მითები გამოკვლევების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მითები გამოკვლევების შესახებ

ამ უკანასკნელთა გამოსავლენად არსებობს სისხლის სეროლოგიური ანალიზი ან ისეთი მეთოდები, რომლებიც ქსოვილებში ინფექციის გამომწვევებს ავლენს. დიაგნოსტიკის ეს მეთოდები მეტად სპეციფიკურია, ანუ მიმართულია კონკრეტული მიკროორგანიზმის ან მონათესავე მიკროორგანიზმების ჯგუფის აღმოჩენისკენ. ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ შესაბამისი ანალიზის შემდეგ. რაც შეეხება დიაგნოსტიკის თანამედროვე არატრადიციულ მეთოდებს, რომელთაც ყოვლისმომცველობაზე აქვთ პრეტენზია (დიაგნოსტიკა ფოლის მეთოდით, ირიდოდიაგნოსტიკა და სხვა), უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ შედეგები, წესისამებრ, ძლიერ განზოგადებულია და ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციობის შემდგომ, დეტალურ კვლევას მოითხოვს; მეორე - მიღებული შედეგების პრაქტიკული ღირებულება და უტყუარობა ყოველთვის არ შეესაბამება სასურველს.

მითი 2. რაც უფრო ძვირია გამოკვლევა, მით უფრო მეტს აჩვენებს ის

სინამდვილეში გამოკვლევის ღირებულება დამოკიდებულია აპარატურის ღირებულებაზე, გამოყენებულ ტესტსისტემებზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე, კონკურენციის არსებობა-არარსებობასა და სხვა ფაქტორებზე.

მითი 3. არსებობს 100%-იანი დიაგნოსტიკა

მედიცინის ნებისმიერ სფეროში კარგი შედეგის 100%-იანი გარანტია არ არსებობს, რადგან ექიმს ყოველთვის საქმე აქვს უნიკალურ ორგანიზმთან, რომელსაც საკუთარი, ინდივიდუალური თავისებურებები ახასიათებს. ეს დიაგნოსტიკის მეთოდებსაც ეხება. ყველაზე ზუსტი კვლევის დროსაც კი შეიძლება მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი, თუ ასეთ ინდივიდუალურობას შევეჩეხებით. ყველაზე ზუსტი დიაგნოსტიკური ღონისძიებები 95%-ით არის უტყუარი, თანაც ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. გამოკვლევის უზუსტობისა და დიაგნოსტიკური შეცდომის ალბათობა ყოველთვის რჩება, ამიტომ ექიმის ამოცანა კვლევის შედეგების ანალიზია.

მითი 4. თუ არაფერი არ გაწუხებს, ანალიზის ჩაბარება საჭირო არ არის

ზოგიერთი დაავადება (სიმსივნური დაავადება, შარდგამომყოფი გზების ინფექცია, ენდოკრინული დაავადება და სხვა) შესაძლოა უსიმპტომოდ ვითარდებოდეს ან იწვევდეს ზოგად, არასპეციფიკურ სიმპტომებს: დაღლილობას, სისუსტეს, უმნიშვნელო თავის ტკივილს, - რომლებსაც ადამიანები დიდ ყურადღებას არ აქცევენ ან გადაღლილობას, ვიტამინების ნაკლებობას და ამგვარებს მიაწერენ. თუ ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს, მაშინ მას მართლაც არ სჭირდება ძვირად ღირებული კვლევები, მაგრამ პერიოდულად მაინც უნდა ჩააბაროს “უბრალო” ანალიზები (ვთქვათ, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი), ქალბატონებმა კი წელიწადში ერთხელ მაინც მიაკითხონ გინეკოლოგს. მხოლოდ ასე შეიძლება პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა, გამოჯანმრთელების შანსიც გაცილებით მეტია იქნება და დანახარჯიც - გაცილებით ნაკლები, ხოლო თუ თვითშეგრძნება არ მოგწონთ, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რათა მან გამოკვლევა დანიშნოს.

