ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს

ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, რეჯესტრიფის უნივერსიტეტის თანამშრომელმა აარონ კეროლმა და ინდიანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომელმა პეიჩერ ბრიმანმა, გააქარწყლეს რამდენიმე სამედიცინო მითი, რომლებსაც ხშირად წააწყდებით პოპულარულ გამოცემებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში. სხვათა შორის, ვიდრე დამამტკიცებელი საბუთების ძებნა არ დაიწყეს, ზოგიერთი მათგანის რეალურობა თვითონაც სჯეროდათ...

მითი 11: ღორის ქონი მავნებელია

ფაქტი: ეს აშკარა გაზვიადებაა. ზომიერი რაოდენობით ღორის ქონი მარგებელიც კია. ის არ აგროვებს რადიაციას და ჰიპოალერგენულია. ამასთან, შეიცავს არაქიდონის მჟავას, რომელიც ერთ-ერთი შეუცვლელი ცხიმმჟავაა და ორგანიზმის უჯრედების მშენებლობაში მონაწილეობს. საუკუნეების განმავლობაში ღორის ქონი უკრაინელების, რუსების, პოლონელებისა და ანგლოსაქსების სამზარეულოს უცვლელი კომპონენტი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიგამხდრე მოდური გახდა, გაჩნდა დაბალკალორიული დიეტების კულტი, ხოლო ყოველგვარი ცხოველური ცხიმი მავნედ იქნა გამოცხადებული.

უმრავლესობას იმისი ეშინია, რომ ღორის ქონში მეტისმეტად ბევრი ქოლესტერინია. ასეცაა, მაგრამ, ამავე დროს, მასში ბევრია ქოლინიც, რომელიც არა მარტო ასუსტებს ქოლესტერინის მავნე ზემოქმედებას, არამედ შესანიშნავად იცავს სისხლძარღვებსაც.

გარდა ამისა, დიდი ხანია დადგენილია, რომ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა ოდნავ თუა დამოკიდებული იმაზე, რას მიირთმევთ - ის ორგანიზმში ისედაც სინთეზდება. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ქოლესტერინულ ცვლას.

უფრო მეტიც: ლინოლის, ლინოლინისა და არაქიდონის ცხიმოვანი მჟავები უპირატესად სისხლძარღვებს იცავს, ამიტომ ცოტაოდენი ღორის ქონის მიღება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა. ქოლესტერინის გარეშე თვით ინტელექტიც კი საკმაოდ დაზარალდება, რადგან თავის ტვინში მისი შემცველობა 2%-ზე მეტია.

მით უმეტეს ნუ იდარდებთ იმაზე, რომ ღორის ქონი მძიმე პროდუქტია - თუ საჭმლის მონელება დარღვეული არ არის, ორგანიზმი მას იოლად გადაამუშავებს, არ იტვირთება ღვიძლი. ღორის ქონი მხოლოდ ზოგიერთი დაავადების დროს არ არის რეკომენდებული.

მითი 12: კვერცხი მავნებელია, რადგან მაღლა სწევს ქოლესტერინის დონეს

ფაქტი: ეს მითი არცთუ დიდი ხნის წინ საკმაოდ პოპულარული გახლდათ. კვერცხი მართლაც მდიდარია ქოლესტერინით, მაგრამ მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის დონის მატება იმდენად დიეტაზე (კვებაზე) არ არის დამოკიდებული, რამდენადაც ორგანიზმში მისი ცვლის გენეტიკურ მახასიათებლებზე. ექიმებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ერთ ოჯახში მცხოვრებ და ერთნაირად ნაკვებ ადამიანებს ქოლესტერინის სრულიად სხვადასხვა დონე აქვთ.

კვერცხის გულში 215 მილიგრამი ქოლესტერინია, თუმცა იქვეა გამაწონასწორებელი ფაქტორიც ფოსფოლიპიდების - ქოლინისა და ლეციტინის სახით, რომლებიც ხელს უშლის სისხლძრღვების კედლებზე ქოლესტერინის დალექვას, ამიტომ კვერცხი უნიკალურ პროდუქტად მიიჩნევა, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ქოლესტერინის წყაროც არის და იმავდროულად ცხიმების, მათ შორის - მავნე ქოლესტერინის, უტილიზაციის პროცესშიც მონაწილეობს. ამრიგად, ათეროსკლეროზის დროსაც კი კვერცხზე უარის თქმა არ ღირს.

ქოლესტერინი უჯრედის გარსის შეუცვლელი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრულ ბუნებრივ პირობებში მის გამძლეობას უზრუნველყოფს. ის აუცილებელია სტეროიდული ჰორმონების (კორტიზოლის, ალდოსტერონის), სასქესო ჰორმონების, D ვიტამინის სინთეზისთვის.

მითი 13: გულძმარვა მჟავიანობის მომატების ნიშანია

ფაქტი: სინამდვილეში გულძმარვა შესაძლოა კუჭის წვენის ნებისმიერი მჟავიანობის ფონზე წარმოიშვას. მას კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში მოხვედრა და ამ უკანასკნელის გაღიზიანება იწვევს. საქმე ისაა, რომ კუჭის ლორწოვან გარსს აქვს დამცავი ფენა და მარილმჟავასადმი გამძლეა, საყლაპავს კი ასეთი გარსი არ გააჩნია. კუჭის წვენის მჟავიანობა ნორმალური ან დაბალიც რომ იყოს, საყლაპავისთვის ის მაინც მაღალი დარჩება და მას გააღიზიანებს.

საყლაპავს აღიზიანებს ის ორგანული მჟავებიც, რომლებიც კუჭის შიგთავსის გადამუშავებისას წარმოიქმნება.

მითი 14: რაც უფრო სტერილურია გარემო, მით უფრო ნაკლებად გავხდებით ავად

ფაქტი: სრული სიცრუეა. ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს, ასე რომ, თუ ანტიბიოტიკებით, კვარცის ნათურებით და ქლორით მოვსპობთ “კარგ” მიკროორგანიზმებს და შევავიწროებთ ნორმალურ მიკროფლორას, მათ ადგილს სულ მალე დაიკავებენ ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები. ეს იმიტომ, რომ პათოგენური მიკროორგანიზმები ანტისეპტიკებისადმი უფრო გამძლეები არიან.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი 1-2 კილოგრამ სასარგებლო მიკროორგანიზმს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი იმუნური სისტემის ფუნქციობას და თუ ამ ბაქტერიების განადგურებას მივყავით ხელი, ეგრეთ წოდებული “სუფთა ხელების დაავადება” დაგვემართება.

ადამიანის იმუნური სისტემა დაპროგრამებულია ურიცხვ ბაქტერიასთან, ვირუსსა და პარაზიტთან უწყვეტი ბრძოლისთვის. სიცოცხლის პირველ წლებში ადამიანი სხვადასხვა მავნე თუ სასარგებლო მიკროორგანიზმს ხვდება და იმუნური სისტემა უვნებელი ცილების მავნებლისგან გარჩევას სწავლობს. პრაქტიკულად სტერილურ გარემოში იმუნური სისტემის ასეთი თვითაწყობა არ ხდება, იმუნური უჯრედები უწყინარ ნივთიერებებსაც კი მტრებად მიიჩნევენ და მათთან შეხვედრას ალერგიით ან აუტოიმუნური დაავადებებით უპასუხებენ.