დროსთან კავშირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დროსთან კავშირი

ოდესმე...

მაინც რა ხდება, როცა ვკარგავთ რეალობის შეგრძნებას და ჩვენი ფიქრები წარსულს ან მომავალს უფრო დასტრიალებს, ვიდრე აწმყოს? განვიხილოთ ორი ტიპური სიტუაცია. მრავალი ჩვენგანი მთელი ზამთარი იმაზე ოცნებობს, როდის დადგება ზაფხული. “აი, მაშინ კი დაიწყება ნამდვილი ცხოვრება, - ვფიქრობთ ჩვენ, - მხიარული, ლაღი, კაშკაშა! ზამთრის მოსაწყენი თვეები კი უბრალოდ უნდა გადავიტანოთ, მოვითმინოთ, დაველოდოთ”. და ზამთარი ჩვენთვის დაკარგულია, რადგან ცხოვრების ამ ნაწილის შეგრძნებასა და განცდაზე უარი ვთქვით, არ ვისურვეთ მისი გაგება, მიღება, უბრალოდ მოვისროლეთ, როგორც დაწუნებული შავი ხელნაწერი... მეორე მაგალითი: ახალგაზრდა მშობლები მოუთმენლად ელიან, როდის გაიზრდება მათი შვილი. ჰგონიათ, როგორც კი პატარა ენას ამოიდგამს (ფეხს აიდგამს, ხატვას დაიწყებს და ა.შ.), მოხდება რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. განა ღირს იმის თქმა, რომ ისინი ხელიდან უშვებენ ბავშვის სიცოცხლის ყველაზე მშვენიერ, ყველაზე საოცარ პირველ თვეებს? გამოდის, რომ ყველაზე მნიშვნელოვნად ის მიგვაჩნია, რაც წინ გველის. ერთი მხრივ, ეს სულაც არ არის ცუდი - ერთგვარ სტიმულს გვაძლევს მოძრაობისთვის, განვითარებისთვის. საფრთხე სხვაგანაა: რაც არ უნდა მოხდეს აწმყოში, მაინც ვიტყვით: “ეს ის არ არის”. რაღაც დიადის ძიებაში ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რომ სერიოზული მოვლენები (საყვარელი ადამიანის წასვლა, სამუშაოს დაკარგვა) შემთხვევით კი არ მომხდარა, არამედ ჩვენივე არჩევანმა განაპირობა, რომელიც “ოდესმეს” სასარგებლოდ გავაკეთეთ, მაშინ როდესაც რეალურ ადამიანებს და რეალურ შესაძლებლობებს ან ვერ ვამჩნევდით, ან განზე ვდებდით, ან სულაც სანაგვეზე მოვისროდით...

გსურთ, გაიგოთ სიმართლე დროისადმი თქვენი დამოკიდებულების შესახებ? არსებობს სამი მარკერი, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ აწმყომ თქვენთვის მნიშვნელობა დაკარგა. პირველია დროის გაფანტული აღქმა: “ვერ შევამჩნიე, დღე როგორ გავიდა, კვირა როგორ გაფრინდა...” თუ დრო სადღაც ქრება, წყალივით ილევა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ყურადღება არ არის ფოკუსირებული დღევანდელ დღეზე. ეს ხშირად იმითაა გამოწვეული, რომ რაღაცას ზურგს ვაქცევთ, რაღაცის შემჩნევა არ გვსურს. ეს კი შესანიშნავი საბაბია იმისათვის, რომ საკუთარ თავს ვკითხვოთ: “რას გავურბივარ? რისი მიღება არ მინდა? მაგრამ თუ ეს მოხდა, ხომ მაინც მომიწევს ამის გაცნობიერება და გათვალისწინება... იქნებ უმჯობესია, ეს ახლავე გავაკეთო და არ დაველოდო იმ წუთს, როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდები?” მეორე მარკერი: როცა აწმყოსთან კავშირი იკარგება, სხეულს რაღაც გაუგებარი ემართება, თითქოს მას ვეღარ ვგრძნობთ, არ გვემორჩილება. ამის უგულებელყოფას ნუ ეცდებით. ფიზიკური შეგრძნებები ჩვენზე “გამჭრიახია”, რადგან მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს არაცნობიერთან. დაბოლოს, მესამე “მოლაპარაკე” მარკერია გრძნობათა დაჩლუნგება. თქვენში ძლიერ განცდებს აღძრავს ფილმები, მოგონებები, მომავალზე ოცნება და არა აწმყოში მომხდარი მოვლენები? თუ ასეა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: “რას ვგრძნობ ახლა? სევდას, დაღლილობას, გაღიზიანებას თუ ფარულ სიხარულს?” თითქოს მარტივი კითხვაა, მაგრამ პასუხის გაცემა რაღაც არ გამოგვდის... “არა უშავს, ყველაფერი რიგზეა”, - ვამბობთ ჩვენ, სირბილს ვაგრძელებთ და ვერც კი ვამჩნევთ, რომ საკუთარი ცხოვრებიდან გავრბივართ. “აქ და ახლა” ცხოვრების უნარი უნიკალური ნიჭია. დააფასეთ დღევანდელი დღე, აწმყო, გახსოვდეთ წარსული, იფიქრეთ მომავალზე. ნუ დაკარგავთ კავშირს დროსთან და ცხოვრება გვერდით ვეღარ ჩაგივლით!