რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
რომელი პოზაა სასარგებლო ძილისთვის
რომელი პოზაა სასარგებლო ძილისთვის
სრულფასოვანი ძილისთვის მნიშვნელოვანია შეარჩიოთ მოხერხებული მატრასი. თუ იგი არაკომფორტულია, ადამიანი მოუსვენრადაა და ხშირად იცვლის გვერდს, რაც უძილობას იწვევს.

ზურგზე ძილი


საუკეთესო პოზაა მათთვის, ვისაც უნდა კარგად გამოიყურებოდეს: სახის კუნთები მოდუნებულია, კანის ჟანგბადით მომარაგება უზრუნველყოფილია. შედეგად ვიღებთ მხნეობას და გვიან ნაოჭებს. კუჭსა და მუცლის ღრუს ორგანოებზე ზეწოლა პრაქტიკულად არაა, რის გამოც ქვეითდება კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლის რისკი და გულძმარვის უსიამოვნო შეგრძნებაც. ხერხემალზე დატვირთვა მინიმალურია, რაც მას მოსვენების საშუალებას აძლევს. ეს პოზა მიუღებელია მათთვის, ვინც ხვრინავს, აქვს ღამის აპნოე ან ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი), რადგანაც
ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა ძლიერდება ზურგზე წოლისას.

გვერდზე წოლა

აქვეითებს წელის არეზე დატვირთვას, ამიტომ ტკივილისას საუკეთესო პოზაა. ადამიანი არ ხვრინავს, ორგანიზმი კარგად მარაგდება ჟანგბადით, რაც აუმჯობესებს ძილის ხარისხს, აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და ხელს უწყობს ტვინის მუშაობას. ამ პოზაში ძილის დროს ხშირად ადგილი აქვს ხელის ან
ფეხის დაბუჟებას. ასეთ პოზაში ძილისას სათანადო ბალიში უნდა იყოს შერჩეული, რათა არ დაზარალდეს ხერხემლის კისრის ნაწილი. იდეალურია, როცა ბალიში შეესაბამება მხრის სიმაღლეს, რათა კისერი მოთავსდეს ჰორიზონტალურად, ტანის პარალელურად. თუ ბალიშის ქვეშ ხელის ამოდების სურვილი გიჩნდებთ, ე.ი. ის თქვენთვის ძალიან დაბალია.

მუცელზე წოლა

მუცლის შებერილობისას, ეს პოზა შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზეზით აწვენენ მუცელზე პატარა ბავშვებს. თუმცა, ამ დროს ხერხემლის კისრის ნაწილი არაბუნებრივ მდგომარეობაშია, რამაც შეიძლება ტკივილი, ტვინის სისხლით მომარაგების გაუარესება გამოიწვიოს. ასევე, იზრდება შინაგან ორგანოებზე, მათ შორის დიაფრაგმაზე ზეწოლა, ამიტომ ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება უარესდება. სახის კანისთვის ჟანგბადის მოწოდება მინიმალურია, ამიტომ ასეთი პოზის მოყვარულებს სხვაზე ადრე უჩნდებათ ნაოჭები და იშვიათად აქვთ ჯანსაღი ფერი.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.
ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) უნდა წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა
მონრეალის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, სამსახურში უფრო
სტიქიურ უბედურებებს შორის, განვითარების სიხშირის მიხედვით, ხმელეთზე და წყალქვეშ მომხდარი მიწისძვრები ლიდერობს.
ელექტრონული სიგარეტების კვამლი (თავბრუდამხვევი არომატები) ნიკოტინზე დიდი ტოქსიკურობით გამოირჩევა.
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის