5 სიმპტომი, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
5 სიმპტომი, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს
5 სიმპტომი, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს
როდესაც ხშირად გვტკივა თავი.როდესაც თავის მკვეთრი მობრუნებისას, დახრისას, ერთ რომელიმე ადგილას, საფეთქლის ან კეფის მიდამოში, აღინიშნება ტკივილი, ეს სისხლძარღვების ხშირ სპაზმზე მეტყველებს.

მიზეზები- წნევის მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა, მეტეოდამოკიდებულების მომატება და ყველაზე საშიში - თავის ტვინის სისხლძარღვების სანათურის შევიწროება. მამაკაცებში ეს 2-ჯერ უფრო ხშირადაა, ვიდრე ქალებში. ამიტომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ყლაპვა უაზრობაა: ტკივილი გადის, თუმცა მიზეზი რჩება. გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან და ნევროპათოლოგთან.

თვალების ტკივილი

ზოგჯერ ყოველგვარი მიზეზების გარეშე, შეიძლება თვალების ტკივილმა შეგვაწუხოს. ეს სიმპტომი გლაუკომისთვის (თვალშიდა წნევის მომატება) არის დამახასიათებელი. მიმართეთ ოფთალმოლოგს და
გაიზომეთ თვალის წნევა.

ყლაპვის გაძნელება

თითქოს, დროდადრო ყელი შუპდება და ყლაპვაში რაღაც გვიშლის ხელს. ამით შეიძლება ფარისებრმა ჯირკვლამა შეგვახსენოს თავი. იგი საყურადღებო ორგანოა, ამიტომ მიმართეთ ენდოკრინოლოგს და აუცილებლობის შემთხვევაში გაიკეთეთ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.

პოტენციის
დაქვეითება


ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხშირად სტრესს, დაღლილობას უკავშირებენ. თუმცა პოტენციის დაქვეითება შესაძლებელია პროსტატიტის- წინამდებარე ჯირკვლის ანთების დაწყების პირველი სიგნალი იყოს. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, შეიძლება სრული იმპოტენცია ან წინამდებარე ჯირკვლის ადენომა განვითარდეს. ამიტომ მიმართეთ უროლოგს და გაიკეთეთ წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა.

როცა კანჭის კუნთები გვტკივა

როდესაც ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, მუხლის ქვემოთ კუნთების ტკივილი ხშირდება, ეს მდგომარეობა შეიძლება მაობლიტირებელი ენდარტერიიტის დასაწყისი იყოს. დაავადების შორსწასული მდგომარეობისას, როგორც წესი, ოპერაციული მკურნალობის საკითხი დგება. ამიტომ საჭიროა ქვედა კიდურების სისხლძარღვების კვლევის ჩატარება.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერთა განცხადებით, მოგზაურობა მედიკამენტების ალტერნატივაა, თანაც ბევრი პათოლოგიის დროს.
ბევრს ქუდი არ უყვარს და მიუხედავად მკაცრი კლიმატური პირობებისა, ზამთრის ცივ დღეებშიც თავსაბურავის
ხანდაზმულ ასაკში ხშირია გონებრივი შესაძლებლობების საგრძნობი შემცირება.
პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ზრდასრული ადამიანები, რომლთაც ნაცვლად 8 საათისა, 6
ზოგჯერ სიფხიზლე აუცილებელია, რასაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - დატვირთული სამუშაო, საშინაო
თუ კვირაში 3-ჯერ მაინც ცდილობთ სირბილს, ისეთი სპორტული ფეხსაცმელი უნდა შეარჩიოთ, რომელიც ტრავმებს
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა