხშირად
დღეს ბევრი საუბრობს ონკოლოგიურ დაავადებებზე, რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა,
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად