რა სარგებლობა მოაქვს თაფლიან წყალს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სარგებლობა მოაქვს თაფლიან წყალს

მეტად მნიშვნელოვან სამკურნალო-პროფილაქტიკურ კურსს ჩაუტარებთ ორგანიზმს. თაფლიანი წყლის დალევა არა ყლუპ-ყლუპად, არამედ ერთბაშადაა რეკომენდებული. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დალევის დროს კუჭის სფინქტერი ერთბაშად გაიხსნება, სითხე ნაწლავებში გადავა და სწრაფად შეიწოვება სისხლში.

ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ თაფლის წყალხსნარი (ფაქტობრივად, 30%-იანი) შემადგენლობით სისხლის პლაზმის იდენტურია. თაფლი წყლის სტრუქტურირებას ახდენს, რაც მის სამკურნალო თვისებებს კიდევ უფრო ზრდის. თაფლიანი წყალი ორგანიზმის მიერ სწრაფად და სრულად შეითვისება.

მაინც რა ეფექტი აქვს ასეთი ხსნარის მიღებას?

  • აბალანსებს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა რგოლის ფუნქციას, ამაღლებს იმუნიტეტს;
  • კარგ შედეგს იძლევა ქრონიკული სურდოსა და ბრონქიტის მკურნალობისას. ხელს უწყობს ფილტვის ალვეოლებში ლორწოს გათხევადებას და ბუნებრივი გზით მის გამოყოფას ნაწლავების მეშვეობით;
  • თაფლიანი წყალი ნაწლავის ერთგვარ სანაციას ახდენს, ფეკალური მასები იხსნება და გამოიდევნება;
  • იწმინდება მთელი ორგანიზმი უჯრედულ დონეზე. ნორმალიზდება მსხვილი ნაწლავის ფუნქცია. იზრდება როგორც ანტიბაქტერიული, ასევე ანტივირუსული და ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) ეფექტი;
  • თაფლიანი წყალი ნაწლავის მიკროფლორის აღსადგენად საუკეთესო საშუალებაა, ეფექტურად ებრძვის დისბაქტერიოზს;
  • მისი გავლენით ქრება ენურეზი (შარდის შეუკავებლობა). თაფლი ჰიგროსკოპიულია, იკრებს წყალს, ამიტომაც თირკმელები და შარდის ბუშტი ღამღამობით განიტვირთება და ისვენებს.

თაფლიანი წყლით კარგია სახის გაწმენდა. ის კვებავს კანს, სირბილეს, სინაზესა და ხავერდოვნებას ანიჭებს მას. ეს არის ნატურალური კოსმეტიკა, უძველესი და იმავდროულად თანამედროვეც.