ცხოველქმედების ნარჩენების გამოყენების 10 მეთოდი ცივილიზაციის კეთილდღეობისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოველქმედების ნარჩენების გამოყენების 10 მეთოდი ცივილიზაციის კეთილდღეობისათვის

1. რობოტის სისხლი

ბრისტოლის რობოტექნიკის ლაბორატორიის მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური გული, რომელიც მომავალში შეიძლება რობოტებისთვის გამოიყენონ. 2010 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 8,6 მილიონი რობოტი გამოიყენებოდა მრეწველობის სხვადასხვა სფეროში. ისინი, ტრადიციულად, მზის ენერგიაზე, ელემენტებზე ან ელექტრობაზე მუშაობდნენ. ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერმა პიტერ უოლტერსმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს არატრადიციული მეთოდი - მათ მიერ შექმნილ რობოტის “გულს” შარდის დახმარებით ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია. ეს ტექნოლოგია, სავარაუდოდ, ხუთი წლის შემდეგ ჩაეშვება წარმოებაში.

2. მეთვალყურეობა კლიმატის ცვლილებაზე

აზიასა და აფრიკაში ბინადრობს პატარა გრძელბეწვიანი ცხოველი (პროცავია ცაპენსის), რომელიც ბოცვერს ან მოზრდილ ზღვის გოჭს წააგავს. მისი შარდი და განავალი ხალხურ მედიცინასა და პარფიუმერიაში გამოიყენება. საინტერესოა, რომ ამ ცხოველების მთელი ოჯახი მოსაშარდად ერთ ამოჩემებულ ადგილზე დადის. მონპელიეს (საფრანგეთი) უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს შარდის გამშრალი ფენები და მიღებული მონაცემები წარსულის კლიმატის ცვლილებათა არსებულ თეორიებს შეადარეს. შედეგების მიხედვით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ ფენების საშუალებით კლიმატის ცვლილებების ისტორიის დადგენაა შეასძლებელი.

3. წყლის კრიზისის მოგვარება

მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა ზიზღის მომგვრელია, დროთა განმავლობაში კაცობრიობას მოუწევს იმასთან შეგუება, რომ შარდს სასმელად ვარგის სითხედ გადაამუშავებენ. სადღეისოდ ამ მეთოდს უკვე იყენებენ კოსმონავტები, რომელთაც ხანგრძლივი ფრენა უწევთ. გარდა ამისა, მომავალში ადამიანი შარდისგან მიიღებს ფოსფორს, რომლის რაოდენობაც ბუნებაში განუწყვეტლივ მცირდება.

4. დაბინძურებასთან ბრძოლა

გაეროს ამინდის სააგენტო ამტკიცებს, რომ სადღეისოდ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა ძალიან მაღალია. 2012 წელს ჰაერში მისი რაოდენობა 393,1 პრომილე იყო, 2016 წელს კი 400-ს მიაღწევს, რაც საკმაოდ აღემატება უსაფრთხოების ზღვარს (350 პრომილე). ნახშირორჟანგი გლობალური დათბობის გამომწვევი მთავარი ფაქტორია. საბედნიეროდ, ანდალუზიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თუ შარდსა და ზეითუნის ზეთის წარმოების ნარჩენებს ერთმანეთში ავურევთ, მივიღებთ ისეთ ნარევს, რომელსაც ჰაერიდან ნახშირორჟანგის შთანთქმა და, შესაბამისად, გლობალური დათბობის თავიდან აცილება შეუძლია.

5. შარდზე მომუშავე სმარტფონები

სმარტფონს დღეს უამრავი ხალხი იყენებს. აპარატს გამუდმებით სჭირდება დამუხტვა. ბრისტოლის რობოტექნიკის ლაბორატორიის მეცნიერმა იოანის იეროპოლუსმა შარდის დახმარებით სმარტფონის დამუხტვის მეთოდი შეიმუშავა. ამ უჩვეულო ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია გაცილებით იაფი ელექტროენერგიის მიღება, რომელიც ალბათ რევოლუციას მოახდენს ელემენტების სფეროში.

6. შარდზე მომუშავე ავტომანქანები

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მეტად პოპულარული გახდა ენერგიის ალტერნატიული წყაროები, რომლებიც წყალბადს ან ელექტროენერგიას იყენებს. ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერმა დოქტორ ჯერადინ ბოტმა შექმნა ელექტროლაიზერი, რომელიც მინიმალური ელექტროდანახარჯით შარდისგან წყალბადს გამოყოფს. მეცნიერი ამტკიცებს, რომ ამ გამოგონებას დიდი პოტენციალი აქვს და მისი დანერგვა საავტომობილო წარმოებაშიც კია შესაძლებელი, რადგან შარდისგან წყალბადის გამოყოფა 4-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე წყლისგან.

7. ტვინის უჯრედები შარდისგან

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მოზრდილი ადამიანის თავის ტვინში ახალი უჯრედები მაინც წარმოიქმნება, მაგრამ ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მაგალითად, პარკინსონის დაავადება, თავის ტვინის უჯრედებს გაცილებით სწრაფად ანადგურებს, ამას კი დემენცია და დეპრესია მოსდევს. როგორ მივიღოთ თავის ტვინის ახალი უჯრედები, რათა სრულფასოვნად ვიცხოვროთ? ჩინელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს უჯრედები შეიძლება შარდისგან დამზადდეს. მათ უკვე ჩაატარეს ცდები და შარდისგან მიღებული ხელოვნური ნერვული უჯრედები წარმატებით გადანერგეს ახალდაბადებული ვირთაგვების ნერვულ სისტემაში. რა გველის წინ ნერვულ დაავადებებთან ბრძოლაში, მომავალი გვიჩვენებს.

8. რაკეტების საწვავი

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შარდის რაკეტების საწვავად გარდაქმნა. ეს ბუნებაში არსებული სპეციფიკური ბაქტერიების დახმარებით ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღიურად ადამიანები უდიდესი რაოდენობის შარდს გამოყოფენ, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში ეფექტურად აწარმოებენ რაკეტული საწვავის უდიდეს მარაგებს.

9. პლასტმასა ღორის შარდისგან

ღორების შარდი სადღეისოდ დანიის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. 20 მილიონი ღორი აქ ყოველდღე ათასობით ლიტრ შარდს გამოყოფს და გარემოს ვნებს. კომპანია “აგროპლასტმა” დანიელებს პრობლემის მოგვარების უნიკალური გზა შესთავაზა: ის შარდისგან ბიოპლასტიკის წარმოებას გეგმავს.

10. თვითაღდგენადი რეზინი

ფრანგმა მეცნიერმა ლუდვიგ ლიბერმა შარდის დახმარებით უნიკალური რეზინი შექმნა, რომელსაც თვითაღდგენის უნარი შესწევს. ეს უნიკალური მასალა შარდოვანასა და მცენარეული ზეთისგან მზადდება. თუ ასეთი მასალა შემთხვევით გაიგლიჯა, ჩვეულებრივი რეზინისგან განსხვავებით, თვითშეწებდება და პირვანდელ მდგომარეობას იბრუნებს. ამ უნიკალური მასალისგან შესაძლებელია “მუდმივი” ბოტასების, ხელთათმანების, საფულეებისა და მანქანების საბურავების წარმოება.