მითი 5. ექიმი უცოდინარობისა და პროფესიული არაკომპეტენტურობის გამო ნიშნავს დამატებით კვლევას, კარგ ექიმს გასინჯვითაც შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა

გამოცდილ ექიმს ზოგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეუძლია, პაციენტს თავიდან ააცილოს დროისა და ფულის გაუმართლებელი დანახარჯი, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ერთი შეხედვით აშკარა ავადმყოფობის შემთხვევაშიც კი არსებობს აუცილებელი კვლევები, რომელთა მონაცემებიც ექიმს უნდა ჰქონდეს. კვალიფიციური ექიმი მონიშნავს შესაძლო დაავადებათა წრეს, რომელთა შორის ბევრს სულ სხვადასხვაგვარი თერაპიული მიდგომა სჭირდება, მაგრამ მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვს. მაგალითად, მუცლის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ბაქტერიებით, ჭიებით ან ჰქონდეს ფუნქციური ხასიათი. ამ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი გამოკვლევა, მაგალითად, ექოსკოპია, გასტროსკოპია, მიკრობიოლოგიური კვლევა. შეკრულობის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ფუნქციური, ისე ანატომიური გადახრაც. პირველ შემთხვევაში მკურნალობა კონსერვატიულია (არაქირურგიული), მეორეში - ოპერაციული. სწორედ ამიტომ ავადმყოფი, უპირველეს ყოვლისა, იმ ექიმს უნდა ენდობოდეს, რომელსაც მიმართა.

მითი 6. ნებისმიერ გამოკვლევას, რომელიც კი სისხლის აღებასთანაა დაკავშირებული, ახლავს შიდსით ან ჰეპატიტით დასნებოვნების რისკი

იმ კვლევის უსაფრთხოება, რომელიც სისხლის აღებას მოითხოვს, ინსტრუმენტების სტერილურობაზეა დამოკიდებული. ერთჯერადი მოწყობილობების გამოყენების დროს ვირუსული ჰეპატიტითა და შიდსით დასნებოვნება გამორიცხულია. სადღეისოდ პრაქტიკულად არ არსებობს სამედიცინო დაწესებულება, სადაც სისხლის აღება მრავალჯერადი ინსტრუმენტებით ხდება.

მითი 7. თუ გამოკვლევამ დაავადება არ გამოავლინა, ესე იგი ის არც არსებობს

თუ რომელიმე ინფექციური დაავადების გამოკვლევის დროს სისხლში ვერ აღმოაჩინეს გამომწვევი ან მისი ანტისხეული, ეს შესაძლოა დაავადების ინკუბაციურ (ფარულ) პერიოდზე მიუთითებდეს. მაგალითად, G კლასის ანტისხეულები წითურას ვირუსის დროს ინფიცირების მომენტიდან ორი კვირის შემდეგ ჩნდება. რთული ვითარებაა ჰელმინთების (ჭიების) დიაგნოსტიკის დროსაც, რადგან სიცოცხლის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ისინი ადამიანის ორგანიზმში არ დებენ კვერცხებს, რომელთა აღმოსაჩენადაც ტარდება ფეკალური მასების კვლევა. თუ ანალიზმა დაავადება არ დაადასტურა, მაგრამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აშკარაა, ზოგ შემთხვევაში საჭიროა კვლევის განმეორება, ზოგჯერ კი (როცა განმეორებითი კვლევაც უშედეგოა) ექიმმა შესაძლოა კლინიკურ მონაცემებზე ანუ დაავადების სიმპტომებზე ორიენტირებით დანიშნოს მკურნალობა.

მითი 8. ნებისმიერი კვლევა სპეციალიზებულ ცენტრში უნდა ჩატარდეს

არსებობს სპეციალიზებული სადიაგნოსტიკო ცენტრები, სადაც იშვიათ და ძვირად ღირებულ კვლევებს ატარებენ, თუმცა ჩვეულებრივი კვლევები, მაგალითად, სისხლის ან შარდის საერთო ანალიზი, რენტგენოგრაფია და სხვა, შეიძლება საცხოვრებელ ადგილებთან არსებულ პოლიკლინიკებშიც ჩატარდეს. ნუ შეგაშინებთ მოარული აზრი, რომ იქ კვლევის ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე სადიაგნოსტიკო ცენტრებში.