ფეხსაცმლის მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფეხსაცმლის მოვლა

  • ფეხსაცმლის ფერის შესატყვისი კრემი. არსებობს უფერო კრემებიც, მაგრამ ფერადს ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ის მალავს ნაკაწრებს და გაქექილ ადგილებს.
  • ჯაგრისი და ხავერდის ნაჭერი ტყავის ფეხსაცმლის გასაპრიალებლად.
  • ნატის ფეხსაცმლისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯაგრისი და რეზინის სავარცხელი.

 

კრემი

ტყავის ფეხსაცმლის მოსავლელად ორნაირი კრემი არსებობს: ორგანულ გამხსნელებზე დამზადებული და ემულსიური, სადაც ორგანული გამხსნელი წყლით არის შეცვლილი. ორგანულ გამხსნელზე დამზადე-ბული კრემი წვიმიან ამინდში ფეხსაცმელს უკეთესად იცავს. მისი ინგრედიენტები ტყავის ზედაპირზე ქმნის პრიალა აპკს, ამიტომ გაშრობის შემდეგ ფეხსაცმელს გაპრიალება აღარ სჭირდება. ემულსიური კრე-მი კი ფეხსაცმელს ნესტისგან ვერ იცავს, მაგრამ უკეთ წმენდს და უფრო ნაზადაც მოქმედებს. ის ფეხსაც-მლის ზედაპირს ფარავს ფოროვანი აპკით, რომელიც ხელს არ უშლის ოფლისა და ტენის აორთქლებას, ამიტომ უმჯობესია, ის თბილ, მზიან ამინდში გამოიყენოთ.

 

ახალი ფეხსაცმელი

  • ვიდრე ახალი ფეხსაცმლით ქუჩაში გახვალთ, სახლში გაიარ-გამოიარეთ, რათა მიეჩვიოთ, შეამოწმოთ, ხომ არ გიტყავებთ ქუსლს, ხომ არ გიჭერთ.
  • ახალი ფეხსაცმლის საქუსლარმა ფეხი ნაკლებად რომ გადაგიტყაოთ, წაუსვით სველი საპონი, სანთელი ან დაასველეთ სპირტით.
  • ვიდრე ახალი ფეხსაცმლით ქუჩაში გახვალთ, სასურველია, ის წყალგაუმტარი (ჰიდროფობული) კრემით დაამუშაოთ.
  • ზოგჯერ ტყავის ფეხსაცმელს შიგნიდან ბეწვი სცვივა და წინდებს სვრის. ამ პრობლემას მოგიგვარებთ ტალკი, თუ მას კარგად შეიზელთ ფეხებზე.
  • თუ ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ, შეგიძლიათ, შიგნიდან 3%-იანი ძმარი წაუსვათ.
  • უსიამოვნო სუნი თავიდან რომ ავიცილოთ, პირველ რიგში, სათანადოდ უნდა მოვუაროთ ფეხებს, მაგრამ თუ სუნი ფეხსაცმელსაც ასდის, შიგნიდან წყალბადის ზეჟანგით გაწმინდეთ. არსებობს სუნის მოსაშორებელი სპეციალური საშუალებაც.
  • თუ ფეხსაცმელი ოდნავ გიჭერთ, შეგიძლიათ, სპეციალური პრეპარატით დაამუშაოთ. გამოგადგებათ ძველებური მეთოდიც: ფეხსაცმელი შიგნიდან ოდეკოლონით გაწმინდეთ, მაშინვე ჩაიცვით სქელ წინდაზე და გარედანაც დაასველეთ.

 

სასწრაფო დახმარება

  • თუ შინ გალუმპული ფეხსაცმლით დაბრუნდით:
  • მაშინვე გარეცხეთ (გარედან!) ცივი წყლით.
  • ჩატენეთ მასში გაზეთი, რათა ზედმეტი სისველე შეიწოვოს და გასაშრობად ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.
  • თუ ფეხსაცმელი ძლიერ დასველდა, გაზეთი შეიძლება რამდენჯერმე გამოცვალოთ.

არამც და არამც არ შეიძლება გამათბობლის, ცხელი ქურის, რადიატორის ან სითბოს სხვა წყაროს გვერ-დით ფეხსაცმლის მოთავსება - ტყავი სწრაფად გაშრება, შეიჭმუხნება და დასკდება. თუ ფეხსაცმლის სასწრაფოდ გაშრობა გჭირდებათ, ფენით გააშრეთ. ეს მეთოდი შედარებით უვნებელია, მაგრამ გირჩევთ, ისიც მხოლოდ ექსტრემალური შემთხვევისთვის შემოინახოთ. როცა ფეხსაცმელი კარგად გაშრება, გულდასმით წაუსვით კრემი, ვაზელინი, გლიცერინი, აბუსალათინის ან მცენარეული ზეთი.

ეცადეთ, თითოეული სეზონისთვის ორი წყვილი ფეხსაცმელი მაინც იქონიოთ, რათა მონაცვლეობით დაასვენოთ და გაანიავოთ. ასე ფეხსაცმელი უფრო დიდხანს გაგიძლებთ.

