დრესკოდი - როდის როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დრესკოდი - როდის როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ

ამ შემთხვევაში მამაკაცებისთვის აუცილებელია თეთრი პერანგი, თეთრი ბაფთა, შავი ფრაკი, ლაქის ფეხსაცმელი და ჟილეტი, ქალები კი საღამოს კაბებში, ხელთათმანებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში უნდა გამოეწყონ. მიუღებელია გაშლილი თმა, ბიჟუტერია და მთლიანად შიშველი ხელები. დრესკოდი განსაზღვრული სოციალური თუ კულტურული ჯგუფისადმი ადამიანის კუთვნილებაზეც მიუთითებს. ჩაცმის საკუთარ სტილს მისდევენ სხვადასხვა ეროვნების, პროფესიის, რელიგიისა თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. აქსესუარებსაც თავისი ადგილი აქვს. მაგალითად, განსაზღვრული ფერისა თუ მოხატულობის ჰალსტუხი შეიძლება ამა თუ იმ უმაღლესი დაწესებულების კურსდამთავრებულთა ერთგვარი განმასხვავებელი ნიშანი იყოს. ჩვენს დროში დრესკოდი კომპანიის კორპორაციული კულტურის ნაწილად მიიჩნევა. ამ კოდექსით განისაზღვრება, როგორი ტანსაცმლით უნდა გამოცხადდნენ თანამშრომლები ოფისში, მოლაპარაკებაზე, მიღებაზე, სარეკლამო აქციასა თუ კორპორაციულ საღამოზე. მიჩნეულია, რომ თანამშრომლის იერსახეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპანიისადმი ნდობაში, მიუთითებს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და საქმიანი პარტნიორებისა თუ კლიენტების მიმართ პატივისცემაზე. თანამშრომლის ჩაცმულობისადმი მოთხოვნები შესაძლოა დეტალურად იყოს გაწერილი კომპანიის წესდებაში და დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებდეს სანქციებს. არსებობს ჩაცმის ორი ძირითადი სტილი: ფორმალური და არაფორმალური. ფორმალური სტილი აუცილებელია მათთვის, ვისაც კლიენტებთან აქვს ურთიერთობა, მართავს პრეზენტაციებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარმოადგენს კომპანიას საქმიან სამყაროში. არაფორმალური სტილი იმ თანამშრომლებისთვისაა, რომელთა სამსახურებრივი ვალდებულებები არ ვრცელდება ფირმის საზღვრებს გარეთ.

ქალის ფორმალური სტილი

დრესკოდი ითვალისწინებს გარდერობში რამდენიმე შარვლის, ქვედაკაბისა და პიჯაკის ქონას, ამასთან, ერთი და იმავე ტანსაცმლის მუდმივად ტარება არ არის მიღებული. ქვედაკაბა არ უნდა იყოს მუხლს აცილებული და მეტისმეტად ვიწრო. თეთრი პერანგი უნივერსალურ ვარიანტად ითვლება. კოსტიუმი მუქი, მშვიდი ფერისა უნდა იყოს. შეიძლება ჩაცმულობის ზომიერად შევსება აქსესუარებითა და სამკაულებით. ფეხსაცმელი უნდა იყოს იდეალურად მოწესრიგებული და სუფთა, ჰქონდეს საშუალო სიმაღლის მყარი ქუსლი. სიცხეშიც კი ქალი სამუშაოზე არ უნდა გამოცხადდეს კოლგოტის გარეშე. ვარცხნილობა სადა უნდა იყოს, მაკიაჟი - თითქმის შეუმჩნეველი, მანიკიური - ბუნებრივი.

მამაკაცის ფორმალური სტილი

მამაკაცის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს არანაკლებ სამი მშვიდი ფერის (შავი, რუხი, მუქი ლურჯი, კრემისფერი) კოსტიუმი, რამდენიმე ჰალსტუხი და პერანგი ყოველდღიურად გამოსაცვლელად. ქამარი და ფეხსაცმელი შავი უნდა იყოს. თუ ოფისში არ მოითხოვენ მეტისმეტად მკაცრ სტილს, შეიძლება შარვალთან მუქი ლურჯი ან შავი პულოვერის ჩაცმა. წინდები უნდა იყოს მუქი და საკმაოდ გრძელი, რომ დაჯდომისას შიშველი ფეხი არ გამოჩნდეს. იდეალური აქსესუარია ტყავის პორტფელი.

არაფორმალური სტილი

არაფორმალურ ღონისძიებებზე უნდა გვეცვას სადად და ელეგანტურად. შეიძლება ჩავიცვათ კაბა, შარვალი და პერანგი ჟაკეტისა და პიჯაკის გარეშე, გამოვიყენოთ მეტი აქსესუარი. მაკიაჟიც შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო მკვეთრი გავიკეთოთ. მამაკაცებს შეუძლიათ უარი თქვან ჰალსტუხზე, ჩაიცვან უფრო თავისუფალი კოსტიუმი ან შარვალი და პერანგი პიჯაკის გარეშე ან პულოვერთან ერთად. მიუღებელია ოფისში ჯინსის, მაისურის, კედების, სანდლების, ქოშების, მინიკაბის, შორტის ჩაცმა. დრესკოდის ამ მარტივი წესების დაცვით იოლად აიცილებთ თავიდან არაადეკვატური ჩაცმულობით გამოწვეულ უხერხულობას.