ჰობი სტრესის წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰობი სტრესის წინააღმდეგ

 

XXI საუკუნის იოგა

უკანასკნელ ხანს ქსოვა კვლავ პოპულარული გახდა. მსოფლიოს ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში სპეციალური კლუბებიც კი გაიხსნა, სადაც ადამიანებს სტრესისგან ქსოვის მეშვეობით კურნავენ. ბევრს არ ესმის, როგორ უნდა დამშვიდდეს ადამიანი, რომელიც ზის და საქსოვი ჩხირებით ერთსა და იმავე რიტ-მულ მოძრაობას საათობით ასრულებს. საქმე ის არის, რომ მონოტონური, ავტომატურად განმეორებადი მოძრაობის შესრულებისას ადამიანის ფსიქიკაში ეგრეთ წოდებული მონოტონიის სინდრომი ფორმირ-დება.

მონოტონია განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც ფსიქოფიზიოლოგიური თვისებებით ძლიერ წააგავს სიფხიზლიდან ძილის პროცესში გადასვლას: მცირდება ნერვული სისტემისა და კუნთების ტო-ნუსი, თავის ტვინის ბიოელექტრული პოტენციალი, უჯრედებისა და ქსოვილების მიერ ჟანგბადისა და ენერგიის მოხმარება, ნელდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, შესაბამისად, იკლებს არტერიუ-ლი წნევა. ბევრი ქსოვას მაშინ იწყებს, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანზე  ფიქრობს ან საკუთარ გრძნო-ბებში გარკვევა სურს.

უკანასკნელ ხანს ამ ხელსაქმის ფსიქოთერაპიულ ეფექტს უკვე ნევროპათოლოგებიც იყენებენ ნერვული გენეზის ზოგიერთი მოშლილობის სამკურნალოდ. თერაპიული ეფექტი ქსოვის დაწყებისთანავე როდი იჩენს თავს. თავდაპირველად ეს ხელსაქმე უფრო დაგღლით, ვიდრე დაგამშვიდებთ. მისი ანტისტრე-სული ეფექტის გემო მხოლოდ ქსოვის ოსტატებმა იციან. ქსოვის ანტისტრესული თვისების დასასაბუ-თებლად საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა ემილი ჰოლმსმა და დაამტკიცა, რომ როდესაც ადამიანი ტელევიზორის წინ ქსოვს, ეკრანზე რა საშინელი კადრიც არ უნდა გამოჩნდეს, ტვინი მას პრაქტიკულად ვერ აღიქვამს და, მაშასადამე, სტრესისგანაც დაზღვეულია.

 

თევზაობა

კარგა ხანია ცნობილია, რომ თევზაობა სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. სამკურნალო ეფექტს წყალზე მოტივტივე ტივტივას ცქერა ახდენს. ერთი წერტილის Dდიდხანს ცქერისას ცენტრალური ნერვული სისტემა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. გაგონილი გექნებათ, რომ ბევრს რთული მდგომარეობიდან გამოსავალი სწორედ თევზაობისას უპოვია. თევზაობა ერთგვარი მედიტაციაა, რომელიც გონებას მოდუნებისა და უსიამოვნო ფიქრებისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს.

თუ გსურთ, თევზაობამ მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, გაითვალისწინეთ, რომ სათევზაოდ წასვლა უახლოეს ადამიანებთან ერთად სჯობს.

თუ ეს შეუძლებელია, მდინარესთან მისვლისას გაერიდეთ ამხანაგების ჯგუფს და თევზაობას განმარტოებით შეუდექით. დადებით გავლენას ახდენს აკვარიუმის თევზების ყურებაც. მათი მოშენება საზღვარგარეთ განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ აკვარიუმის მფლობელი უფრო ნაკლებად ექცევა სტრესის გავლენის ქვეშ, იშვიათად ემართება ნერვული მოშლილობა, იშვიათად აწუხებს თავის ტკივილი, სისხლის წნევა თითქმის ყოველთვის ნორმალური აქვს.

 

ჰობის სხვა სახეობანი

ფიზიკური ვარჯიში სტრესთან ბრძოლის ძალიან ეფექტური საშუალებაა. ფიზიკური აქტივობისას სისხლ-ში იმატებს იმ ჰორმონთა კონცენტრაცია, რომლებიც თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას და აუმჯობესებს ემოციურ ფონს. ამასთანავე, რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება ვარჯიში, მით უფრო იმატებს ორგანიზმში ანტისტრესულ ჰორმონთა დონე. სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გამონახეთ რამდენიმე წუთი, განმარტოვდით საძინებელში და თავის ხანმოკლე მასაჟი ჩაიტარეთ, რადგან გადაღლა და დაძაბულობა სხვა ორგანოებზე მეტად სწორედ მას აზიანებს. ყველაზე უფრო გულმოდგინედ კეფა დაიზილეთ - ეს გააუმჯობესებს სისხლმომარაგებას და ნერვულ სისტემასაც დააწყნარებს.

ნუ ეტყვით პატარებს უარს ძილის წინ წიგნის წაკითხვაზე. თავადაც იკითხეთ. ეს სტრესის მომხსნელი ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან კითხვისას ჩვენი განცდები მუხრუჭდება ან, უბრალოდ, გვავიწყდება.

ჩართეთ ლირიკული მუსიკა და უსმინეთ. კიდევ უფრო ეფექტურია დაკვრა და სიმღერა. ამბობენ, რომ თოვლში სიმღერისა და მუსიკის მოსმენის დროს სტრესის ჰორმონები ყველაზე სწრაფად ტოვებენ ორგანიზმს. ძალიან კარგია მეგობრებთან შაშის, ჭადრაკის, დომინოს თამაში.