 

რეგულარული მოვლა

ახლა კი სამაშველო ოპერაციებიდან ფეხსაცმლის რეგულარულ მოვლაზე გადავიდეთ.

  • მტვერი და ჭუჭყი ტყავს ცხიმს აცლის, ამიტომ იგი ადვილად სველდება, მაგრდება და მოუხერხებელი ხდება. კარგი იქნება, თუ მას კვირაში ორჯერ მაინც გაწმენდთ თავისი ფერის ხარისხიანი კრემით.
  • ფეხსაცმელს თხლად წაუსვით კრემი, გააშრეთ და გააპრიალეთ. ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია არა შინიდან გასვლის წინ, არამედ ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ. სასურველია, კრემი ფეხსაცმელს ღამით წაუსვათ, ხოლო დილით გააპრიალოთ. მოვლის ასეთი რეჟიმი ტყავის ფეხსაცმელს დახეთქვისაგან იცავს და პეწს უნარჩუნებს.
  • ფეხსაცმელმა ფორმა რომ არ დაკარგოს, სასურველია, სპეციალურ ყალიბში შევინახოთ. ყალიბს წარმა-ტებით შეცვლის ჩვეულებრივი გაზეთი, ოღონდ ფეხსაცმლის შიგთავსი მთლიანად უნდა ამოავსოს. ჩექმების ყელი რომ არ გადაიღუნოს, შეიძლება ჩვეულებრივი სარეცხის სარჭით გავამაგროთ.
  • ფეხსაცმლის ჩაცმისას დაიხმარეთ მაშველი.
  • ჩექმების გახდისას ქუსლს მეორე ფეხი არ მიახმაროთ - შესაძლოა, ქუსლი მოტყდეს ან ტყავზე ნაკვალევი დარჩეს.
  • ფეხსაცმლიდან ლაქების ამოყვანა შესაძლებელია ხახვით ან ბენზინში დასველებული ტამპონით. წინასწარ შეამოწმეთ, ხომ არ ტოვებს ლაქებს თავად ხახვი ან ბენზინი.
  • თუ საყვარელი ფეხსაცმელი გაგიფართოვდათ, საქუსლარზე შიგნიდან მიამაგრეთ 5-6 მმ სიგანის პარალონის ზონარი.

 

ლაქის ფეხსაცმელი

ლაქის ფეხსაცმელს საგანგებო მოვლა სჭირდება:

  • არ გაწმინდოთ ჯაგრისით.
  • არ ატაროთ ყოველდღე, მით უმეტეს, ნესტიან ამინდში. ნესტისა და ქუჩის ჭუჭყისგან ლაპლაპა ზედაპი-რი ფერს კარგავს და წვრილი ნახეთქებით იფარება.
  • ახალი ლაქის ფეხსაცმელი წმენდას არ საჭიროებს. საკმარისია, რბილი ნაჭერი გადაუსვათ.
  • ფეხსაცმელმა უწინდებური პეწი რომ დაიბრუნოს, გააპრიალეთ რძეში დასველებული ბაბის ტამპონით, ხოლო როდესაც გაშრება, გაწმინდეთ გაჭრილი ხახვითა და მშრალი ნაჭრით.
  • ლაქის ფეხსაცმლის გაწმენდა ოდნავ ნესტიანი ნაჭრითაც შეიძლება, ოღონდ როდესაც გაშრება, თხლად უნდა წაუსვათ მცენარეული ზეთი და ხავერდის ნაჭრით გააპრიალოთ.

 

ზამშის ფეხსაცმელი

  • კარგი იქნება, თუ ზამშის ახალ ფეხსაცმელს ჭუჭყისა და ნესტისგან დამცავი საშუალებით დაამუშავებთ. ეს მას დაიცავს დალაქავებისგან, ხელს შეუშლის მის გაჭუჭყიანებას და გააადვილებს ჭუჭყიანი ლაქების მოშორებას.
  • ზამშის ფეხსაცმელი გაწმენდამდე კარგად უნდა გავაშროთ, შემდეგ ჭუჭყი და მტვერი ნაზი ჯაგრისით მოვაშოროთ, ხოლო ჩამკვდარი ლაქები - სპეციალური რეზინით.
  • თუ ზამშის ფეხსაცმელი ძალიან გაჭუჭყიანდა, აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი, გახსენით 5 სუფრის კოვზ თბილ წყალში და ნატი ამ ხსნარში დასველებული ჯაგრისით გაწმინდეთ. შემდეგ გააპრიალეთ რბილი ბეწვიანი ქსოვილით და გააჩერეთ ორთქლზე, რათა პირვანდელი ბუსუსოვნება დაუბრუნდეს.
  • ცხიმოვანი ლაქების მოსაშორებლად ლაქას მოაყარეთ ტალკი და რამდენიმე საათის შემდეგ ჯაგრისით გაწმინდეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბენზინიც.

გახსოვდეთ: კარგად მოვლილი, პეწიანი ფეხსაცმელი რესპექტაბელურობის მთავარი შტრიხია.