რაზე მეტყველებს თქვენი მენიუ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზე მეტყველებს თქვენი მენიუ

ამ ყველაფრის ცოდნა თვითდიაგნოსტიკისთვის გამოგადგებათ. ზაფხული მდიდარია ხილ-ბოსტნეულით. ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ შანსს და გაიმდიდრეთ რაციონი მრავალფეროვანი სალათებით. ცოცხალი ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების საფუძველია. თუ ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ პომიდორს, კიტრს, ბულგარულ წიწაკას, სიმინდის მარცვლებს, მათთან ერთად - ყველს, ზეითუნის ზეთს, თქვენი სუფრა სავსე იქნება ვიტამინებით. მაგალითად, დაჭერით რამდენიმე ცალი კიტრი და პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი, ყველი, დაამატეთ ნახევარი ქილა სიმინდის მარცვალი, გემოვნებისამებრ - ზეითუნის ზეთი და. შეგიძლიათ, სალათის ფოთლებიც გამოიყენოთ. ეს სალათა მდიდარია კალიუმით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით, ბეტა-კაროტინით, ფოლიუმის მჟავათი, წმენდს ღვიძლსა და შარდის ბუშტს, აუმჯობესებს თმის, კანის და ფრჩხილების მდგომარეობას. ექიმები უხსოვარი დროიდან საუბრობენ ახალგამოწურული ხილის წვენების მარგებლობაზე. როგორც კი ხილის წვენი ორგანიზმში მოხვდება, მაშინვე ერთვება საჭმლის მონელების პროცესში და სასიკეთო გავლენას ახდენს საკვების ათვისებაზე. წვენების რეგულარული სმა აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ამასთან, ორგანიზმს სასარგებლო ბუნებრივი მინერალებითა და ვიტამინებითაც ამარაგებს. წვენები ასრულებენ აპერიტივის (მადის მომგვრელ) ფუნქციას. მაგალითად, პოპულარული ფრანგული უალკოჰოლო აპერიტივი ციტრუსის ფრეში აღვიძებს მადას და ამხნევებს. რძე რომ ჯანსაღი პროდუქტია, საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ის თამბაქოზე დამოკიდებულებასაც ამარცხებს. გსურთ, სიგარეტის წევის მავნე ჩვევას თავი დააღწიოთ? - მოწევასა და მოწევას შორის დალიეთ ერთი ჭიქა რძე - სიგარეტის გემო იმდენად უსიამოვნო მოგეჩვენებათ, რომ დიდხანს აღარ გაგიჩნდებათ მოწევის სურვილი. თუ შეამჩნიეთ, რომ თირკმლის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნება გაწუხებთ ან ხშირად დადიხართ ტუალეტში, მაშასადამე, ცისტიტის სიმპტომები გაქვთ და უროლოგს უნდა მიმართოთ. ამ დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ დიეტა. ვიდრე ექიმამდე მიაღწევთ, ავადმყოფობის სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ სწორი და ჯანსაღი კვება:

  • ზედმიწევნით შეამცირეთ რაციონში ცხოველური წარმოშობის ცილების წილი;
  • შეამცირეთ მარილისა და სანელებლების რაოდენობა;
  • მიირთვით უცხიმო საკვები;
  • უარი თქვით ყავასა და შოკოლადზე;
  • კატეგორიულად იკრძალება ყოველგვარი ალკოჰოლური და გაზიანი სასმელი;
  • სასურველია, ერიდოთ კარტოფილსა და ლობიოს;
  • დაივიწყეთ შემწვარ-მოხრაკული, მწნილები და კონსერვები. საკვები ზედმიწევნით ნატურალური უნდა იყოს;
  • რეკომენდებულია რძემჟავა პროდუქტები (ხაჭო, უმარილო ყველი), ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას. სასარგებლოა მოცვისა და შტოშის მორსი - ეს კენკრა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო და დიურეზული მოქმედება ახასიათებს. კარგია პიტნის, ოხრახუშის ნახარშებიც. ძალიან სასარგებლოა საზამთრო. მისი ჭამა დღეში რამდენჯერმე შეიძლება (თუ ასე გირჩევნიათ, სვით მისი წვენი).

ბეტა-კაროტინი (A პროვიტამინი) ორგანიმზში რომ გაიხსნას, აუცილებელია ცხიმი. სტაფილოს სალათას და სუპ-პიურეს ყოველთვის დაამატეთ ცოტაოდენი არაჟანი ან 100%-იანი ცხიმიანობის ნაღები ამ ნივთიერების უკეთ ასათვისებლად. თირკმლის დაავადებების დროს მწარე წიწაკისა და ხახვის მიღება არ შეიძლება, ტკბილი ბულგარული წიწაკა კი ნებადართულია.